ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
როდესაც პრობლემა გაქვს შენ ძალიან სწრაფი ხარ და სწორ გადაწყვეტილებებს იღებ. შენ ძალიან მხიარული ხარ. გიყვარს სიცილი და სხვასაც აცინებ. სულგრძელი და კეთილი ხარ. გიყვარს საჩუქრების გაკეთება ადამიანებისთვის. შენ კარგი მეგობარი ხარ, მაგრამ ზედმეტად ფიცხი. არავის აძლევ მბრძანებლობის უფლებას.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
შენ შენს მეგობრებს გასაჭირში არასდროს ტოვებ. შენ ყოველთვის ეხმარები მათ, როდესაც ეს სჭირდებათ. შენ გიყვარს ადამიანები. სულგრძელი ადამიანი ხარ. შენი ნაკლი ის არის, რომ არ გიყვარს ცხოველები. შენ მშრომელი ხარ, ბევრს მუშაობ. გიყვარს ფული და კომფორტი. როდესაც პრობლემა გაქვს, არავის უზიარებ შენს გასაჭირს. ზოგჯერ ეჭვიანიც ხარ.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
მშრომელი ადამიანი ხარ და ბევრს მუშაობ. ყოველთვის ცდილობ იყო უკეთესი სწავლის მხრივ. ყოველთვის დაკავებული ხარ. ცნობისმოყვარე ადამიანი ხარ, ბევრი რამით დაინტერესებული. ზოგჯერ მორცხვიც ხარ. შენი სახლი ყოველთვის დატვირთულია წიგნებით, გაზეთებითა და ტელეფონებით. გაქვთ კარგი მახსოვრობა.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
გიყვარს შენი ოჯახი, მაგრამ ზოგჯერ მათგან შორს ყოფნაც გიყვარს. შენ სწრაფი ხარ, ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებ. გიყვარს ხალხის მოსმენა, ამიტომაც ხარ ასეთი პოპულარული. ხალხს უყვარხარ. მხიარული ხარ, გიყვარს სიცილი, ასევე მოგწონს ცვლილებები. შენ გსურს, რომ შენი ცხოვრება დატვირთული იყოს საინტერესო და ახალი რაღაცებით. გაქვს ცვალებადი ბუნება.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
გიყვარს იუმორი და ყველაფერში სასაცილოს ხედავ. მეგობრული ადამიანი ხარ, არასდროს ტოვებ გასაჭირში მეგობრებს და მათ ყოველთვის ეხმარები. სწრაფი ხარ, სწორ გადაწყვეტილებებს იღებ ყოველთვის, ეს შენი პრივილეგიაა. შენს გრძნობებზე სხვებს არაფერს ეუბნები, ამიტომ ზოგჯერ შენი არ ესმით. შენი ცუდი თვისება ის არის, რომ ადამიანების შესახებ კარგ რაღაცებს არ ამბობ.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
ძალიან მშრომელი ადამიანი ხარ და შესაბამისად ბევრს მუშაობ. მეგობრული და ზოგჯერ მორცხვი ხარ. მოგწონს მეგობრების დახმარება. არ გიყვარს ხალხის მონახულება და მათთან საუბარი, ეს შენზე ცუდად მოქმედებს და ნერვიულს გხდის. ერთი ცუდი თვისება გაქვს: არ უსმენ ხალხს მაშინ, როდესაც გელაპარაკებიან.
ღრიანკალი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
კეთილი ადამიანნი ხარ. როდესაც შენი მეგობრები გასაჭირში არიან, შენ ყოველთვის ეხმარები მათ. გაქვს ერთი ნაკლი: არ გიყვარს ცვლილებები. არ გსურს, რომ იყო საუკეთესო მოსწავლე შენს კლასში. გაქვს სასიამოვნო ხმა. გიყვარს ცხოველები და ასევე მოგწონს მეგობრებისთვის და ოჯახისთვის საჩუქრების გაკეთება.
____________________________________________________________________________________________
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
მეგობრული ადამიანი ხარ, გიყვარს ცხოვრება თავისუფლება და მოგზაურობა. მშრომელი ხარ, გიყვარს კარგად მუშაობა. ასევე მოგწონს ხალხის მოსმენა, ამიტომ ხალხს შენ ძალიან მოსწონხარ. მხიარული ადამიანი ხარ, გიყვარს სიცილი და სხვასაც ახალისებ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
ყოველ დღე მუშაობ, მეგობრული ხარ. სასიამოვნო ადამიანი ხარ შენს ირგვლივ მყოფი ხალხისთვის. გიყვარს, როდესაც შენს ოჯახში სიმშვიდე სუფევს. ყოველთვის ცდილობ იყო უკეთესი მოსწავლე. ერთი ცუდი თვისება გაქვს - ზოგჯერ არ უსმენ ადამიანებს. შენ უნდა ისწავლო ადამიანების მოსმენა.
მერწყული (21 იანვარი - 19 თებერვალი)
მეგობრული, სულგრძელი და პოპულარული ადამიანი ხარ. გიყვარს საჩუქრების გაკეთება სხვებისთვის. გიყვარს როდესაც განსხვავებულად გამოიყურები. ამბიციური და ჯიუტი ხარ, ეს კი შენი ცუდი თვისებაა. გაქვს ცუდი მახსოვრობა. ხშირად იყენებ ფრაზას "მე ვიცი".
თევზები (20 თებერვალი - 20 მარტი)
სულგრძელი ადამიანი ხარ. ხშირად ცუდ განწყობაზე ხარ, ამიტომ ამ დროს შენთან ლაპარაკი ძალიან ძნელია. შენი არ ესმით, მაგრამ ზოგჯერ შენც არ გესმის შენი თავის. ხანდახან მორცხვი და მგრძნობიარე ხარ. შენი ნაკლი ის არის, რომ ზარმაცი ხარ.
პ.ს მე თხის რქა ვარ :))