|
შემი საყვარელი წელიწადის დროა გაზაფხული არ ვიცი რა მომწონს გაზაფხულში ალბათ ის რომ გაზაფხულზე ბუნება ძალიან ლამაზი ხდება უცებ ადგები ერთ დღეს და ხედავ რომ მზემ ულამაზესად ანათებს ხედავ თუ როგორ ამოდის ბალახი ამ ბალახში კი ყვავილები ))
გაზაფხულის თვეებიდან უფრო მეტად მარტი იმიტომ რომ გაზაფხული ახალი დაწებულია და მარტში შედარებით გრილა შემდეგ კი უფრო თბილა და ცხელა))
ჩემს სკოლასთან და ცემი სკოლის ეზოში ამოსულია ნუშის ხე ნუშის ყვავილები ძალიან ლამაზია <3
ასევე გაზაფხულზე ამოდის იასამანი )) ჩემი საყვარელი ყვავილი <3 იასამანი ჩემი საყვარელი ყვავილია. მომწონს მისი ფერი, ფორმა და სურნელი. მოკლედ მეტი ვერაფერი მოვიფიქრე ამიტომ ახლა შემოგთავაზებთ სურათებს
' ლექსები ღამეა, ცაში ომია, ელვა ქვემეხებს ისვრის, ქარმა ღრუბელი დაგლიჯა, ადინა თეთრი სისხლი, წვიმა თქრიალით მოვარდა, ტყე დაიბურა ნისლით. დილით მზე ამოჩახჩახდა, გადაიბარდნა ნუში, რაღაცამ გამოიღვიძა, გაითამაშა გულში, ბებიამ უთხრა ბაბუას: _ გაზაფხულდაო გუშინ. ნ.დუმბაძე ტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის. აყვავებულა მდელო, აყვავებულან მთები; მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები? ი.ჭავჭავაძე
ჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა... მას მიეპარა ყმაწვილი, დაიჭირა და იამა...
ალერსით უთხრა: „პეპელა, თავს რითი ირჩენ შენაო? როგორ არა გღლის მთელი დღე მოუსვენარი ფრენაო?"
პეპელამ უთხრა: „მინდორში ვსცხოვრობ მე უზრუნველადო... იქ ყვავილები გაშლილან ჩემ საზრდოდ, საწუწნელადო.
რაც დღე მაქვს, ტკბილად ვატარებ, ჩემს ნებაზედაც დავფრენო, მაგრამ დღეგრძელი არა ვარ... გამიშვი... ნუღა მაცდენო!"
ყმაწვილმა ხელი გაუშვა, გაფრინდა ნაზი პეპელა... და თითქოს ნიშნად მადლობის, თავს ევლებოდა ნელ-ნელა
|
|
|
|
| |