myteen



საიტი გაუქმებულია!




Whitney Houston


რიტმ–ენდ–ბლუზის წრეში ცნობილი მომღერლის სიზი ჰუსტონის ქალიშვილი, უიტნი, ბავშვობიდან არაჩვეულებრივი ვოკალით გამოირჩეოდა და საეკლესიო გუნდში მღეროდა. ერთხელ, როდესაც სცენაზე სოლო–სიმღერას ასრულებდა, მისი ვოკალით და შესრულების არაჩვეულებრივი და განუმეორებელი მანერით აღფრთოვანებული მსმენელი დარბაზში ტიროდა... ეს იყო ბავშვობაში...

პირველად პროფესიონალურ სცენაზე ჩაკ ჰანას და ლუ როლზისთან ერთად გამოვიდა. პარალელურად მოზარდების ჟურნალებში მოდელად მუშაობდა და თავს ისეთი ჟურნალების გარეკანიდან იწონებდა, როგორებიც იყო: „Seventeen" და „Glamour".

18 წლისამ კონტრაქტი ცნობილ მენეჯერთან, ჯინ ჰარვისთან, გააფორმა და მისი ხელმძღვანელობით სამსახიობო და საცეკვაო ხელოვნებასა და ვოკალს დაეუფლა. 1985 წელს უიტნი ხმისჩამწერ კომპანიასთან „Arista Records" კონტრაქტს აფორმებს და 2 წლის შემდეგ მისი პირველი „LP" გამოდის, რომლის 13 მლნ. ეგზემპლარი იყიდება. ალბომში შედიოდა ჰიტები: „Saving All My Love for You", „How Will I Know" და „The Greatest Love of All".

სიმღერამ „Saving All My Love for You" გოგონას პირველი „გრემი" მოუტანა. შემდეგი ორი წელი კი, ალბომის პოპულარიზაციისთვის გამართულ გასტროლებში გაატარა. 1987 წელს გამოსული ალბომი „Whitney" კიდევ უფრო პოპულარული გახდა და მაშინვე დაიპყრო ჰიტ–აღლუმებისმოწინავე ადგილები.

1990 წელს კი უფრო მეტად საცეკვაო, ტექნიკურად სრულყოფილი ალბომი „I‚m Your Baby Tonight" ჩაწერა. მას კვლავ გასტროლები მოჰყვა... კონცერტებით და მუშაობით გადაღლილმა, დასვენება და პირადი ცხოვრების მოწესრიგება გადაწყვიტა.



ედი მერფთან და რენალ კანინგემომთან მოკლევადიანი რომანების შემდეგ ის რიტმ–ენ–ბლუზის ცნობილ შემსრულებელთან, ბობი ბრაუნთან რომანს, საკმაოდ სერიოზულად მოეკიდა... მიუხედავად იმისა, რომ ბობის ორი შვილი სხვადასხვა საყვარლისგან ჰყავდა და საკმაოდ ცუდი რეპუტაცია ჰქონდა, უიტნი მას ცოლად გაჰყვა და 800 კაციანი საქორწინო წვეულება გაიმართა... მალე პრობლემებმა თავი იჩინა. მუდმივი კონფლიქტები, ბობის პრობლემები კანონთან და მილიციასთან უიტნისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა. თუმცა, უიტნიც საკმაოდ კაპრიზული ქალბატონი გახლდათ... ამიტომაცაა, რომ ის, სრულიად სამართლლიანად, თავნება პრიმადონას ტიტულს ატარებს.

უიტნიმ ერთდროულად მოახერხა გამხდარიყო ცნობილი მომღერალი, დაეპყრო კინო და არაჩვეულებრივი კრისტინას დედობაც შეეთავსებინა...

მისი დებიუტი კინოში ფილმით „The Bodуguard" შედგა, რომელმაც მის შემქმნელებს 400 მლნ დოლარი მოუტანა. 1995 წელს კი ფილმში „Waiting To Exhale" შავკანიანი ქალის როლი შეასრულა.


უიტნი ჰუსტონი ქონების დიდ ნაწილს საქველმოქმედო ფონდებში და ორგანიზაციებში ხარჯავს. მან საკუთარი საბავშვო არაკომერციული ფონდი „Whitney Houston Foundation for Children" შექმნა, რომელიც უსახლკარო და კიბოთი და შიდსით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

პერსონალური ვებ–გვერდი: http://www.whitneyhouston.com



სულ კომენტარები: 1
BeliEber   (2012-03-05.ორშაბათი - 9:28 PM)                   
0  
კარგი სიახლეააააა

კომენტარის დამატება გათიშულია!


მენიუ

რეკლამა

ძებნა

გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 134

Top სიახლეები
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 6559
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • სასკოლო ჩანთებ...
  • ნანახია: 5874
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-05
  • RIHHANA PICS
  • ნანახია: 3876
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-08
  • ♥Dogs♥
  • ნანახია: 3761
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-24
  • Tom And Jerry ...
  • ნანახია: 3716
  • კომენტარები: 3
  • ავტორი: tamuna
  • თარიღი: 2012-05-30
  • ჩემი საყვარელი...
  • ნანახია: 3534
  • კომენტარები: 8
  • ავტორი: SooFo♥
  • თარიღი: 2012-07-14
  • I Carly / აი ქ...
  • ნანახია: 3163
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-06-22
  • FaceBook Cover...
  • ნანახია: 3076
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-10-27
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 2994
  • კომენტარები: 6
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 2870
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: TeoNa♥
  • თარიღი: 2012-09-02

  • Top მომხმარებლები
  • ლოგინი: BeliEber
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 1145
  • ლოგინი: ♥AniBelieber♥
  • სიახლეები: 315
  • კომენტარები: 1320
  • ლოგინი: SooFo♥
  • სიახლეები: 202
  • კომენტარები: 367
  • ლოგინი: Mari♥
  • სიახლეები: 190
  • კომენტარები: 240
  • ლოგინი: eElL♥BeliEbeR™
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 210
  • ლოგინი: marikuna1
  • სიახლეები: 59
  • კომენტარები: 114
  • ლოგინი: tamta
  • სიახლეები: 55
  • კომენტარები: 53
  • ლოგინი: tamuna
  • სიახლეები: 48
  • კომენტარები: 216
  • ლოგინი: TeoNa♥
  • სიახლეები: 39
  • კომენტარები: 323
  • ლოგინი: ann-miley
  • სიახლეები: 32
  • კომენტარები: 64

  • ონლაინშია :
    Total online: 1
    Guests: 1
    Users: 0

    საიტზეა :
      არავინ

    დღეს შემოვიდნენ :
    მთვლელები :
     
    www.wsa.ge






    საავტორო უფლება დაცულია
    © 2012