myteen



საიტი გაუქმებულია!




ვიქტორია ბექჰემი ორსულადაა...


ვიქტორია ბექჰემი იმ ქალბატონთა რიცხვში შედის, რომლებიც ოჯახური ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს ორსულ მდგომარეობაში ატარებენ - როგორც ამბობენ, ვიქტორია კიდევ ერთ შვილს ელოდება! რამდენი შეიძლება - ეს კითხვა ჩვენც გვაწუხებს, მაგრამ ამაზე პასუხი არ არსებობს - ალბათ ბექსი და მისი მეუღლე იმ მოსაზრებას იზიარებენ, რომ იმდენი, რამდენსაც ღმერთი მისცემთ. უკვე ოთხი შვილის დედის მორიგ ფეხმძიმობაზე ჭორები სულ ახლახან გავრცელდა - მეგობრების კითხვაზე, შემთხვევით ოჯახში მატებას ხომ არ ელიან, მომღერალმა და დიზაინერმა უბრალოდ ეშმაკურად გაიღიმა - ამან კი ხმებს საფუძველი გაუმყარა.

ვიქტორია ბოლო პერიოდია არ ეკარება ალკოჰოლს, ცდილობს, რაც შეიძლება ჯანსაღი საკვები მიიღოს - მთელი საზაფხულო ლონდონური ოლიმპიადის გნამავლბოაში ის სასმელს არც კი გაჰკარებია. გარდა ამისა, სულ რამდენიმე დღეა ამერიკულ მედიაში დევიდ ბექჰემის ძველი ინტერვიუ ამოქექეს, რომელშიც ბრიტანელი ვარსკალვი ამბობს, რომ მისი და ვიკის ოცნება დიდი ოჯახი იყო. ”თუკი ამისი საშუალება გვექნება, რატომაც არა" - ამბობს ბექსი.

ვიქტორიამ და დევიდმა ოჯახი ჯერ კიდევ შორეულ 1999-ში შექმნეს. ამავე წელს მათ პირველი ვაჟი, ბრუკლინ ჟოზეფი შეეძინათ. მეორე ბიჭი ვარსკალვურ ოჯახში 2002 წელს გაჩნდა. რომეოს კი 2005-ში კრუზი მიჰყვა. წყვილს პირველი ქალიშვილი 2011 წლის ზაფხულში ეყოლა - ჰარპერ სევენმა წყვილის დიდი ხნის ოცნება აასრულა - დევიდი და მისი მეუღლე როგორც იქნა გოგონას მშობლები გახდნენ. ჰარპერი რამდენიმე თვის გნამავლობაში სამყაროში ყველაზე პოპულარული ბავშვი იყო, თუმცა, ეს მანამ, სანამ ქვეყანას ჯეი ზისა და ბიონსეს ბლუ აივი მოევლინებოდა.

რამდენად ახლოსაა რეალობასთან 38 წლის Fეშენ დიზაინერის რიგით მეხუთე ორსულობა - ამაზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია. მართალია ვიკის დღიური რაციონი და მისი ქცევები თითქოს ყველაფერს ნათელს ჰფენს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ქალი ალკოჰოლის დიდი სიყვარულით და არაჯანსაღი კვებისკენ მიდრეკილებით პრინციპში არასოდეს გამოირჩეოდა. ასე რომ, ეს ფაქტორები მისი ფეხმძიმობის უეჭველ დამადასტურებლად არ გამოდგება. თუმცა, თუკი ვიკისა და დევიდის ტემპებითა და ბავშვების სიყვარულით თუ ვიმსჯელებთ - რატომაც არა, განა რა უდგას წინ ოჯახში კიდევ ერთი პატარას შემატებას. მით უმეტეს, რომ ყოფილი სფაის გერლზელი ფორმაში ჩადგომას საკმაოდ მალე ახერხებს და 4 შვილის მიუხედავად ახლაც იდეალურად გამოიყურება. მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი დიდი კითხვა იბადება - მაინც როდის აპირებს ვიკი თავის ჰობის, ანუ ბავშვების დაჩენას შეეშვას?




სიახლე გაალამაზა_♥AniBelieber♥





სულ კომენტარები: 2
BeliEber   (2012-10-19.პარასკევი - 5:52 PM)                   
0  
მომეწონაა კარგიი სიხლეაააააააა

♥AniBelieber♥   (2012-10-18.ხუთშაბათი - 3:38 PM)                   
0  
კკაარრგგიი სიიაახლეეეაა smile

კომენტარის დამატება გათიშულია!


მენიუ

რეკლამა

ძებნა

გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 134

Top სიახლეები
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 6564
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • სასკოლო ჩანთებ...
  • ნანახია: 5880
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-05
  • RIHHANA PICS
  • ნანახია: 3883
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-08
  • ♥Dogs♥
  • ნანახია: 3765
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-24
  • Tom And Jerry ...
  • ნანახია: 3718
  • კომენტარები: 3
  • ავტორი: tamuna
  • თარიღი: 2012-05-30
  • ჩემი საყვარელი...
  • ნანახია: 3535
  • კომენტარები: 8
  • ავტორი: SooFo♥
  • თარიღი: 2012-07-14
  • I Carly / აი ქ...
  • ნანახია: 3165
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-06-22
  • FaceBook Cover...
  • ნანახია: 3076
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-10-27
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 3001
  • კომენტარები: 6
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 2875
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: TeoNa♥
  • თარიღი: 2012-09-02

  • Top მომხმარებლები
  • ლოგინი: BeliEber
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 1145
  • ლოგინი: ♥AniBelieber♥
  • სიახლეები: 315
  • კომენტარები: 1320
  • ლოგინი: SooFo♥
  • სიახლეები: 202
  • კომენტარები: 367
  • ლოგინი: Mari♥
  • სიახლეები: 190
  • კომენტარები: 240
  • ლოგინი: eElL♥BeliEbeR™
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 210
  • ლოგინი: marikuna1
  • სიახლეები: 59
  • კომენტარები: 114
  • ლოგინი: tamta
  • სიახლეები: 55
  • კომენტარები: 53
  • ლოგინი: tamuna
  • სიახლეები: 48
  • კომენტარები: 216
  • ლოგინი: TeoNa♥
  • სიახლეები: 39
  • კომენტარები: 323
  • ლოგინი: ann-miley
  • სიახლეები: 32
  • კომენტარები: 64

  • ონლაინშია :
    Total online: 1
    Guests: 1
    Users: 0

    საიტზეა :
      არავინ

    დღეს შემოვიდნენ :
    მთვლელები :
     
    www.wsa.ge






    საავტორო უფლება დაცულია
    © 2012