გარდაცვლილი მომღერლის, უიტნი ჰუსტონის ექიმებს იმ წამლის თაობაზე დაკითხავენ, რომელიც სასტუმროს ოთახში იპოვნეს.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს თუ რა გზით მოხვდა ჰუსტონის ოთახში პრეპარატი და ემთხვევა თუ არა ის, ექიმის მიერ რეცეპტში გამოწერილ წამალს. თუ აღმოჩნდა, რომ წამალი არ ემთხვევა მომღერლის სამედიცინო ანკეტაში გამოწერილ წამალს, მათ სასამრთლო ელით.
48 წლის უიტნი ჰუსტონი ლოს-ანჯელსის სასტუმროს ნომერში 11 თებერვალს გარდაცვლილი იპოვნეს. პოლიციის განცხადებით, იმ დროს, როდესაც სასტუმროს Beverly Hilton პერსონალმა უბედური შემთხვევა აღმოაჩინა, უიტნი ცოცხალი იყო. მომღერლის სხეული აბაზანაში, უგონო მდგომარეობაში წყლით იყო დაფარული. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს კი ცხედარი უკვე ოთახში დახვდათ. მომღერლის ფილტვებში წყალი აღმოჩნდა. სიკვდილის მიზეზი ჯერ კიდევ არ რაის ცნობილი.
ცნობილია, რომ მის ოთახში აღმოჩენილია დამამშვიდებლი პრეპარატები ლორაზეპამი, ვალიუმი და კსანაკსი.
ლეგენდარულ მომღერალს 18 თებერვალს დაკრძალავენ.
გაალამაზა BeliEber