დაახლოებით 18 წლის წინ,თერჯოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა მამაკაცი ჩავიდა და სოფლის განაპირას,მიტოვებულ სახლში დაიდო ბინა.დღისით იშიათად ჩნდებოდა ქუჩაში და მაშინაც შავი სათვალე ეკეთა.სოფლელები მისით პირველსავე დღეს დაინტერესდნენ და გაარკვიეს, რომ უცნობი პროფესიით ექიმი იყო, თუმცა მასთან მისული არც პაციენტი უნახავთ და არც სტუმარი.
ექიმი შინიდან გვიან გადიოდა და განთიადისას ბრუნდებოდა. სად დადიოდა , არავინ იცოდა.
ერთ დილით კი მისი ეზოს ჭიშკარტან ძაღლებმა ყეფა და ყმუილი ატეხეს.ერთ ადგილს ურბენდნენ დგარშემო და პატონებისთვის რაღაცის მინიშნებას ცდილობნენ.იმ დღეს მეზობლები შემზარავი სურათის მომსწრენი გახდნენ – ეზოში ყელგამოღადრული ადამიანი ეგდო, რომელიც, სავარაუდოდ , ძაღლებმა სამალავიდან გამოათრიეს. მასპინძელი არსად ჩანდა.პოლიცია შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა. სახლი გაჩხრიკეს და სარდაფში ჩამარხული კიდევ 2 გვამი აღმოაჩინეს.თითოეულ მსხვერპლს კისერთან მთავარი არტერია კბილებით ჰქონდათ გადაღრღნილი.
ეს ამ რაიონში ვამპირის გამოვლენის პირველი შემთხვევა იყო.მთავარი დამნაშავე კი უკვალოდ გაქრა.ასეთი რამ რამდენიმე თვით ადრე თბილისში, ისნის რაიონში დაფიქსირდა. "სისხლისმწოველი” არსება ვერ დაიჭირეს.მის სამალავში 4 ქალის გვამი იყო ჩაცემენტებული,1 სამარხიც მომდევნო მსხვერპლისათვის მოემზადებინა….