
ალბათ ყველა გოგონა ოცნებობს იმაზე, რომ რბილი, მოვლილი და ნატიფი ტუჩები ჰქონდეს, რადგან ვნებიანი ტუჩები ქალის მთავარ იარაღად ითვლება. ტუჩებს, ისევეე როგორც ჩვენს სახის კანსა და მთელ სხეულს ყოველდღიური მოვლა სჭირდება. ამისათვის სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებულ სალონებში სიარული და ასევე ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქციის გამოყენება. მთავარია დღეში სულ რამდენიმე წუთი დაუთმოთ მათ.

✔ მიუხედავად მზიანი ამინდებისა, გარეთ ისევ ცივა. ამას თუ დავუმატებთ ცივ ქარს, ტუჩების დასკდომა გარანტირებული გაქვთ. არასდროს გახვიდეთ სახლიდან ტუჩის ბალზამის გარეშე. (სურვილისამებრ შეგიძლიათ ბალზამზე გადაისვათ სასურველი ფერის პომადა)
✔ ყოველ დილით კბილების გახეხვის დროს რბილი ჯაგრისით ნელა და საგულდაგულოთ დაიმასაჟეთ ტუჩის ბალიშები. ამით თქვენ მოაშორებთ მას ზედმეტ მკვდარ უჯრედებს და სისხლის მიმოქვეცის აღდგენას შეუწყობთ ხელს. ამ პროცედურის შემდეგ წაისვით დამარბილებელი მკვებავი საცხი ან თუნდაც ნატურალური თაფლი.
✔ ტუჩებისთვის არაჩვეულებრივი ნიღაბია ნატურალური თაფლისა და ახალი ხაჭოს ნარევი. ამისათვის ხაჭო და თაფლი შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ ლიმონის რამდენიმე წვეთი და წაისვით მშრალ ტუჩებზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით ბალზამი.

✔ არასოდეს გაილოკოთ ტუჩები! ეს ისევე აშრობს და აზიანებს თქვენს ტუჩებს როგორც სიცივე და ქარი. რადგან ამგვარად დანოტივებული ტუჩები უფრო მალე გამოშრება.
✔ ჩვევად გაიხადეთ ატაროთ ჩანთით პატარა სარკე და ტუჩის ბალზამი.
✔ თუ ტუჩები აგექერცლათ, შეურიეთ ერთმანეთს თაფლი და ყავის ნალექი. ამ ნაზვაით კარგად დაიმუშავეთ აქერცლილი უბნები და თქვენ მოგშორდებათ მკვდარი კანის ნაწილაკები.
✔ არასოდეს დაიძინოთ ქიმიური პომადით. მაკიაჟის მოშორებისთანაცე მოიშორეთ პომადა, დაიმასაჟეთ ტუჩები და გადაისვით მკვებავი ბალზამი.
✔ ტუჩებს ბუნებრივ ფერს უბრუნებს და აახალგაზრდავებს სტაფილოსა და ვაშლის წვენის ნარევიც. თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ახალგაწურული ვაშლისა და სტაფილოს წვენები და წაისვით მშრალ ტუჩებზე. შედეგი? ნაზი, ხავერდოვანი და ვარდისფერი ტუჩები.
by:♥AniBelieber♥ 
