"ბილბორდმა" ტრადიციულად კვლავ გამოაქვეყნა იმ მუსიკოსების სია, რომელთაც
წლიური შემოსავლით თავიანთ კონკურენტებს გაუსწრეს და ათეულში მოხარეხეს
პოზიციის დაკავება. სიის სათავეში ქანთრი მომღერალი - ტეილორ სვიფტი აღმოჩნდა,
რომელმაც წინა წლის ლიდერთან, ლეიდი გაგასთან შედარებით 17%-ით მეტი გამოიმუშავა.
ტეილორის ჰიტმა "Safe & Sound" მას 30 მილიონი დოლარი მოუტანა, ამავე
სახელწოდების ალბომის 1,8 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და ამასთან
განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა მისი მსოფლიო ტურნე. უნდა აღინიშნოს,
რომ ტეილორი ალბომ "Speak Now"-ში შესული თითოეული სინგლის ავტორია.
"ბილბორდის" ტოპ 10:
1. ტეილორ სვიფტი, $35.7 მილიონი
2. U2, $32.1 მილიონი
3. კენი ჩესნი $29.8 მილიონი
4. ლეიდი გაგა, $25.3 მილიონი
5. ლილ უეინი, $23.1 მილიონი
6. ბონ ჯოვი, $19.8 მილიონი
7. შადე, $16.3 მილიონი
8. სელინ დიონი, $14.2 მილიონი
9. ჯეისონ ალდინი, $13.4 მილიონი
10. ადელი, $13 მილიონი
(შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ "ბილბორდის" მიერ შედგენილი სიაა)
by:♥AniBelieber♥