ბავშვებო მე გადავწყვიტე რომ სიახლე დამედო რამოდენიმე ცხოველებზე 1.ლომი ლომი (Panthera leo) მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . მისი სხეულის სიგრძე (ხვადისა) 180-240 სმ, მასა 180-227 კგ აღქევს. ძუ ტანად ხვადზე უფრო პატარაა. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. მოზრდილ ხვადს ფაფარიც აქვს, დანარჩენი ბალანი მოკლეა და მოყვითალო. ბოკერი ხალებიანია. ცნობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური. ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი). VIII-X საუკუნეებში ლომი კავკასიაშიც ბინადრობდა. ცხროვრობს სავანებში, ნახევრად უდაბნოებში, იშვიათად უდაბნოებში. იკვებება ხერხემლიანი ცხოველებით, ჭამს აგრეთვე ლეშს, ნადირობს შებინდებისას და ღამით. ადამიანს იშვიათად ესხმის თავს. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა, რომელიც საკმაოდ შორს ისმის. მაკეობა 105-112 დღემდე გრძელდება. ყრის 3-4 თვალახელილ (ზოგჯერ თვალაუხილავ) ბოკვერს, მათი სხეულის სიგრძე 30 სმ, ხოლო მასა 400 გ აღწევს. სქესობრივად მწიფდება მე-4 წელს. ცოცხლობს 30-35 წელს ()იშვიათად მეტს. ადვილად იწვრთნება, ტყვეობაშიც (ზოოპარკი, ზოობადი) მრავლდება.2. ჟირაფისებრნი(Giraffidae) — მცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახი წყვილჩლიქოსნების რიგისა. აერთიანებს 2 გვარის 2 სახეობას: ჩვეულებრივ ჟირაფსა და ოკაპს. ჩვეულებრივი ჟირაფის (Giraffa camelopardalis) სიმაღლე 5-6 მეტრს, მასა 550-1800 კგ აღწევს. აქვს მოკლე სხეული, გრძელი მაღალი კისერი, პატარა თავი, დიდი თვალები, მოკლე და ვიწრო ყურები, პატარა რქები. არეალის სხვადასხვა საზღვრებში შეფერილობა ცვალებადია და ამის გამო ჟირაფის რამდენიმე ქვესახეობას გამოყოფენ. გავრცელებულია აფრიკაში საჰარის სამხრეთით. ბინადრობს სავანეებში. ქმნის მცირე ჯგუფებს, რომლებიც 12-15 (ზოგჯერ 70-მდე) სულისაგან შედგება. აქტიურია დღისით. იკვებება აკაციის ფოთლებით და ტოტებით. აქვს კარგი მხედველობა და სმენა. მაკეობა 420-450 დღეს გრძელდება. ხორცს საკვებად იყენებენ, ტყავს — სხვადასხვა ნაკეთობისათვის. ჟირაფის რაოდენობა ძალზე შემცირებულია, ხოლო ზოგან სრულიად განადგურებულია. შენარჩუნებულია უმთავრესად ეროვნულ პარკებსა და რეზარვატებში.3.ირემი (ლათ. Cervus) — წყვილჩლიქოსან ცხოველთა გვარი ირმისებრთა ოჯახისა. თითო რქაზე შეიძლება 10-ზე მეტი ტოტიც ჰქონდეს. კისერზე მოკლე ფაფარი აქვს. ნუკრი ხალებიანია, მოზრდილი — ერთფერი. კუდის არეში აქვს სხვადასხვა სიდიდის „სარკე". გავრცელებულია ევროპის, აზიის (უმთავრესად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილის), ჩრდილოეთ ამერიკის ტყეეებში. აერთიანებს 6 ქვეგვარის 13-14 სახეობას. საქართველოში გვხვდება კეთილშობილი ირემი. სანადირო და სარეწაო ცხოველებია. ნახევრად მოშინაურებული ირმების ნორჩ რქებს — პანტებს იყენებენ პანტოკრინის დასამზადებლად. ნადირობა უმთავრესად აკრძალულია, აკლიმატიზებულია ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკაში და სხვა.BY:TeoNa♥
დაამოწმა და შეასწორა:Mary_Selena