რას ვიზამდით, სკოლა ჩვენს ნებაზე რომ შეგვაცვლევინონ?! აბა, წავიდა!
პირველ რიგში, სკოლა გადადის "გაძლიერებულ" სწავლებაზე - 10 წუთი სწავლა და 45 წუთი დასვენება; ჩამოიხსნება საკლასო ოთახების კარები, ზარი დიდი სიხარულით ჩაჰბარდება წარსულს, დასწრება იქნება თავისუფალი!.. ჟურნალები - მაკულატურაში, დაფები - შეშად!
პირველი იდეა,სკოლის ფასადის აჭრელება! აბა, წარმოიდგინეთ საღებავში ამოთხვრილი 500 გოგო-ბიჭი როგორ შესევიან დერეფნებს... ყველა სართულზე ბარი იქნება, თუმცა, სკოლას მაინც შევუნარჩუნოთ ფუნქცია და ალკოჰოლურ სასმელს როგორღაც შეველიოთ.
ჩვენი, ანუ გოგონების თხოვნით კედლებზე უზარმაზარი სარკეები დავამაგროთ. კლასებში დაიყაროს პუფები სკამების ნაცვლად, მერხების ნაცვლად კი პლაზმური დაფები, საკლასო ოთახებში განთავსდეს "კოკა-კოლას" ავტომატები, ღორმუცელებმა ორჯერადი კვებაც "დავაწესოთ", ფიტნესკლუბის გავხსნათ!
მოსწავლეებმა თვითონვე მოვიფიქროთ ფორმები: გოგონებს თეთრი ბლუზები და კუბოკრული ქვედაკაბები, ბიჭებს - ჯინსები და თეთრი პერანგები. წიგნების მაგივრად ლეპტოპები შემოვიღოთ! ცეკვის, ცურვისა და სხვა გასართობების მოყვარულმა თინეიჯერებმა, არც მეტი, არც ნაკლები, სკოლაში უზარმაზარი საცურაო აუზი დავდგათ,და ჰიპ-ჰოპის სპეციალური დარბაზიც მოვაწყოთ, უზარმაზარი სარკეებით. ასევე დიდ დარბაზში უზარმაზარი დინამიკებისა და მონიტორების დავამონტაჟოთ. "არასასწავლო" დღეებში წვეულებებისა და დისკოთეკების მოვაწყოთ
აბა, თავად განსაჯეთ, ასეთი სკოლიდან შატალოზე წამსვლელი არის ვინმე?
დაამოწმა და გაალამაზა ნინიმ