1 დღეც და ზაფხული ოფიციალურად დამთავრდება,რაც კი იმას ნიშნავს, რომ ბევრისთვის სასიამოვნო, ბევრისთვის კი მოსაწყენი შემოდგომა დაიწყება. შემოდგომასთან ერთად დაიწყება სკოლები დ უნივერსიტეტები, რაც ბევრი ჩვენგანის მოწყენილობის მიზეზია. ალბათ ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ზაფხულის დასრულება და სექტემბრის მოსვლა სურს, მაგრამ თუ დაფიქრდებით, ისევე როგორც წელიწადის ყველა დროს, ასევე შემოდგომასაც აქვს თავისი ხიბლი. ცივი, წვიმიანი, ქარიანი ამინდები, ცხელი ყავა და თბილი ლოგინი, დაბინდული, მოღრუბლული ცა და რაღა თქმა უნდა რომანტიკული, ჰარმონიული საღამოები ... მოდით იმისთვის რომ ამ ყველაფრის განწყობაზე დადგეთ, შემოგთავაზებთ ფოტოკრებულს. შემოდგომაზე ხომ ბუნება ძალიან ლამაზ ფერებში ასრულებს კიდევ ერთ ციკლს , რათა დაიძინოს და გაზაფხულზე თავიდან გაიღვიძოს...
შემოდგომა — წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შემოდგომის ბუნიობიდან (23 სექტემბერი) ზამთრის მზებუდობამდე (22 დეკემბერი) გრძელდება. ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდგომას უწოდებენ სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებს. ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში გაზაფხულია. მიყვარს შემოდგომა-ჯვარცმის მისტერია
წარმავლობის სევდა არაფრისმთქმელია.
სულში დარდი ხარობს,მკლავს მელანქოლია
ისე არ მოხდება კვლავ, მე რომ მგონია.
მიყვარს შემოდგომა,ოქროსკაბიანი.
ვაზის გვირგვინები სხივბარაქიანი.
სამოსელგაძარცვული შიშველი ხეები
ბუნების ეროტიკა,მგზნებარე დღეები.
მიყვარს შემოდგომა-იმედი მომავლის.
აწმყოს შეძულება წააგავს რომანტიზმს.
ოქროს ბორკილს ისევ ასწყვეტს ხეებს ქარი..
მოდის შემოდგომა-მზიანი ზამთარი!
დაამოწმა და გაალამაზა_
♥AniBelieber♥