,,სევდა ყოველთვის" [part/2] |
გიომ შეაჩერა
__ როგორც შეყვარებულს, მე ღეს ბოლოჯერ გხვდები. სანამ დაგემშვიდობები,
ერთი სათხოვარი მაქვს შენთან და ძალიან გთხოვ უარის ნუ მეტყვი, არ მინდა
ამის გარეშე წავიდე შენგან! არა გიო, ძალიან გთხოვ ნურაფერს ნუ მთხოვ, მე შენ ისედაც დიდი ტკივილი
მოგაყენე. ვიცი რის თხოვნასაც აპირებ და მაგ სურვილს ვერ შეგისრულებ,
ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის! __ შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა
იქაურობას, რათა მისთვის თვალზე მომდგარი ცრემლი არავის შეემჩნია.
ამ ამბის მერე სამი წელი გავიდა. გიო სალომეს ცხოვრებაში აღარ
გამოჩენილა. სალომემ სკოლა დაამთავრა, სასწავლებელშიც ჩააბარა და ახლა მეორე
კურსის სტუდენტი იყო. სალომეს პატარა და, თეკოც იმავე სასწავლებელში სწავლობდა.
ორივე ხშირად ლაპარაკობდა გიოს ასეთ მოულოდნელ გაუჩინარებაზე, არცერთს არ
ეგონა, ეს ამბავი მასზე ასეთ ზემოქმედებას თუ მოახდენდა. ერთ ხანს
ფიქრობდნენ, თავი ხომ არ მოიკლაო. ეს ფიქრი არცერთს მოსვენებას არ აძლევდა,
განსაკუთრებით კი სალომეს, მიუხედავად ყველაფრისა, გიო მათ ოჯახში ხომ ყველას
უყვარდა. არანაკლებ განიცდიდა სალომეს დაც მის მოულოდნელ გაუჩინარებას,
მაგრამ მას მერე რაც გადაწყვიტეს გიოს ოჯახს დაკავშირებოდნენ და გაერკვიათ
მისი ბედი, ეს ეჭვები საბოლოოდ დაიმსხვრა, თუმცა არც მის ოჯახთან
დაკავშირების შემდეგ მიუღიათ დამამშვიდებელი ინფორმაცია. გიოს დამ უთხრათ, რომ
გიო
სამი წლის წინ, ყველასთვის მოულოდნელად გაუჩინარდა და მას მერე აღარავის
უნახავს.
რაღაც დროის განმავლობაში ტელეფონზე რეკავდა, ოჯახის წევრებს
კითხულობდა და მერე ისევ უჩინარდებოდა თვეობით. იმ ამბის გაგებამ, რომ გიო
ცოცხალი იყო, გარკვეულწილად შვება მოჰგვარათ, მაგრამ სადარდებელი რჩებოდა ის
თუ სად იყო გიო, რას აკეთებდა და რატომ ვერ ახერხებდა ოჯახის წევრებთან
ხშირად დარეკვას. გარდა ამისა, სალომე ამის შესახებ არავის არაფერს
ეუბნებოდა, მაგრამ გრძნობდა რომ გიო მტელი გულით უყვარდა, ენატრებოდა და რაც
უფრო
მეტი დრო გადიოდა, მით უფრო უჭირდა ამის დამალვა. მასთან შეხვედრის და
დამშვიდობების ბოლო დღესაც, არავინ იცის როგორ სტკიოდა გული და როგორ
გაუჭირდა იმის თქმა, რამაც ორივეს მოუკლა გული და ორივეს დიდი ტკივილი მიაყენა.
ერთ დღეს კი...
|
|
|
სულ კომენტარები: 4 | |
|
Mari♥ (2012-09-14.პარასკევი - 2:19 PM)
0
|
|
|
|
|
კარგიაააა.... მალე მალე
|
|
|
|
|
|
|
BeliEber (2012-09-13.ხუთშაბათი - 9:15 PM)
0
|
|
|
|
|
ვიამე რა მაგარიაა მომეწონაა ძალიანნ ასეე გაგრძელე უმაგრესიაა :**
|
|
|
|
|
|
|
0
|
|
|
|
|
კაიაა რო დაგაინტერესაა.. დღეს ვერ მოვახერხებ მარა ხვალ აუცილებლად დავდებ ))_)
|
|
|
|
|
|
მენიუ |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
გამოკითხვა |
|
|
|
Top სიახლეები |
|
|
|
Top მომხმარებლები |
|
|
|
|
|
|
|
საავტორო უფლება დაცულია © 2012 |
|
| |