myteen



საიტი გაუქმებულია!




სევდა ყოველთვის (Part/8)


სალომე რამდენიმე წუთის განმავლობაში შეუჩერებლად ტიროდა, მერე მანქანის
სავარძელში გასწორდა და ცრემლები, ხალისგულით შეიმშრალა.
__ დაწყარდი? __ სალომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.



__ რატომ არ
მითხარი მაშინვე, რატომ მოიქეცი ასე?
__ მეშინოდა გიო, მეშინოდა რომ ხელს მკრავდი და...
__ და თავს დამცირებულად იგრძნობდი, ამიტომ გადაწყვიტე მე მოგეშორებინე.
__ გიომ თავად დაასრულა სალომეს სათქმელი
__ არც ჩემთვის იყო ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება. ამ ამბავმა იმდენად
დამაბნია, ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობდი, ერთი რამის გარდა, თვალწინ მედგა
შენი სახე მას შემდეგ რაც ამ ამბავს გაიგებდი, მეგონა დამცინებდი,
დამამცირებდი და თოჯინასავით მომისრიოდი კუთხეში, რომელიც აღარ სჭირდებათ.
ჩემთვისაც არ იყო ამ ამბის გაგება ადვილი... მე შენი აზრი არ ვიცი და არც აქვს
ამის მოსმენას აზრი, შენ გინდა გიყვარდე, შენი ოჯახის წევრები არ...
__ სალომე დაწყნარდი და მომისმინე. შენ სამი წლის წინაც არ მომეცი შანსი,
შენ არც მაშინ მოგისმენია ჩემთვის, დღესაც იგივე მეორდება, შენი სათქმელი
თქვი და გაქცევას აპირებ. ნუთუ არ გაინტერესებს მე რას ვფიქრობ, რას
ვგრძნობ და რა ტკივილს განვიცდი?


__ გიო გაჩერდა, ტუჩები შუბლზე მიადო და ნაზად
აკოცა, მერე თვალებში ჩახედა და განაგრძო. __ მე შენ სიცოცხლეზე მეტად
მიყვარდი და მიყვარხარ დღესაც. მე შენზე საყვარელი ადამიანი არავინ მყავს,
შენ ხარ ის ერთადერთი ადამიანი, ვისი ბედნიერებისთვისაც ყველაფერს
გავაკეთებ. მე არ ვიცი მიზეზი და არც მაინტერესებს რატომ არ გეყოლება ბავშვი, არ
გეგონოს ბავშვზე არ ვფიქრობ, ან ბავშვი არ მინდა, მაგრამ ჩემთვის ჯერ შენ
ხარ, მერე ბავშვი. ჯერ შენ მიყვარხარ და მერე ჩვენი შვილი მეყვარება.
ვხვდები რას გრძნობდი მაშინ და რას გრძნობ დღესაც, მაგრამ დამიჯერე ჩვენი
სიყვარული ყველაფერზე ძლიერი იქნება. თუ ჩემს სიყვარულს შენს გულში შეუშვებ,
დასთესავ და გაღვივებ, დამიჯერე ოდესმე აუცილებლად გამოიბამს ნაყოფს, რომელიც
ყველაზე ტკბილი და ყველაზე გემრიელი იქნება. თუ მიიღებ ჩემს სიყვარულს და
კიდევ ერთხელ ხელს არ მკრავ, ჩვენ ყველა პრობლემას ერთად მოვაგვარებთ, არ
იარსებებს წინაღობა რომელსაც ჩვენ ვერ გადავლახავთ... მე შენ მიყვარხარ,
ძალიან, ძალიან მიყვარხარ!



იცოდე კიდევ ერთ უარს ვერ გადავიტან. მეც
პრობლემა მაქვს, დიაბეტი, მაგრამ მაინც გიყვარვარ და ხელი არ გიკვრია ჩემთვის,
იმიტომ რომ შენი სიყვარული ყველაზე ძლიერია, იმიტომ რომ გიყვარვარ! ჩვენ
ბედმა დაგვსაჯა ესეთები რომ დავიბადეთ, მაგრამ უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენი
სიყვარული მასზე ძლიერია და მიუხედავად მისი ასეთი სასჯელისა, ჩვენ მაინც
ბედნიერები ვიქნებით! __ კოლოფიდან ახალი ღერი ამოიღო და მოუკიდა. __
ამბობენ სიყვარული ძალაა, რომელიც დედამიწას გარს არტყავს და იცავს
დაღუპვისგანო. შენ წარმოიდგინე, ყველა სულიერი თუ ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანს,
ერთმანეთისთვის ხელი რომ ეკრა, მსოფლიში მაცხოვრებელი ხალხის ერთი მეოთხედი
დასანიშნი და გასათხოვარი უნდა დარჩენილიყო, და იცი რა მოხდებოდა
მაშინ?... დედამიწა დაიღუპებოდა, ხალხი გაწყდებოდა. მაგრამ მათ ერთმანეთისთვის
ხელი არ უკვრიათ, პირიქით, ერთმანეთს გაუგეს, დაოჯახდნენ და დღესაც
ბედნიერები არიან, იმიტომ რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ, იმიტ!
ომ რომ მათი სიყვარული ამ ქვეყნად ყველაფერზე ძლიერი იყო!



__ გიოს რამდენიმე წუთის
განმავლობაში სალომეს თვალებისთვის თვალი არ მუშორებია და ხედავდა როგორ
აკიაფდა ნელ-ნელა მის თვალებში იმედი ცეცხლი.
__ მიყვარხარ გიო, მიყვარხარ, მაგრამ მეშინია. ერთი კვირის, ერთი თვის, ან
ერთი წლის შემდეგ რომ არ მოგინდეს ისეთ ქალთან ცხოვრება ვინც შვილს ვერ
გაგიჩენს, მერე, მერე რა მოხდება გიო? მაგასაც რომ თავი დავანებოთ, შენ
გინდა მთელი ცხოვრება უშვილოდ გაატარო?



__ არა სალო, მე დღესაც ამას გეუბნები, ხვალაც იგივეს გეტყვი, ერთი კვირის
შემდეგაც და ერთი წლის შემდეგაც! მე შენ მიყვარხარ, მე შენ მჭირდები, შენი
სიყვარული მჭირდება. ჩემთვის ჯერ შენ ხარ, მერე ყველა დანარჩენი. ჩვენ
შვილიც გვეყოლება! __ ჩამწვარი სიგარეტი ფანჯრიდან გადააგდო და განაგრძო. __
თუ ერთმანეთი სიცოცხლის ბოლომდე გვეყვარება, ჩვენ შევძლებთ კარგი მშობლები
ვიყოთ, რომელიმე უპატრონოდ დატოვებული ბავშვისთვის, რომელსაც სითბო,
მზრუნველობა და ჩვენსავით სიყვარული აკლია, ოღონდ უნდა დამპირდე, რომ სიცოცხლის
ბოლომდე გეყვარები!
__ შენ ამ ყველაფრისთვის მზად ხარ? __ სალომე გიოს ნათქვამმა ცოტათი
დააბნია.
__ ოღონდ შენ მყავდე გვერდით და ყველაფრისთვის მზად ვარ!
__ ამას სერიოზულად ამბობ გიო?



__ სალომეს თვალებში, სევდა სიხარულმა და
ბედნიერებამ შეცვალა.
__ მიყვარხარ სალომე, მიყვარხარ და უფლება არ მაქვს მოგატყუო და გული
გატკინო. __ გიო გაჩერდა, თითქოს რაღაც გაახსენდაო. გაეღიმა, მერე სალომეს
გამომცდელი თვალით შეხედა და ჰკითხა, __ გახსოვს სამი წლის წინ, ჩვენი ბოლო
შეხვედრისას გითხარი, როგორც შეყვარებულს ბოლოჯერ გხვდები და შენთან ერთი
სათხოვარი მაქვვსმეთქი, შენ მიპასუხე, ვიცი რაც უნდა მთხოვო და ნუ მთხოვ,
მაგ სურვილს მაინც ვერ შეგისრულებო? __ სალოს გაეცინა და თანხმობის ნიშნად
თავი დაუქნია.



__ ხოდა დღეს როგორც შეყვარებულს, პირველად გხვდები და თუ
მართლა იცი რის თხოვნას ვაპირებდი, ეხლა გაქვს შანსი ამისრულო ჩემი
სურვილი. __ სალომე გიოსკენ გადაიწია, ბაგები გიოს ბაგებს შეახო და იგრძნო როგორ
მოუმატა გულმა ცემას, თითქოს საგულედან ამოხტომას ლამობსო.
__ ღმერთო რა ბედნიერი ვარ და გთხოვ ამ ბედნიერებას ნუ წამართმევ. __
სალომემ თვალები დახუჭა და გიოს მკერდში მხურვალედ ჩაეკრა.
__ ნუ გეშინია, ჩვენ ამიერიდან ერთად ვიქნებით და... __ სალომეს ჩანთაში
მობილური აწკრიალდა, გიოს მკერდიდან მოშორდა, ჩანთაში სწრაფად მოძებნა
წითლად აციმციმებული მობილური და ეკრანს დახედა.
__ დედაჩემი რეკავს, ალბათ ნერვიულობს რომ დავაგვიანე.



__ მომეცი, მე ვუპასუხებ. __ სალომემ ტელეფონი უნებურად გაუწოდა, გიომ
ტელეფონი გამოართვა, მწვანე ღილაკს თითით დააწვა და ტელეფონი ყურზე მიიდო.
__ გისმენთ ქალბატონო მზია.

 
__ რომელი ხარ?... სალომე სად არის? __ ტელეფონის მეორე მხარეს ქალის
შეშინებული ხმა გაისმა.


ბავსვებო გთხოვთ კომენტარები დაწერეთ )) <3





სულ კომენტარები: 4
BeliEber   (2012-09-27.ხუთშაბათი - 7:13 PM)                   
0  
ვაიჰ უმაგრესიაა მალეე უზომოდდ მოწონსს :**

♥AniBelieber♥   (2012-09-24.ორშაბათი - 3:57 PM)                   
0  
ძაალიანნ ძალიანნ მაგარიაა.. მალეე გაგრრძეელლლეე wink

tamta   (2012-09-23.კვირა - 4:55 PM)                   
0  
მაგარია გააგრძელე

SooFo♥   (2012-09-23.კვირა - 4:50 PM)                   
0  
ვაიმე ძაან მაგარია, ტირილი მომინდაა, ყოჩაღ wink happy happy

კომენტარის დამატება გათიშულია!


მენიუ

რეკლამა

ძებნა

გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 134

Top სიახლეები
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 6564
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • სასკოლო ჩანთებ...
  • ნანახია: 5880
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-05
  • RIHHANA PICS
  • ნანახია: 3883
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-08
  • ♥Dogs♥
  • ნანახია: 3765
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-24
  • Tom And Jerry ...
  • ნანახია: 3718
  • კომენტარები: 3
  • ავტორი: tamuna
  • თარიღი: 2012-05-30
  • ჩემი საყვარელი...
  • ნანახია: 3535
  • კომენტარები: 8
  • ავტორი: SooFo♥
  • თარიღი: 2012-07-14
  • I Carly / აი ქ...
  • ნანახია: 3165
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-06-22
  • FaceBook Cover...
  • ნანახია: 3076
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-10-27
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 3001
  • კომენტარები: 6
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 2876
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: TeoNa♥
  • თარიღი: 2012-09-02

  • Top მომხმარებლები
  • ლოგინი: BeliEber
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 1145
  • ლოგინი: ♥AniBelieber♥
  • სიახლეები: 315
  • კომენტარები: 1320
  • ლოგინი: SooFo♥
  • სიახლეები: 202
  • კომენტარები: 367
  • ლოგინი: Mari♥
  • სიახლეები: 190
  • კომენტარები: 240
  • ლოგინი: eElL♥BeliEbeR™
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 210
  • ლოგინი: marikuna1
  • სიახლეები: 59
  • კომენტარები: 114
  • ლოგინი: tamta
  • სიახლეები: 55
  • კომენტარები: 53
  • ლოგინი: tamuna
  • სიახლეები: 48
  • კომენტარები: 216
  • ლოგინი: TeoNa♥
  • სიახლეები: 39
  • კომენტარები: 323
  • ლოგინი: ann-miley
  • სიახლეები: 32
  • კომენტარები: 64

  • ონლაინშია :
    Total online: 1
    Guests: 1
    Users: 0

    საიტზეა :
      არავინ

    დღეს შემოვიდნენ :
    მთვლელები :
     
    www.wsa.ge






    საავტორო უფლება დაცულია
    © 2012