myteen



საიტი გაუქმებულია!




სევდა ყოველთვის [Part/7]


__ სალომე, გულახდილად მიპასუხე... გიყვარვარ?

__ გიო შებრუნდა და 
თვალებში ჩახედა, თითქოს ცდილობდა მის თვალებში იმის დანახვას, რაც შემდგომში 
საუბრის გაგრძელების საშუალებას მისცემდა. სალომე რამდენიმე წუთის 
განმავლობაში ჩუმად უყურებდა გიოს თვალებში, მერე უკან გადაიწია, მანქანის სავარძელს 
მიეყრდნო და აცრემლებული თვალები მოწმინდა. 
__ კი გიო. სიგიჟემდე მიყვარხარ!

__ გიო შებრუნდა და მანქანის სავარძელს 
მიეყრდო, ნერვებს ვეღარ გაუძლო, კოლოფიიდან სიგარეტი ამოაძვრინა და 
აკანკალებული ხელით მოუკიდა. 
__ მე ვიცი, რომ შენ შეყვარებული არასდროს გყოლია, ჩემს გარდა. ის ბიჭიც, 
პარკში რომ გამაცანი, შენი საუკეთესო მეგობარი იყო და არანაირი გრძნობა არ 
გაკავშირებდათ ერთმანეთთან, მეგობრობის გარდა. დღემდე ვფიქრობ და ვერ 
მივმხვდარვარ, რატომ მკარი ხელი? რაცომ მიეცი საშუალება ჩვენს შორის უსასრულო 
ლოდინი ჩამდგარიყო? 
__ მეშინოდა მაშინაც და ეხლაც მეშინია... 
__ გეშინია?... კი მაგრამ ვისი, ან რისი? __ გიოს წარმოდგენა არ ჰქონდა რა 
შეიძლება ყოფილიყო სალომეს შიშის მიზეზი. 
__ შენი დაკარგვის!

__ ჩემი დაკარგვის? __ გიო იმდენად გააოცა სალომეს ნათქვამმა, იფიქრა 
მომესმაო. __ შენი საქციელით უკვე დამკარგე სამი წლის წინ, თუმცა დღემდე 
გაუგებარია, რატომ და რისთვის, მითუმეტეს თუ გიყვარდი. დღეს კი მეუბნები 
მეშინოდაო. მაშინ მეგონა ჩემი ავადმყოფობა იყო ჩვენი დაშორების მიზეზი, მაგრამ 
ვიცი რომ გიყვარდი და ამის შესახებაც იცოდი, ამიტომ გამოვრიცხე ეგ ვერსია. 
__ გიო გაჩერდა, ღრმად ამოისუნტქა და განაგრძო. __ სალომე, მინდა ვიცოდე 
რეალური მიზეზი, რის გამოც ჩვენს სიყვარულზე უარი სთქვი, რამ შეგაშინა? 
სალომე რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო ჩუმად და ძალას იკრეფდა, რომ 
ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა. გიო მოთმინებით ელოდა როდის დაიწყებდა 
საუბარს და ყველაფერს ფარდა აეხდებოდა. ხვდებოდა რაღაც სერიოზულის სათქმელად 
ემზადებოდა და ძალას არ ატანდა. 
__ ვიცი ამ ყველაფრის შემდეგ, რასაც დღეს ჩემგან მოისმენ, შეიძლება კვლავ 
დაგკარგო, ოღონდ ამჯერად სამუდამოდ, მაგრამ მაინც გეტყვი, აღარ შემწევს 
ძალა ამხელა ტვირთის სათრევად. უნდა მოვიხსნა, თორემ ვგრძნობ აღარ შემიძლია. 
__ გაჩერდა, ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო. __ გახსოვს ჩვენს დაშორებამდე 
ხუთი თვით ადრე ცუდათ რომ გავხდი?

__ გიოს რამდენიმე წამი დასჭირდა იმ 
დროის აღსადგენად, როცა სალომე თითქმის ერთი თვე სახლიდან არ გამოსულა, 
საწოლს იყო მიჯაჭვული და ექიმი გატოკებასაც კი უკრძალავდა. 
__ კი... 
__ გავცივდი და საწოლად ჩამაგდო. თავიდან უბრალო გაციება მეგონა და 
ვფიქრობდი გამივლის მეთქი, მაგრამ ყველაფერი გაცილებით უარესად იყო. ორი კვირის 
შემდეგ უფრო დავსუსტდი, იძულებული გავხდი ექიმს გავესინჯე. სახლში მოსულმა 
ვერაფერი გამიგო, საავადმყოფოში დაწოლა და გამოკვლევების ჩატარება მირჩია, 
დედაჩემიც დაჟინებით მოითხოვდა ამას. ანალიზების პასუხში საგანგაშო და 
სიცოცხლისთვის საშიში არაფერი ყოფილა, მაგრამ იყო ის, რამაც შენი თავი ერთხელ 
უკვე წამართვა და შესაძლოა მეორედაც იგივე მოხდეს. __ სალომე გაჩერდა, 
უჭირდა ყველაზე მთავარი ეთქვა გიოსთვის. შესაძლებელი იყო ბოლო წამებს ატარებდა 
მასთან და ცდილობდა რაც შეიძლება გაეწელა ეს დრო. გიომ ნიკაპზე ხელი 
მოჰკიდა, თავი ზევით ააწევინა, თვალზე მომდგარი ცრემლი თბილი ხელისგულით 
მოსწმინდა და ჰკითხა. 
__ რა არის სალო, რა არის ისეთი რის თქმასაც ვერ ბედავ? 

__ გიო, მე შვილი არასდროს არ მეყოლება! __ სახე ხელებიდან გამოაცალა, 
შებრუნდა და მანქანის მინას შეხეთქებული წვიმის წვეთებს მიაპყრო მზერა, 
თითქოს ცდილობდა გაეგო რას დარდობდა ზეცა, რის გამოც ამდენ ცრემლს ღვრიდა. გიოს 
გაეღიმა, მაგრამ სალომეს მისი ღიმილი არ დაუნახავს. სიგარეტს მოუკიდა, 
და ჩამწვარი სიგარეტი, ოდნავ ჩამოწეულ 
ფანჯარაში გადააგდო, მერე სალოსკენ შებრუნდა, ხელი მოხვია და გულში მაგრად 
ჩაიკრა. 
__ ჩემი სულელი გოგო, როგორ იფიქრე რომ ამის გამო შენზე უარს ვიტყოდი. ___ 
სალომეს მეტი აღარ უნდოდა, გიოს მკერდში თავჩარგული ხმამაღლა აქვითინდა და 
ამდენი ხნის ნაგროვებ ცრემლებს გზა მისცა. __ იტირე სალი, იტირე. თურმე რა 
ტვირთს ატარებდი მთელი ამ დროის განავლობაში, მე სულელი კი...


კომენტარები არ დაგავიწყდეთ ბავშვებო )) <3
                                           დაამოწმა და გაალამაზა_♥AniBelieber♥




სულ კომენტარები: 5
♥AniBelieber♥   (2012-09-24.ორშაბათი - 4:07 PM)                   
0  
ვააუ მაგარია ძააალიაანნ მომმწოონნსსს. მალე გაგრრძელეე :):*

eElL♥BeliEbeR™   (2012-09-23.კვირა - 10:35 AM)                   
0  
ბავშვებო 1 თავი დარჩა და მოთხრობა მთავრდება ))) მადლობა რო კომენტარებს წერთ და მოგწონთ ეს მოთხრობა ))

BeliEber   (2012-09-23.კვირა - 10:11 AM)                   
0  
ვაიმეეეე რა მაგარია :(( უმაგრესიააა მალეე გაგრძლეე მოთმენლადდ ველი :*

tamta   (2012-09-22.შაბათი - 11:56 PM)                   
0  
ძან მაგარია გააგრძელე მომწონს შენი მოთხრობა

SooFo♥   (2012-09-22.შაბათი - 10:29 PM)                   
0  
მაგარია მალე რა wink

კომენტარის დამატება გათიშულია!


მენიუ

რეკლამა

ძებნა

გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 134

Top სიახლეები
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 6678
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • სასკოლო ჩანთებ...
  • ნანახია: 6046
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-05
  • RIHHANA PICS
  • ნანახია: 4011
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-08
  • ♥Dogs♥
  • ნანახია: 3981
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-24
  • Tom And Jerry ...
  • ნანახია: 3944
  • კომენტარები: 3
  • ავტორი: tamuna
  • თარიღი: 2012-05-30
  • ჩემი საყვარელი...
  • ნანახია: 3678
  • კომენტარები: 8
  • ავტორი: SooFo♥
  • თარიღი: 2012-07-14
  • I Carly / აი ქ...
  • ნანახია: 3387
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-06-22
  • FaceBook Cover...
  • ნანახია: 3173
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-10-27
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 3104
  • კომენტარები: 6
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 3075
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: TeoNa♥
  • თარიღი: 2012-09-02

  • Top მომხმარებლები
  • ლოგინი: BeliEber
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 1145
  • ლოგინი: ♥AniBelieber♥
  • სიახლეები: 315
  • კომენტარები: 1320
  • ლოგინი: SooFo♥
  • სიახლეები: 202
  • კომენტარები: 367
  • ლოგინი: Mari♥
  • სიახლეები: 190
  • კომენტარები: 240
  • ლოგინი: eElL♥BeliEbeR™
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 210
  • ლოგინი: marikuna1
  • სიახლეები: 59
  • კომენტარები: 114
  • ლოგინი: tamta
  • სიახლეები: 55
  • კომენტარები: 53
  • ლოგინი: tamuna
  • სიახლეები: 48
  • კომენტარები: 216
  • ლოგინი: TeoNa♥
  • სიახლეები: 39
  • კომენტარები: 323
  • ლოგინი: ann-miley
  • სიახლეები: 32
  • კომენტარები: 64

  • ონლაინშია :
    Total online: 1
    Guests: 1
    Users: 0

    საიტზეა :
      არავინ

    დღეს შემოვიდნენ :
    მთვლელები :
     
    www.wsa.ge






    საავტორო უფლება დაცულია
    © 2012