myteen



საიტი გაუქმებულია!




სევდა ყოველთვის [Part/6]


ნიკა რამდენიმე წამის განმავლობაში ჩუმად უყურებდა

თეკოსკენ მიმავალ გიოს, მერე შებრუნდა და წავიდა.

თეკოს, გიოს სახის დანახვისას გაკვირვება არ დაუმალავს. ის გიო,

რომელიც რამდენიმე წუთის წინ, გაქვავებული სახით და გამყინავი მზერით იდგა მის

წინ, სადღაც გამქრალიყო. მის თვალებში მრისხანება სევდას და ნაღველს

შეეცვალა.

__ მთელი ჩემი ცხოვრება, "ნაძალადევი” სიყვარულის წინააღმდეგი ვიყავი,

ამიტომაც გავქრი სალომეს ცხოვრებიდან. __ გაჩერდა, თეკოს თვალებში შეხედა და

კითხვით მიმართა, __ გიყვარს ნიკა?




__ არა, რა სისულელეა. უბრალოდ მეგობრები ვიყავით. ორი თვის წინ მითხრა

მიყვარხარ და შენიდანაც იგივე უნდა მოვისმინოო. ვუთხარი, როგორც მეგობარს,

გაფასებ და პატივს გცემე მეთქი, მაგრამ როგორც ასეთი, მიყვარდე, ან რაიმე

იმედი მოგცე, მომავალში შეგიყვარებ, მაგის იმედი ნუ გექნება მეთქი.

__ რა რეაქცია ჰქონდა?

__ გაიცინა და მითხრა, შენ არავინ გეკითხება გიყვარვარ თუ არა, მთავარია

მე მიყვარხარო. მერე ისიც მითხრა, შენ მარტო ჩემი ხარ და ჩემი გახდებიო,

ვიფიქრე ხუმრობსმეთქი, მაგრამ...__ თეკოს აღარ დაუმთავრებია.




__ ნუ გეშინია. ესეთი რამ, დამიჯერე მომვალში აღარ განმეორდება. თუ

განმეორდა, იცის რაც მოუვა. მიხვდა, რომ არ ვხუმრობ! __ გიო გაჩერდა, თეკოს

შეხედა და უთხრა, __ თეკო სალაპარაკო მაქვს.

__ წამოდი სკამზე ჩამოვსხდეთ. __ თეკო შებრუნდა და ხის ქვეშ მდებარე,

გრძელი სკამისკენ გაემართა. __ გისმენ!

__ თეკო, სასწაულების გჯერავს? __ თეკომ პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა. __

არ გჯერავს ხო?... აქამდე არც მე მჯეროდა, მაგრამ ისეთი რაღაც მოხდა, რომ

მინდა, არ მინდა უკვე მჯერავს.

__ აღარ იტყვი რა მოხდა? __ თეკოს ასეთი საუბრის დაწყება არ მოეწონა. ვერც

იმას ხვდებოდა რის თქმა უნდოდა ამით. გიომ თავი ძირს დახარა, არაფრის

მთქმელ მიწასა ჩააშტერდა და განაგრძო.

__ გახსოვს ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, რომ მოგიყევი ჩემი აქეთ-იქით

მოგზაურობის ამბავი?



__ თეკოს შეხედა, მან თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. __

ის თუ გახსოვს "გიოს” სიკვადილის ამბავი რომ მოგიყევი? __ თეკომ ამჯერადაც

თავი დაუქნია. __ მაშინ ვთქვი, "გიოს” დაკრძალვის დღეს, უცნობი კაცი მოვიდა

და მითხრა, რომ შესაძლებელი იყო მისი მკვდრეთით აღსდგომა, და ეს ერთადერთ

შემთხვევაში მოხდებოდა. მას მერე თითქმის ორი წელი გავიდა და მხოლოდ ეხლა

მივხვდი, რას შეეძლო მისი გაცოცხლება. ეს მაშინ მოხდებოდა, როცა "გიო”

იგრძნობდა ნამდვილ სიყვარულს, სიყვარულს მაგრამ არა რიგითი გამვლელის, არამედ

სიყვარულს იმის, ვინც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა, და შენ კარგად იცი ვინც

არის ეს ადამიანი! __ ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და განაგრძო. __ ის

გაცოცხლდა, გაცოცხლდა მხოლოდ იმიტომ, რომ მან იგრძნო იმ ადამანის

სიყვარული, სხვა შემთხვევაში ის ვერ გაცოცხლდებოდა!

__ როგორც მივხვდი, "გიო” რომელიც შენ პარიზში დამარხე, შენი სიყვარული

იყო. სახელი "გიო” კი პირობითად დაარქვი? __ გიოს არაფერი უპასუხია, მაგრამ

თეკოსთვის ყველაფერი ნათელი იყო. __ რა იცი რომ გაცოცხლდა?

__ ვიცი თეკო, ვიცი. ის ისევ ჩემშია, ისევ მღრღნის შიგნიდან, მოსვენებას

არ მაძლევს. არ შემიძლია იმის ენით გადმოცემა, რასაც განვიცდი... ეს

სასინელებაა, და ამ დროს სასიამოვნოც...

__ რატომ არ ეუბნები? ან ის რა იყო, მოჩვენებასავით რომ გამოჩნდი და გაქრი

ისევ?




__ ჩვენი ბოლო შეხვედრის მერე, აღარ ჩავთვალე საჭიროდ გამოჩენა... აღარ

მინდოდა მისთვის გული მეტკინა...

თეკოსთან საუბრის შემდეგ, თითქმის სამი კვირა იყო გასული. თბილისში

ციოდა და საშინლად წვიმდა. გიო თბილისიდან სოფელში აპირებდა დაბრუნებას. ის

იყო რუსთაველის უკან მოტოვებას აპირებდა, რომ საპირისპირო მხრიდან მომავალი

სალომე შენიშნა. მანქანის სარკეში გაიხედა, უკნიდან მანქანა არ მოსდევდა,

არც საპირისპირო მხრიდან იყო მოძრაობა. გაზის სატერფულს ბოლომდე დააწვა და

მანქანა საბურავების წივილით მოსწყვიტა ასფალტს, ადგილზე რკალი შემოხაზა

და საპირისპირო მიმართულებით გაუყვა გზას.

სალომეს, მუქი ლურჯი "ბმვ”-ს დანახვამ, რომელიც მის ფეხებთან გაჩერდა,

შიში მოჰგვარა, მაგრამ მას შემდეგ რაც მანქანიდან გიო გადმოვიდა, შიში

სიხარულმა შეცვალა.

__ სალი, ამ წვიმაში აქ რას აკეთებ? __ გიომ მანქანის კარები გახსნა და

მანქანაში ჩასვა, მერე თვითონაც მანქანას შემოუარა და საჭეს მიუჯდა.

__ მასწავლებელთან ვიყავი. ხომ იცი თუ არ ისწაცლი, დღევანდელ ცხოვრებაში

ძნელია რამეს მიაღწიო.



__ მანქანის სალონში გამეფებულმა სითბომ და მყუდრო

გარემომ, სასიამოვნო შეგრძნება მოჰგვარა. გიომ მანქანის ძრავა ჩართო და

სალომეს სახლისკენ გაემართა.

სახლამდე მისვლას, თითქმის თხუტმეტი წუთი დასჭირდა. მთელი ამ დროის

განმავლობაში, ხმა არცერთს არ ამოუღია. ერთმანეთისთვი ბევრი რამ ჰქონდათ

სათქმელი, მაგრამ ვერცერთი ვერ ახერხებდა საუბრის დაწყებას. მანქანა კორპუსს

მიუახლოვდა და სადარბაზოსთან შეჩერდა. წვიმამ უფრო მოუმატა და მსხვილი

წვეთებით ეხეთქებოდა მანქანის მინას.

__ მოიცადე, ცოტა გადაიღოს და მერე აგაცილებ სახლში, ეხლა დასველდები. __

ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, მაგრამ გადაიფიქრა მოწევა, სალომეს შეწუხებას

მოერიდა. გრძნობდა ეხლა საუკეთესო დრო იყო ყველაფრის სათქმელად და

გასარკვევად, მაგრამ საუბრის დაწყებას ვერ ახერხებდა. ბოლოს მანქანის მინას

შეხეთქებულ წვიმის წვეთებზე შეაჩერა მზერა და დაიწყო. __ იცი რატომ წვიმს ესე

ძლიერად?... იმიტომ, რომ ზეცას პირი არა აქვს და თავის სათქმელს წვიმის

წვეთებით გვეუბნება, წვეთებით რომელიც მისთვის ცრემლებია. ხედავ დღეს ძალიან

წვიმს, ზეცა ბევრ ცრემლ ღვრის, ესეიგი სადარდებელიც ბევრი აქვს.




__ შენ გააქვს სათქმელი? __ სალომემ ეს სიტყვები ისე წარმოსთქვა, არც

დაფიქრებულა, მაგრამ არ უნანია, რადგან ისიც ხვდებოდა, ყველაფერი დღეს უნდა

გარკვეულიყო.




__ სალომე, გულახდილად მიპასუხე... გიყვარვარ?



ბავშვებო შენიშვნებს მივიღებ, კომენტარებში დაწერეთ თუ მოგწონთ და თუ გებულობთ რა ხდება?? :DD ცოტა გაუგებარი საუბარი ვიცი <3


სულ კომენტარები: 3
BeliEber   (2012-09-21.პარასკევი - 5:42 PM)                   
0  
მაგარიაა ძალიანნნ არანირიი შენიშვნებიი biggrin უმაგრესიაა გაგრძელე <3

♥AniBelieber♥   (2012-09-20.ხუთშაბათი - 3:15 PM)                   
0  
ვააუ ძალიან მაგრიიიაააააა ყოოჩააღღღ მალე გაგგრრძელეე რა <33:**

SooFo♥   (2012-09-19.ოთხშაბათი - 9:56 PM)                   
0  
ვაიმე ძაან მაგარიაა, აი აი ძაან მაგარი, ვჭედავ ამ მოთხრობაზეეე happy happy

კომენტარის დამატება გათიშულია!


მენიუ

რეკლამა

ძებნა

გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 134

Top სიახლეები
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 6553
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • სასკოლო ჩანთებ...
  • ნანახია: 5867
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-05
  • RIHHANA PICS
  • ნანახია: 3872
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-08
  • ♥Dogs♥
  • ნანახია: 3754
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-24
  • Tom And Jerry ...
  • ნანახია: 3711
  • კომენტარები: 3
  • ავტორი: tamuna
  • თარიღი: 2012-05-30
  • ჩემი საყვარელი...
  • ნანახია: 3527
  • კომენტარები: 8
  • ავტორი: SooFo♥
  • თარიღი: 2012-07-14
  • I Carly / აი ქ...
  • ნანახია: 3150
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-06-22
  • FaceBook Cover...
  • ნანახია: 3069
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-10-27
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 2989
  • კომენტარები: 6
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 2861
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: TeoNa♥
  • თარიღი: 2012-09-02

  • Top მომხმარებლები
  • ლოგინი: BeliEber
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 1145
  • ლოგინი: ♥AniBelieber♥
  • სიახლეები: 315
  • კომენტარები: 1320
  • ლოგინი: SooFo♥
  • სიახლეები: 202
  • კომენტარები: 367
  • ლოგინი: Mari♥
  • სიახლეები: 190
  • კომენტარები: 240
  • ლოგინი: eElL♥BeliEbeR™
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 210
  • ლოგინი: marikuna1
  • სიახლეები: 59
  • კომენტარები: 114
  • ლოგინი: tamta
  • სიახლეები: 55
  • კომენტარები: 53
  • ლოგინი: tamuna
  • სიახლეები: 48
  • კომენტარები: 216
  • ლოგინი: TeoNa♥
  • სიახლეები: 39
  • კომენტარები: 323
  • ლოგინი: ann-miley
  • სიახლეები: 32
  • კომენტარები: 64

  • ონლაინშია :
    Total online: 1
    Guests: 1
    Users: 0

    საიტზეა :
      არავინ

    დღეს შემოვიდნენ :
    მთვლელები :
     
    www.wsa.ge






    საავტორო უფლება დაცულია
    © 2012