|
ამ ამბის მერე, გიო ისევ გაუჩინარდა. თითქმის სამი თვე იყო გასული, ის
კი არსად ჩანდა. იმ დღეს ისე მოულოდნელად გამოჩნდა და გაუჩინარდა სალომეს
ცხოვრებაში, თითქოს მოჩვენება ყოფილიყო. მაგრამ სალომე იმედს არ ჰკარგავდა
და ბოლომდე სჯეროდა იმის, რომ გიო კიდევ დაბრუნდებოდა და იმ დღეს ყველა
ტანჯვას ბოლოს მოუღებდა, ან პირიქით, ყველაფერი გაუარესდებოდა. ყოველ
შესვენებაზე, გარეთ გამოსული, პირველი იმ სკამისკენ იყურებოდა, სადაც სამი თვის
წინ მოულოდნელად გამოჩენილი გიო იჯდა. დღის ბოლოს სახლისკენ მიმავალიც
იმაზე ოცნებობდა, რომ აუცილებლად გამოჩნდებოდა, გულში ჩაიკრავდა და ეტყოდა,
რომ სიგიჟემდე უყვარდა, რომ მის გარეშე სიცოცხლე აღარ შეეძლო და ბოლოს
მოუღებდა მის ტანჯვას, მაგრამ უშედეგოდ, გიო არსად ჩანდა. სახლში მისული კი
ოთახში იკეტებოდა და საათობით ტიროდა. იმ დღეს სალომე ცუდათ გახდა, ნერვიულობას გაციებაც დაემატა და
წამოდგომა და სასწავლებელში წასვლა ვეღარ შესძლო. თეკომ წასვლისას დის ოთახში
შეიარა, დაემშვიდობა და წავიდა. ერთ-ერთ შესვენებაზე გარეთ გამოსული
დაქალებთან საუბრობდა, როდესაც მასთან მისი კურსელი, ნიკა მივიდა.
__ თეკო, შენთან სალაპარაკო მაქვს! __ მაპატიე ნიკა, დღეს არ შემიძლია. გპირდები ხვალ, ან ზეგ აუცილებლად
შეგხვდები და რაზეც გინდა იმაზე ვისაუბროთ.
__ შენ არავინ გეკითხება! წამოხვალ და ვილაპარაკებთ, ისედაც დიდი ხანი
გელოდე. __ ნიკა თეკოს უარმა აშკარად გააღიზიანა.
__ არა ნიკა, დღეს არა, ხომ გითხარი დღეს არ შემიძლია. ხვალ ან ზეგ
ვილაპარაკოთ.
__ ხვალ უკვე ჩემი ცოლი უნდა იყო! __ ნიკამ ირონიულად ჩაიცინა, მერე ხელი
მაჯაში მოკიდა და გასასვლელისკენ დაუპირა წაყვანა.
__ ხელი გაუშვი! __ ზურგს უკან მკაცრი ტონით ნათქვამი სიტყვები ჩაესმა.
თეკოს ხელი გაუშვა და შემოტრიალდა. მის წინ სრულიად უცნობი მამაკაცი იდგა,
რომელსაც ყინულივით ცივი თვალები ჰქონდა. __ გიო აქ საიდან გაჩნდი? __ თეკოს გიოს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.
__ შენ ვინ ხარ? __ ნიკამ უცნობი, გამომცდელი თვალებით შათვალიერა.
__ ეს პირველი და უკანასკნელი უნდა იყოს შენთვის! __ გიოს ხმის ტონი და
მზერა არ შეუცვლია.
__ შენ ვინ ხარ, ჩემს შეყვარებულთან შეხვედრა და საუბარი ამიკრძალო?...
ჩემი გოგოა და... __ ნიკას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გიომ არ
დაასრულებინა.
__ შენი?... ხომ ვერ მეტყვი რომელ ლატარიაში მოიგე? იქნებ მეც გამიმართლოს
და მეც მოვიგო. __ გიომ ცინიკური მზერა ესროლა, ნიკას არ ესიამოვნა მისი
დამცინავი ტონი და ხმას აუწია.
__ შენ აზრზე ხარ ვის ელაპარაკები?... ეს გოგო მე მიყვარს და შენ არავინ
გეკითხება მე როგორ მოვექცევი! __ ნიკამ იმხელაზე იყვირა, რომ მთელს
სასწავლებელს მოედო მისი ყვირილი და სეირის მოყვარულებიც უმალ მოგროვდნენ. გიო
რამდენიმე წამის განმავლობაში ჩუმად იდგა და გამყინავი თვალებით ბურღავდა
ნიკას. ბოლოს, იმაში დარწმუნებულმა, რომ მისმა მზერამ რაღაც გავლენა
მოახდინა ნიკას ფსიქიკაში, ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩუმად ჩასჩურჩულა.
__ არ ვიცი და არც მაინტერესებს ვინ ხარ! შენ ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი
მოკვდავი ხარ! __ ნიკას, მისმა გამყინავმა ხმამ და არაპირდაპირმა მუქარამ
შიშის ზარი დასცა, მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაურბინა და შესამჩნევად
აკანკალდა. გიო თეკოს მიუახლოვდა, ხელი მოხვია და ხმამაღლა განაგრძო. __ ყველას
გასაგონად ვამბობ, ეს გოგო ჩემი დაა! დღევანდელი შემთხვევა პირველი და
უკანასკნელი უნდა იყოს, დღეის შემდეგ არავინ აღარ აწყენინოს თეკოს, სალომეს
და მათ მეგობრებს. მე ვერავის დავუშლი მის შეყვარებას და მასთან სიახლოვეს,
მაგრამ არა ისე, როგორც ნიკა ცდილობდა მისი სიყვარულის მოპოვებას, ეს
ყველას ძვირად დაგიჯდებათ! __ ბოლო სიტყვები კბილებს შუა გამოსცრა. ამ
სიტყვებმა ყველა მიახვედრა, რომ მისი ნათქვამი ანგარიშგასაწევი იყო და ამ
სიტყვების უკან, უდიდესი ძალა იმალებოდა. იქ შეკრებილ ახალგაზრდებს თვალი შეავლო
და ყველას გასაგონად იკითხა, _ ყველაფერი გასაგებია? __ მაგრამ ხმის
ამოღება ვერავინ ვერ შესძლო. __ ამბობენ, დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ესეიგი
ყველასთვის ყველაფერი გასაგებია, ძალიან კარგი. __ მერე შებრუნდა, ნიკას
მიუახლოვდა და უთხრა. __ შენ დღეს იმან გადაგარჩინა, რომ არ ვიცი, თეკოს
უყვარხარ თუ არა, ამიტომაც დამთავრდა შენთვის ყველაფერი სასიკეთოდ. __ გაჩერდა
და სიგარეტს მოუკიდა. თეკოს შეხედა, რომელიც მათგან მოშორებით იდგა და
მათი საუბარი არ ესმოდა. რამდენიმე ღრმა ნაფასი დაარტყა, მერე ნიკას შეხედა
თვალებში და განაგრძო, __ მე შემიძლია ამ ამბავს აქვე დავუსვა წერტილი და
საბოლოოდ ჩამოგაშორო მას, მაგრამ არა! ერთ შანსს მოგცემ შენი შეცდომის
გამოსასწორებლად, ამას როგორ მოახერხებ, შენ უნდა მოიფიქრო! არამგონია თეკოს
უყვარდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს არ გეტყოდა საუბარზე, და თუ მართლა
არ უყვარხარ, ის არც არასდროს შეგიყვარებს. ამიტომ გირჩევ დაანებო თავი,
დაივიწყე! ეს შეიძლება ისევ შენთვის აღმოჩნდეს დამღუპველი, მეორედ ერთ
მაღალ სიტყვასაც აღარ შეგარჩენ... წადი! __ გიომ საუბარი დაასრულა, შებრუნდა
და თეკოსკენ გაემართა. 4 კომენტარზე ვაგრძელებ )) <3
|
|
|
სულ კომენტარები: 4 | |
|
0
|
|
|
|
|
ვააუ ძაალიიიიიიიიიიაანნნ მმააგრიაა მალაეე გაგრძელეე <3))
|
|
|
|
|
|
|
Qetooo♡ (2012-09-18.სამშაბათი - 8:52 PM)
0
|
|
|
|
|
ვაიმეეეეე რა მაგარიაა უმაგრესიაა მომეწონა უზომოდდ მალე :*
|
|
|
|
|
|
|
BeliEber (2012-09-17.ორშაბათი - 5:39 PM)
0
|
|
|
|
|
ვაიმეეეეეეეეეეე რა მაგრაია ყოჩაღღ რაა ტაშიი მართლაა უმაგრეისსააააააა მალეე გაგრძელე <33
|
|
|
|
|
|
მენიუ |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
გამოკითხვა |
|
|
|
Top სიახლეები |
|
|
|
Top მომხმარებლები |
|
|
|
|
|
|
|
საავტორო უფლება დაცულია © 2012 |
|
| |