|
ერთი ქვეყნიდან მეორეში გადავდიოდი, ორი თვის მერე უკან უნდა დავბრუნებულიყავით, მაგრამ მე აღარ მინდოდა უკან დაბრუნება, გამომგზავრების წინა საღამოს გავიპარე და იტალიაში გადავედი. თერთმეტი თვე იყო გასული რაც სახლიდან წავედი და ჩემი გაუჩინარების შესახებ, არავინ არაფერი იცოდა. არავისთან დამირეკია და არავის შევხმინებივარ, მაგრამ არცერთი წუთით არ დამვიწყებია არავინ! არავისთან არ მინდოდა ურთიერთობა მქონოდა, რომ ჩემში იმ "გიოს” მოკვლა მინდოდა, რომელსაც თქვენ იცნობდით. შვიდი თვის მერე, იტალიიდან საფრანგეთში გადავედი, "გიოც” იქ მოკვდა და იქვე დავასაფლავე, ელიზეს მინდვრებზე, ეიფელის კოშკის ძირში. იქ სადაც ყველაზე ბედნიერი ხალხი იყრის თავს, იქ სადაც ყველა ნახავს მის საფლავს, იქ სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლიერი სიყვარული სუფევს. ეს ის ადგილია სადაც "გიო” წყნარად იქნება, გაიგებს ნამდვილი სიყვარულის ფასს. მის საფლავზე, რამდენიმე ენაზე წარწერა გავაკეთებინე და ზედ მისი დაწერილი რამდენიმე ლექსი დავაწერე. ის თავისებური ადამიანი იყო, თავის გენია ჰქონდა, თავისებურად აზროვნებდა. ამიტომ იყო, რომ ამ ქვეყნად ვერავინ ვერ გაუგო. ! ამბობენ, ადამიანი გენიოსი მისი სიკვდილის მერე ხდება და მის ნიჭს მერე აფასებენ, ვიდრე მისივე სიცოცხლეშიო. გავა დრო და ოდესმე ალბათ კიდევ დავბრუნდები "გიოს” საფლავზე, გავიგებ, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ლექსებმა ხალხზე და მერე შევაფასებ, ის მართლა გენიოსი იყო თუ არა და ჰქონდა თუ არა მას უდიდესი სიყვარულის ნიჭი, რამაც სიკვდილის პირას მიიყვანა. __ გიო ცოტა ხანს გაჩერდა, ჩამწვარი სიგარეტი გადააგდო და კოლოფიდან ახალი ღერი ამოაძვრინა. __ მისი დასაფლავების დღეს, ჩემთან ერთი მოხუცი კაცი მოვიდა. ჭაღარა თმა და ჭაღარა წვერი ჰქონდა. თავიდან ისიც ჩვეულებრივი ტურისტი მეგონა. დღესაც არ ვიცი ვინ იყო და საიდან გაჩნდა იქ, მაგრამ რაც იმან მითხრა არასდროს დამავიწყდება. "გიო” დავასაფლავე დ აუკან დაბრუნებას ვაპირებდი, მაშინ გამომეცხადა და ქართულად მკითხა, რით დაიღუპაო. გამიკვირდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ვიფიქრე ქართველია, ჩემი ლაპარაკი მოისმინა და ჩემი ამბის გასაგებად მოვიდა მეთქი. ვუპასუხე სიყვარულმა დაღუპა და აქ სწორედ მაგიტომ ვასაფლავებმეთქი. მკითხა დარწმუნებული ხარო, ვუპასუხე კი მეთქი, მერე მითხრა, "ელიზეს მინდვრები, ეიფელის კოშკი, ეს ის ადგილია სადაც სიყვარულის, ამ დიდ გრძნობის მთავარი ხაზი გადის, სიყარული კი ძალაა, რომელიც ...მიწას იჭერსო!” მერე გაჩერდა, შემობრუნდა, თვალებში ჩამხედა და განაგრძო, "ელიზეს მინდვრები, მთელს მსოფლიოში ერთადერთი ადგილია სადაც სასწაულები ხდება, სადაც მკვდრეთით აღსდოგა შესაძლებელია და ამას ვიღაცის მონაჭორს კი არ გეუბნები, არამედ იმას, რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მაგრამ ამისთვის ის ადამიანი მართალი და წრფელი სიყვარულით უნდა იყოს მკვდარი. მე ვერ შეგპირდები, რომ ეს აუცილებლად მოხდება და ის აუცილებლად გაცოცხლდება, ის შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ ეს ერთადერთ შემთხვევაში მოხდებაო!” შებრუნდა და წავიდა, ვკითხე რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს მეთქი, მიპასუხა, " გავა დრო და მიხვდებიო!” ამის მერე ის კაცი აღარ მინახავს. ამ ამბის მერე, საფრანგეთში ვეღარ შევძელი გაჩერება, ისევ იტალიაში დავბრუნდი. იქ ერთმა ქართველმა კაცმა შემიფარა. საკუთარი ღვინის ბიზნესი ჰქონდა. წელიწადზე მეტი იქ ვიყავი, მერე საქართველოშიც წამოიწყო ღვინის ბიზნესი და მე აქ გამომგზავნა, თვითონ კი ისევ იქ დარჩა. ორი თვეა რაც ჩამოვედი. რაღაც პრობლემები მქონდა და მხოლოდ დღეს მოვიცალე თქვენთან შესახვედრათ! __ გიომ საუბარი დაასრულა. __ ჩემზე ამდენი რამ მოგიყევით, ეხლა ცოტა თქვენზეც მიამბეთ, როგორ... __ ამასობაში სალომეს და თეკოს სახლს მოახლოვებოდნენ. გიომ სალომეს სახეზე ცრემლები შეამჩნია და გაკვირვება არ დაუმალავს. __ სალომე რატომ ტირიხარ? __ მაგრამ სალომეს ხმა არ გაუცია, თვალებზე ხელები აიფარა და სადარბაზოს კიბეებს აუყვა. __ სალომე... __ გიოს უნდოდა უკან გაჰყოლოდა, მაგრამ თეკომ არ მისცა ამის საშუალება. __ შეეშვი გიო, არ ღირს უკან გაყოლა. __ თეკომ მკლავში ხელი მოჰკიდა. გიო გაჩერდა. რამდენიმე წამის განმავლობაში ნერვიულად ათამაშებდა თითებში ჩარჩენილ ამწვარ სიგარეტს. __ კაი. იქნებ შესძლო და დააწყნარო. მე ამ გოგოებს გავაცილებ და წავალ. __ გიო ისევ გაჩერდა, თავი ზევით ასწია, თეკოს თვალებში ჩახედა და ჰკითხა, __ იქნებ არ იყო საჭირო თქვენს ცხოვრებაში ჩემი ხელახლა გამოჩენა? __ რა სისულელეა... ეგ აზრი ამოიგდე თავიდან. შენ ყოველთვის სასურველი სტუმარი ხარ ჩვენს ოჯახში, აი ნახავ ...ჩემებსაც როგორ გაუხარდება შენი დაბრუნება. __ თეკომ გოგოებს შეხედა და განაგრძო, __ ამ გოგოებს მიცილება აღარ სჭირდებათ, ისინიც აქ ცხოვრობენ. __ მადლობა გადაუხადა მოცილებისთვის, დაემშვიდობა და ისიც კიბეებს აუყვა, მაკამ და ანიმაც მადლობა გადაუხადეს, დაემშვიდობნენ დასახლისკენ შებრუნდნენ, გიოს გულში კი მიძინებულმა გრძნობამ დაიწყო ხელახლა გამოღვიძება, რაც შიშის ზარს სცემდა. 4 კომენტარზე ვაგრძელებ<3 დაამოწმა -BeliEber მა
|
|
|
|
| |