სევდა ყოველთვის (დასასრული) |
__ რომელი ხარ?... სალომე სად არის? __ ტელეფონის მეორე მხარეს ქალის შეშინებული ხმა გაისმა. __ დამშვიდდით ქალბატონო მზია, მე გიორგი ვარ და სალომეც ჩემს გვერდითაა. __ გიორგი როგორ ხარ შვილო?... შემეშინდა სალომემ რომ დააგვიანა და ვიფიქრე დავურეკავ და გავიგებ სად არის მეთქი. როგორ არის, ძალიან ხომ არ დასველდა? __ ნუ გეშინიათ ქალბატონო მზია, კარგად არის, ისე რომ უკეთესს ვერც ინატრებთ. დასველებით დასველდა, მაგრამ არა წვიმის წვეთებით, არამედ ბედნიერების ცრემლებით. __ რას ჰქვია ბედნიერების ცრემლებით, რეებს ლაპარაკობ შვილო? __ ქალბატონი მზია ცოტათი დააბნიანია გიოს ნათქვამმა. __ ქალბატონო მზია, რაღაც უნდა გითხრათ და ძალიან გთხოვთ, წინააღმდეგი ნუ იქნებით, მაინც არაფერი გამოვა. __ გიო გაჩერდა, სალომეს შეხედა და განაგრძო. __ მე და სალომე ჯვარს ვიწერთ! __ სალომე იმდენად გააკვირვა ამ ამბავმა, ვერაფრის თქმა ვერ შეძლო. __ რას ჰქვია ჯვარს იწერთ? კი მაგრამ ჩვენ რომ არაფერი ვიცოდით? __ ქალბატონი მზია ცოტა ხანს გაჩერდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო, მერე შეშინებული ხმით განაგრძო, __ არა არა, გამორიცხულია, არ არსებობს. მაპატიე გიორგი შვილო, მაგრამ უადგილოდ ხუმრობ, თან... __ ქალბატონ მზიას კიდევ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ გიომ აღარ აცალა. __ არა ქალბატონო მზია, მე არ ვხუმრობ. ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ისეთი სერიოზული, როგორიც დღეს ვარ. მე თქვენი შვილი მიყვარს, თქვენი შვილიც იგივეს გრძნობს ჩემს მიმართ, თქვენც შესანიშნავად იცით ეს ქალბატონო მზია. ჩვენ ისედაც დიდი დრო დავკარგეთ. __ კი, მაგრამ შვილო შენ ბევრი რამ არ იცი, და რომ გაიგებ... __ მაპატიეთ ქალბატონო მზია, მეორედ გაწყვეტინებთ სიტყვას.მე იმაზე მეტი ვიცი ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მე და სალომეს ერთმანეთი გვიყვარს, დანარჩენი მომავალში მოგვარდება. ასე რომ ქალბატონო მზია ზედმეტ ლაპარაკს აზრი არა აქვს, მაინც ვერ გადაგვაფიქრებინებთ, ჩვენ დღეს ჯვარს დავიწერთ! თქვენგან კი გულითადი დალოცვის გარდა აღარაფერს მოვისმენ. __ გიო გაჩერდ და ქალბატონი მზიას პასუხს დაელოდა. ქალბატონი მზია კი ჩუმად იყო. უჭირდა ამის აღიარება, მაგრამ გრძნობდა, რომ გიო არ ხუმრობდა. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და უპასუხა. __ როგორც ჩანს უძლური ვარ, ვერაფერს შევცვლი, მეტი გზა აღარ დამიტოვეთ.. ბედნიერები იყავით შვილებო სიცოცხლის ბოლომდე... __ თვალზე მომდგარმა ცრემლებმა, მეტის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა, მობილური მაგიდაზე დაუდევრად მიაგდო, თვალებზე ხელები აიფარა და ჩვილი ბავშვივით აქვითინდა. გიომ საუბარი დაამთავრა, მობილური სალომეს დაუბრუნა და ჰკითხა. __ შენი მეჯვარე სად ცხოვრობს? __ ვინ? __ სალომეს ეგონა გიო ქალბატონ მზიასთან საუბარში ხუმრობდა, ყოველშემთხვევაში შუაღამისას, თავსხმა წვიმაში ჯვრისწერას არ ელოდა. __ გიო შენ რა მართლა აპირებ ამის გაკეთებას?... შეხედე როგორ წვიმს, ამ შუაღამისას, ესთ წვიმაში, ვინ დაგვწერს ჯვარს?... ა მე რატომ არ მეკითხები, იქნე არ მოგყვები? __ მომისმინე სალომე, ჩვენ ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ. სამი წლის წინ ყველაფერი რომ გეთქვა, როგორც დღეს მითხარი, დღეს შვილიშვილების პატრონი უნდა ვყოფილიყავით. __ გიოს გაეცინა, მისი მხიარულება სალომესაც გადაედო და გულიანად გაიცინა. იმ წუთში ისეთი ლამაზი მოეჩვენა, რომ გაიფიქრა, "ასეთმა ლამაზმა და სრულყოფილმა ქალმა, ჩემნაირის შეყვარება როგორ შესძლოო” __ მიყვარხარ სალომე მიყვარხარ და უშენოს არცერთი წუთის გატარებას აღარ ვაპირებ, რაც მთავარია, ქალბატონ მზიასგან ნებართვა აღებული მაქვს, შენი აზრი ისედაც გასაგებია, თვალებზე გაწერია. __ გიო საჭეს მიუბრუნდა, ძრავა ჩართო და უთხრა: __ შენი მეჯვარის მისამართი მითხარი.. ალბათ ყველა მიხვდება თუ როგორ გაგრძელდა მათი ცხოვრება.... ისინი დაქორწინნდენ და პატარა გოგონა აიყვანეს რამდენიმე წლის შემდეგ კი სალომეს ბიჭი შეეძინა...... აბა ბავშვებოო ყველამ დაწერეთ მოგეწონათ თუ არა მოთხრობის დასასრული და საერთოდ მოთხროობაა?? <3 ))
|
|
|
|
| |