15 წელი შიშში
8 წლის რომ ვიყავი, ჩემმა მშობლებმა კალიფორნიის შტატის ქალაქ ბერლინგემში სახლი იყიდეს. როცა სახლში პირველად შევედით, დედას ვუთხარი: "როგორ ბნელა აქ”. დედამ დამამშვიდა, რომ კედლებს შეღებავდნენ, დიზაინს შეცვლიდნენ და მალე ნათელი, მზიანი სახლი გახდებოდა. მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო უბრალოდ სიბნელე, კედლის ღრიჭოები რაღაც საიდუმლოს ინახავდა. რამდენიმე დღით ადრე, მამა და მისი მეგობარი დიკი იყვნენ სახლში, რათა იატაკი დაემუშავებინათ. როცა დრელი ჩართეს, რადიომიმღები აფეთქდა, შემდეგ ნათურები ჩაქრა და ელექტროენერგია გამოირთო. მათ გაყვანილობა შეამოწმეს, მაგრამ დაზიანება ვერ იპოვეს. მამამ კავშირგაბმულობიდან ხელოსანი გამოიძახა, მაგრამ მან თქვა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. თუმცა ურჩია მავთულების ხელახლა გაყვანა. ჩვენდა გასაკვირად, ხელოსნის წასვლის შემდეგ ელ.გაყვანილობა ამუშავდა. მშობლები მეზობლებს დაუმეგობრდნენ. ისინი იმედს გამოთქვამდნენ, რომ ჩვენ მაინც დავრჩებოდით დიდხანს, რადგან წინა მობინაადრეებიდან ყველა 1-2 თვე რჩებოდა და მერე სხვაგან გადადიოდა. სახლში გადასვლისას რამდენჯერმე ისეთი ხმა გავიგეთ, თითქოს ვიღაც იატაკზე დადიოდა, შიგადაშიგ კარზე კაკუნიც იყო. უკანა კარები რამდენჯერმე თავისით გაიღო და დაიხურა, რასაც მოსდევდა კიბეებზე ჩასვლის ხმა. როცა საწოლში ვწვებოდი, ზედ სახესთან ვიღაცის მძიმე სუნთქვას ვგრძნობდი. მშობლები მამშვიდებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მომეჩვენა, ან სხვა რამის ხმა იყო და მე მივამსგავსე უბრალოდ. რამდენჯერმე მომესმა, რომ დედამ დამიძახა, როცა მასთან მივედი, ის გაოცებული იყო, რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა. საწოლში ხშირად ვპოულობდი გრძელ ჟღალ თმას. რამდენჯერმე გამეღვიძა, როცა ვიღაცა ფეხზე, კოჭთან მკიდებდა ხელს და საწოლიდან ჩამოთრევას ცდილობდა. მშობლებმა ესეც არ დამიჯერეს და მითხრეს, რომ კოშმარი რეალობად აღვიქვი. რამდენჯერმე გაღვიძებისას აღმოვაჩინე რომ ალაგ-ალაგ თმა მქონდა შეჭრილი. ერთხელ ნაშუადღევს საწოლ ოთახში ვიყავი და ვგრძნობდი, რომ ვიღაცა მომჩერებოდა. ავდექი, მივედი კარებთან და შუქი ჩავაქრე. შემოვბრუნდი და დავინახე, რომ ჩემს საწოლზე ვიღაც ქალი იჯდა. მას გრძელი წითური თმა ჰქონდა და გამჭირვალე იყო. მოჩვენებების არ მჯეროდა, მაგრამ ახლა, როცა ფაქტს შევეჩეხე, შიშმა ამიტანა. გავვარდი და სააბაზანოში შევიკეტე. მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, რომ თუ მართალი იყო, რასაც მოჩვენებებზე ამბობდნენ, ის სააბაზანოს კედელში გაივლიდა და მასთან ერთად ჩაკეტილი აღმოვჩნდებოდი. გავხსენი კარები და სასტუმრო ოთახში გავიქეცი. მეორე დღს მშობლებს ვუამბე, რაც ვნახე. მათ ერთმანეთს გადახედეს და მითხრეს, რომ ეს ადგილი სავარაუდოდ დაწყევლილი იყო. ჩემს მიერ ნანახ მოჩვენებას კი ფლორენსი ერქვა. ამ დროს უკვე 3 წელი იყო გასული, რაც ამ სახლში ვცხოვრობდით. ერთხელ კი, როდესაც საწოლში ჩაწვნენ და შუქი ჩააქრეს, ჭერზე ორი მოქანავე თავი დაინახეს, რომელიც მათ მიშტერებოდა. ამის შემდეგ მათ ჩემი ყველა ნაამბობი ირწმუნეს და უნდობლობისთვის ბოდიში მომიხადეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, "სტუმრებთან” კავშირი პლანშეტის მეშვეობით დაგვემყარებინა. მაგრამ ამან მხოლოდ გააუარესა სიტუაცია. მე ორი მოჩვენება დავინახე, ჩემმა მშობლებმა გაცილებით მეტი. წიგნებმა გადაადგილება და "ფრენა” დაიწყეს, იატაკზე დაგებული ხალიჩები ამოძრავდა. ამის შემდეგ ჩემს მშობლებს ხასიათი შეეცვალათ, უფრო გაუხეშდნენ და წვრილმანებზე კამათობდნენ. მოჩვენებებმა ისევ შემომიტიეს. რამდენჯერმე მომქაჩეს, ხელი მკრეს, ჩემს მშობლებს ღამე ჩემი ყვირილი ესმოდათ, არადა იმ დროს მეძინა. სტუმრები როცა მოდიოდნენ, უსიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდათ, თითქოს ზურგში ვიღაც მისჩერებოდათ. ერთხელ ტელევიზორს ვუყურებდი და შემთხვევით მოვისმინე, როგორ მიმართავდნენ მაყურებელს მოჩვენებებზე მონადირეები – ჰანს ჰოცლერი და სიბილ ლიკი – რომ თუკი ვინმეს ეჭვი ჰქონდა მათ სახლში პოლტერგეისტის არსებობაზე, შეეტყობინებინათ და სიხარულით მოაცილებდნენ სახლიდან. მშობლებს ვთხოვე, დაერეკათ მათთვის, მაგრამ უარი მითხრეს – სახლის გაყიდვას აპირებდნენ და ამ ამბის გახმაურება ხელს შეუშლიდათ. ამ სახლში 15 წელი ვიცხოვრეთ და მოჩვენებებმა ისე დაგვზაფრეს, დარწმუნებული ვარ, არ მოუწყენიათ ჩვენს ნერვებზე თამაშით. როცა კლიენტები მოვიდნენ, მამა მათ გარეთ ესაუბრებოდა. შემდეგ გავიგონეთ კარების გაღებისა და კიბეებზე ამოსვლის ხმა. ავდექით და კიბეებთან მივედით. ხმა ისევ ისმოდა, თუმცა იქ არავინ იყო. ერთხელ მამას გაეღვიძა ღამე, როცა ვიღაცას მის სახეზე ხელი ჰქონდა დაფარებული და გაგუდვას ცდილობდა. მოძალადეს თავი კი დააღწია, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ოთახში მარტო ის იყო. სახლი ჩვენგან ერთმა მინისტრმა იყიდა, რომელიც თითქმის მაშინვე სხვაგან გადავიდა. არ ვიცი, ჩვენი სახლი ახლა როგორაა, მოჩვენებები არიან თუ არა ისევ იქ, მაგრამ ამის გარკვევის არანაირი სურვილი არ მაქვს.
****
ღამის 3 საათია,ისევ წვიმს , ჰაერი დაძაბულია , ყინავს ... სივრცე დუმს, პარიზის ქუჩები დაცარიელებულია , გარეთ მხოლოდ ცოლ-ქმარნი არიან-ალენი და მარგარეტი, რომლებიც იქვე სხედან და საუბრობენ... უეცრად ეიფელის კოშკიდან საზარელი,იდუმალებით მოცული კივილი მოისმა.... ქმარმა მარგარეტს უთხრა,რომ აქ დარჩენილიყო , ხოლო თვითონ კი წავიდოდა და შეამოწმებდა თუ რა მოხდა... გავიდა 10 წუთი,20 წუთი,ნახევარი საათი...ალენი არ ჩანს,მაშინ მარგარეტი შეწუხდა და გადაწყვიტა თვითონაც მისულიყო იმ ადგილას საიდანაც კივილი მოისმა - ეიფელის კოშკიდან... მარგარეტი დანიშნულ ადგილას მივიდა,, არემარე დუმს.. თითქოს დრო შეჩერდაო... უეცრად ის ხედავს , რომ ჩრდილიდან ძალიან ლამაზი ქალბატონი გამოვიდა , ძველებური ტანისამოსით, მას ხელში ქოლგა ეჭირა და სახეზე პირბადე ჰქონდა აფარებული. უცნობმა ქალბატონმა მარგარეტს ჩასჩურჩულა , რომ მისი ქმარი ეიფელზე ელოდებოდა... მარგარეტიც გაჰყვა უცნობს... და აი ისიც, მარგარეტი ეიფელზეა,, ყველაზე მაღალ ადგილას ,, არავინაა... ის უცნობ ქალბატონს მიუბრუნდა და შესჩივლა,თუ რატომ მოატყუა ,, უცნობი დუმს.. ქალმა ნელ-ნელა უკან დაიხია და მარგარეტს რაღაც ანიშნა..მარგარეტმა მარჯვნივ გაიხედა და რას ხედავს : მისი ქმარი ალენი ჩამოხრჩობილია , სახე დდა ტანი დასახიჩრებული აქვს, ხოლო ზურგზე კი ფრაზა აქვს ამოტვიფრული : " ჯოჯოხეთიდან ეიფელამდე "
ცოლმა კივილი დაიწყო და გაქცევა დააპირა.. თუმცა ამაოდ... უცნობმა ქალმა ისიც გამოასალმა სიცოცხლეს...
მეორე დღეს კი გაზეთებში დაიბეჭდა სტატია ,რომელიც იუწყებდა , რომ ცოლ-ქმარი სასტიკად აწამეს და შემდეგ მოკლეს... რაც შეეხება ცოლს , მარგარეტი ეიფელზე გადმოკიდებული , ფეხებ მოჭრილი,გულამოცლილი იპოვეს ზურგზე წარწერით :"ეს მე ვარ, ქალი ეიფელიდან " ....
_________________________________________________________
დაამოწმა და გაალამაზაBeliEber-