myteen



საიტი გაუქმებულია!




საშიში ისტორიები


სააბაზანოში შესულმა შიშით შეჰყვირა და გაოცებით შეათვალიერა უცხო ნივთი. ეს იყო უცნაურ, ანტიკვარულ ფეხებზე შემდგარი შხაპის მისაღები აბაზანა.

– მოგწონს? – ჰკითხა ოთახში შემოსულმა დედამ – დღეს მოიტანა მამაშენმა, ვიქტორიანული ხანის აბაზანაა.

რა თქმა უნდა, გაიფიქრა გულში, ვიქტორიანული კი არა ნახმარი და იაფია, როგორც მას ჩვევია. ყველაფერზე ფულს ზოგავს.

იმის მერე რამდენი სააბაზანოში შედიოდა, ეს ძველი და უცნაური ნივთი ცუდად ხვდებოდა თვალში, თითქოს ბნელი აურა ჰქონდა, ხანდახან ამაზე კოშარებიც კი ესიზმრებოდა და რამდენიმე ინციდენტიც მოუხდა.

პირველად მაშინ, როცა კბილების დასახეხად შევიდა, მოეჩვენა, რომ აბაზანიდან წყლის მაგივრად სისხლი იღვრებოდა და მთელი იატაკი სისხლით იყო მოსვრილი. ისიც კი იგრძნო, როგორ დაუსველდა ფეხები ბლანტი სითხით. თვალები მაგრად დახუჭა და რომ გაახილა, ყველაფერი რიგზე იყო.

ამასობაში მისი მშობლები სულ ჩხუბობდნენ. დღე თუ ღამე, სულ მათი ყვირილის ხმა ესმოდა და ესეც ამძაფრებდა მის გაურკვეველ შიშს.

მეორედ როცა შხაპი უნდა მიეღო, გაიხადა ტანსაცმელი და შიშველი დადგა წყლის ქვეშ. მძაფრად იგრძნო როგორ უთვალთვალებდა ვიღაც ბნელი კუთხიდან. წყალი გაშავდა და უფრო მეტი წამოვიდა. წყალი გადაკეტა და ამოსვლას აპირებდა, მაგრამ ფეხი დაუცდა. იგრძნო როგორ ჩაეჭიდა ხელებზე ვიღაც, თითქოს მის ჩათრევას აპირებდა, იყვირა და სწრაფად ამოვიდა.
მეორე დილით გადაწყვიტა ანტიკვარების მაღაზია მოენახულებინა და გაეგო ამ ნივთის ისტორია. მაღაზიის პატრონმა საშინელი ამბავი მოუყვა.

ძველი აბაზანა ასეული წლების წინ ერთ კაცს ეკუთვნოდა, რომელიც სერიული მკვლელი იყო. ის ახალგაზრდა გოგონებს უთვალთვალებდა ბანაობის დროს, მერე კი თავს ესხმოდა და წყალში ახრჩობდა, ამის მერე ნაჯახით ანაწევრებდა მათ სხეულს და ტყეში მალავდა. ამ აბაზანაშიც არაერთი მკვლელობა მომხდარა – თქვა მეპატრონემ – მაგრამ სისხლის ჩამორეცხვა ყოველთვის შეიძლება.

გაოცებული უსმენდა. კი მაგრამ რათ უნდოდა მამას ასეთი საშინელი ძველი ნივთი?

მეპატრონე აგრძელებდა ლაპარაკს – მკვლელი დაიჭირეს და ჩამოახრჩვეს, მაგრამ ამბობენ, რომ მისმა სულმა ვერ მოისვენა და კვლავ განაგრძობს მკვლელობებს, სხვადასხვა ადამიანების სხეულით ევლინება მსხვერპლებს.

ეს ზღაპარია – გაიფიქრა მან – მაგრამ აბაზანა თავიდან უნდა მოვიშოროთ.

სასწრაფოდ წამოვიდა სახლისკენ, თან გზაში გეგმებს აწყობდა, როგორ დაითანხმებდა მშობლებს.

სახლში უჩვეულო სიჩუმე დახვდა. მამა პირველ სართულზე იჯდა და წიგნს კითხულობდა.

– სად არის დედა? – იკითხა.

– ზევით, აბაზანას იღებს – უპასუხა მამამ თავაუღებლად – თუმცა ავალ და დავხედავ, უკვე დიდი ხანია იქაა.

დივანზე ჩამოჯდა. ზევიდან უცნაური ხმები მოესმა. შეშინებული წამოხტა და ზევით ასვლა დააპირა, მაგრამ ერთ ადგილს შეეყინა.

კიბეებზე მამა ჩამოდიოდა, ხელში დიდი, სისხლიანი ნაჯახი ეჭირა.

– დედა მორჩა ბანაობას – უთხრა შვილს – ახლა შენი ჯერია…


********

ალექსი ყვება:" სოფელში ვისვენებდი და საღამოობით სოფლის კლუბში დავდიოდი, ერთ საღამოსაც იქ ლამაზი გოგონა გავიცანი, რომელსაც თეთრი კაბა ეცვა. შავი ღვინო დავლიეთ და შემთხვევით მას კაბაზე ღვინო დაეღვარა. ეს გოგონა ძალიან მომეწონა და ვთხოვე, რომ კიდევ ერთხელ სადმე შევხვედროდით, ის დამთანხმდა და მითხრა რომ მასთან ხვალ მივსულიყავი, მისამართიც ჩამაწერინა.
მეორე დღეს გოგონას სახლისაკენ გავემართე, დავაკაკუნე კარზე და სახლიდან მოხუცი ქალი გამოვიდა. მოხუცს ვთხოვე, რომ ელიზასთვის( გოგონა, რომელიც გუშინ გავიცანი) ეხმო. თავიც წარვუდგინე და ვუთხარი, რომ ელიზას მეგობარი ვიყავი.
მოხუცმა კი მიპასუხა: "შვილო, ის ელიზა, რომელზეც შენ ლაპარაკობ დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, ის ჩემი ერთადერთი შვილი იყო"
მე ვუმტკიცებდი,რომ გოგონა გუშინ კლუბში ვნახე.
ელიზას საფლავი გათხარეს და ნახეს, რომ გოგონას თეთრ კაბაზე ღვინის ლაქები ჰქონდა."
_____________________________________________________
გაალამაზა BeliEber-მა
ps დავიღალეე სიახლეების გალამაზებით რაა არ გეწყინოთ მოდერებიი რას მიკეთებთთ დავიღალეე უკვეე :x



სულ კომენტარები: 6
tamuna   (2012-09-04.სამშაბათი - 2:19 PM)                   
0  
-Nini♥ თქვენსს შესაშინლებლადდ არცც დამიდიაა ესს ისტორიებიი. არცც მეე შემშინებიაა სიმართლეე როომმ გითხეაა : )))

-Nini♥   (2012-09-04.სამშაბათი - 12:29 PM)                   
0  
კაი ვგიჟდები ასეთებზე <# მარა არ შემეშინდა ვაფშე :(((

Qetooo♡   (2012-09-04.სამშაბათი - 11:17 AM)                   
0  
მიყვარს ესეთი რაღაცეებიი კიდე დადე
ძაან მაგარია!!!!!!!!

tamuna   (2012-09-04.სამშაბათი - 10:56 AM)                   
0  
მადლობა ))

BeliEber   (2012-09-04.სამშაბათი - 10:41 AM)                   
0  
კარგიაა თანნ საშიშიაა :))

xatuka_xatka   (2012-09-04.სამშაბათი - 10:08 AM)                   
0  
კარგი სიახლეა თამო hearts hearts

კომენტარის დამატება გათიშულია!


მენიუ

რეკლამა

ძებნა

გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 134

Top სიახლეები
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 6553
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • სასკოლო ჩანთებ...
  • ნანახია: 5867
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-05
  • RIHHANA PICS
  • ნანახია: 3872
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-08
  • ♥Dogs♥
  • ნანახია: 3754
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-24
  • Tom And Jerry ...
  • ნანახია: 3711
  • კომენტარები: 3
  • ავტორი: tamuna
  • თარიღი: 2012-05-30
  • ჩემი საყვარელი...
  • ნანახია: 3527
  • კომენტარები: 8
  • ავტორი: SooFo♥
  • თარიღი: 2012-07-14
  • I Carly / აი ქ...
  • ნანახია: 3150
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-06-22
  • FaceBook Cover...
  • ნანახია: 3069
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-10-27
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 2989
  • კომენტარები: 6
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 2861
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: TeoNa♥
  • თარიღი: 2012-09-02

  • Top მომხმარებლები
  • ლოგინი: BeliEber
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 1145
  • ლოგინი: ♥AniBelieber♥
  • სიახლეები: 315
  • კომენტარები: 1320
  • ლოგინი: SooFo♥
  • სიახლეები: 202
  • კომენტარები: 367
  • ლოგინი: Mari♥
  • სიახლეები: 190
  • კომენტარები: 240
  • ლოგინი: eElL♥BeliEbeR™
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 210
  • ლოგინი: marikuna1
  • სიახლეები: 59
  • კომენტარები: 114
  • ლოგინი: tamta
  • სიახლეები: 55
  • კომენტარები: 53
  • ლოგინი: tamuna
  • სიახლეები: 48
  • კომენტარები: 216
  • ლოგინი: TeoNa♥
  • სიახლეები: 39
  • კომენტარები: 323
  • ლოგინი: ann-miley
  • სიახლეები: 32
  • კომენტარები: 64

  • ონლაინშია :
    Total online: 1
    Guests: 1
    Users: 0

    საიტზეა :
      არავინ

    დღეს შემოვიდნენ :
    მთვლელები :
     
    www.wsa.ge






    საავტორო უფლება დაცულია
    © 2012