myteen



საიტი გაუქმებულია!




საინტერესო ამბები ცნობილ ადამიანებზე


 ერთმა მდიდარმა ავტოგრაფების კოლექციონერმა ცნობილ გერმანელ მხატვარს მაქს ლიბერმანს წერილი გაუგზავნა, გთხოვთ კოლექციისათვის ორიოდ სიტყვა დამიწერეთო. 
პასუხად შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო:
«დიდად პატივცემულო ბატონო, ბატონი ლიბერმანი თავის ყველა ნახატს ხელს აწერს, ხოლო ავტოგრაფს არასოდეს არ იძლევა.
ერვინ შულზე, მდივანი »

რამდენიმე დღის შემდეგ ლიბერმანი იმ კოლექციონერს მეჯლისზე შეხვდა და ჰკითხა, წერილის გამო ხომ არ მემდურითო?
-მე ის მაშინვე ცეცხლში შევაგდე, - მიუგო მან უკმაყოფილოდ.
-აფსუს, თვითონ დავწერე, მე ხომ მდივანი არ მყავს,- უთხრა მხატვარმა.



✌ ერთხელ ბერნანდ შოუს მისმა თაყვანისმცემელმა ქალმა ბარათი გაუგზავნა:
❝მსურს თქვენი გაცნობა. იმ ოთხშაბათს ხუთიდან შვიდ საათამდე სახლში ვიქნები❞
შოუმ შეიტყო, რომ იგი იმ მრავალრიცხოვან აბეზარ ქალთა რიცხვს ეკუთვნოდა, ვინც გამოჩენილ ადამიანებთან ნაცნობობობის "კოლექციას" აგროვებდა და პასუხად მისწერა:
- საოცარი დამთხვევაა, მოწყალეო ქალბატონო, სწორედ იმ ოთხშაბათს ხუთიდან შვიდამდე მეც შინ ვიქნები.

☛ დიდმა ამერიკელმა მწერალმა, რეალისტმა მარკ ტვენმა სასტუმროს შთაბეჭდილებათა წიგნი გადაათვალიერა და ბოლო სტრიქონი ამოიკითხა: " ბარონი ფონ ბლანკი მსახურით ". ამის ქვემოთ კი თვითონ მიაწერა: " მარკ ტვენი ჩემოდნით".


✌ ერთ დღეს მაქს ლიბერმანთან მივიდა მდიდარი მეწარმე, რომელიც სურათების დიდი კოლექციას ფლობდა და ხელოვანს პროფესიული რჩევა რომელ საქველმოქმედო დაწესებულებისათვის გადაეცა თავისი ხელოვნების საგანძური.
ლიბერმანმა დაათვალიერა კოლექცია და განუმარტა:
- ჩემი აზრით, ყველაზე შესაფერისი იქნება უსინათლოთა სახლს გადასცეთ!.

☛ ცნობილი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, პაულ ფონ ჰაიზე ხალიხთ სავსე ტრამვაიში ავიდა. ტრამვაი რომ დაიძრა, ერთმა ახალგაზრდამ მას ფეხი დაადგა და ისე გაჩერდა. მწერალმა ფეხი არ გამოაცალა, მხოლოდ მხარზე ხელი მოუთათუნა და ჰკითხა:
-მითხარით , გეთანყვა, რამდენი წლისა ხართ?
ახალგაზრდამ გადაკვრით შეხედა და მიუგო:
-ოცისა გახლავართ.
-ვფიქრობ ,თქვენს ასაკში ადამიანი საკუთარ ფეხზე უნდა იდგეს,- მიუგო ღიმილით მწერალმა.


✌ ერთმა დიდგვაროვანმა მანდილოსანმა მარკ ტვენი თავის ლოჟაში მიიწვია და მთელი სპეკტაკლის განმავლობაში დაუსრულებელი ლაპარაკით გული გაუწყალა. ხოლო წარმოდგენის შემდეგ შესთავაზა:
-იქნებ შემდეგისათვის "ტოსკაზეც" ერთად წამოვსულიყავითო?
- ო, ეს ფრიად საინტერესო იქნება. მე თქვენთვის ჯერ "ტოსკაში" არ მომისმენია.

☛ გენიალურმა ინგლისელმა ფიზიკოსმა, მექანიკოსმა, ასტრონომმა და მათემატიკოსმა ისააკ ნიუტონმა თავისი მეცნიერული ნაშრომებისათვის ლორდის ტიტული მიიღო და მთელი 26 წელიწადი პარლამენტში გაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მან მხოლოდ ერთხელ ითხოვა სიტყვა.
-ბატონებო,- მიმართა მან ლორდებს,- თუ თქვენ საწინააღმდეგო არ გექნებათ , გთხოვთ ფანჯარა მიახურინოთ, გამჭოლი ქარია და მეშინია არ გავცივდე.


✌ გამოჩენილი ფრანგი მწერალი ონორე დე ბალზაკი ხელმოკლედ ცხოვრობდა. ერთ ღამეს ბინაზე ქურდი ეწვია. ქურდმა სიბნელეში საწერ მაგიდას მიაგნო და ფულს დაუწყო ძებნა.
ამის შემხედვარე ბალზაკს ხმამაღლი სიცილი აუტყდა, სანთელი აანთო და ხმაურისგან დაფეთებულ ქურდს მიაძახა:
- არ გაგიკვირდეთ, გეთაყვა, ჩემი ხარხარი. თქვენ სიბნელეში გინდათ ჩემთან ფული იპოვოთ , მე კი სინათლეზეც ვერ მიპოვია. ამაზე მეტი სასაცილო რაღა იქნება?!

☛ არტურ კონან დოილი მეგობარს ესტუმრა. მასპინძელს უნდოდა სტუმარი გამოეცადა და ჰკითხა:
-აბა , თუ იტყვი , რამდენიმე წუთის წინ აქ რა მოხდა?
კონან დოილმა მიიხედ-მოიხედა ოთახში და თქვა:
-თაგვი გწვევიათ.
-მართალია, მაგრამ როგორ მიხვდი?
-სრულიად უბრალოდ, სავარძელს ჯერ კიდევ ამჩნევია ქალის ფეხსაცმლის კვალი
.


✌ სასტუმროში მყოფმა გოეთემ ერთი ბოთლი ღვინო და თან ჭიკა ცივი წყალი შეუკვეთა. მეზობელ მაგიდასთან ოთხი მხიარული სტუდენტი ღვინოს შეექცეოდა. მათ შეამჩნიეს , რომ გოეთე ღვინოში წყალს ურევდა და სიცილი დააყარეს:
-ასეთ კეთილშობილურ სასმელს რატომ აფუჭებთ?
პოეტმა ირონიულად შეხედა და მიუგო:
- ვინც მარტო წყალს სვავს,
არის მდუმარე,
დაგიდასტურებს
თევზე უმალვე.
ვინც მარტო ღვინოს-
იქცევა ხელად.
შეგხედავთ კაცი-
რწმუნდება ხელად.
მე არც ერთი მსურს
და არც მეორე,
და ამიტომაც
ღვინოს წყალს ვურევ.

☛ სოფი ლორენი იტალიელი ბანკირის ცოლს წარუდგინეს.
-თქვენი გარეგნობის პატრონს კინოში გადაღება შეგეძლოთ.
-მე ხომ სოფი ლორენი ვარ.
- მერე რა? გვარს გამოიცვლიდით.

✌ ალექსანდრე დიუმა რუსეთში მოგზაურობისას თბილისსაც ეწვია და ერთმა მაშინდელმა წიგნებით მოვაჭრემ მაღაზიაში მიიპატიჟა. თავაზიანმა მასპინძელმა საპატიო სტუმრის მოსვლამდე მის საამებლად წიგნის ყველა თარო დიუმას ნაწარმოებებით აავსო.
-დანარჩენი ავტორების წიგნები სადღაა?- ჰკითხა გაკვირებულმა მწერალმა.
-ასე თუ ისე... გაიყიდა.- ენა დაება წიგნით მოვაჭრეს.

BY:TeoNa♥


სულ კომენტარები: 4
Qetooo♡   (2012-09-03.ორშაბათი - 8:52 PM)                   
0  
კარგიაა : )

SooFo♥   (2012-09-03.ორშაბათი - 6:59 PM)                   
0  
საინტერესოაააააააააააააააააააააა

♥AniBelieber♥   (2012-09-03.ორშაბათი - 6:04 PM)                   
0  
საიინნტერსოოაა.. ყოოჩაღ <33

BeliEber   (2012-09-03.ორშაბათი - 5:13 PM)                   
0  
საინტერსოაა ძალიანნნნნნნ :** wink

კომენტარის დამატება გათიშულია!


მენიუ

რეკლამა

ძებნა

გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 134

Top სიახლეები
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 6570
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • სასკოლო ჩანთებ...
  • ნანახია: 5889
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-05
  • RIHHANA PICS
  • ნანახია: 3892
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-08
  • ♥Dogs♥
  • ნანახია: 3873
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-24
  • Tom And Jerry ...
  • ნანახია: 3728
  • კომენტარები: 3
  • ავტორი: tamuna
  • თარიღი: 2012-05-30
  • ჩემი საყვარელი...
  • ნანახია: 3546
  • კომენტარები: 8
  • ავტორი: SooFo♥
  • თარიღი: 2012-07-14
  • I Carly / აი ქ...
  • ნანახია: 3252
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-06-22
  • FaceBook Cover...
  • ნანახია: 3084
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-10-27
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 3009
  • კომენტარები: 6
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 2887
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: TeoNa♥
  • თარიღი: 2012-09-02

  • Top მომხმარებლები
  • ლოგინი: BeliEber
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 1145
  • ლოგინი: ♥AniBelieber♥
  • სიახლეები: 315
  • კომენტარები: 1320
  • ლოგინი: SooFo♥
  • სიახლეები: 202
  • კომენტარები: 367
  • ლოგინი: Mari♥
  • სიახლეები: 190
  • კომენტარები: 240
  • ლოგინი: eElL♥BeliEbeR™
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 210
  • ლოგინი: marikuna1
  • სიახლეები: 59
  • კომენტარები: 114
  • ლოგინი: tamta
  • სიახლეები: 55
  • კომენტარები: 53
  • ლოგინი: tamuna
  • სიახლეები: 48
  • კომენტარები: 216
  • ლოგინი: TeoNa♥
  • სიახლეები: 39
  • კომენტარები: 323
  • ლოგინი: ann-miley
  • სიახლეები: 32
  • კომენტარები: 64

  • ონლაინშია :
    Total online: 1
    Guests: 1
    Users: 0

    საიტზეა :
      არავინ

    დღეს შემოვიდნენ :
    მთვლელები :
     
    www.wsa.ge






    საავტორო უფლება დაცულია
    © 2012