სავსე თეძოები, უშნო მუხლები, სქელი კოჭები, ფეხის დიდი ზომა, ფეხის სიგრძე და ა.შ. ბევრი ჩვენგანის პრობლემაა. საინტერესოა როგორ გავალამაზოთ და გავხადოთ უფრო მიმზიდველი ჩვენი ფეხები ტანსაცმლის დახმარებით.
ფეხის დიდი ზომა - მაღალი და გამხდარი გოგონების საერთო პრობლემაა. თუმცა ამის გამოსწორება შესაძლებელია თუ თქვენ აირჩევთ ბალეტკებს მრგვალი „ცხვირით" და კონტრასტული ფერისას ეს პრობლემა მოგეხსნებათ.
ფეხის სიგრძე - პუდრის ფერის ტონალობაში გაწყობილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი დაგვეხმარება ვიზუალურად დააგრძელოს ფეხი. რაც უფრო მაღალ ქუსლსა და მოკლე კაბაში იქნებით ხორცისფერ ფეხსაცმელთან ერთად მით უფრო ლამაზი და გრძელი გამოჩნდება თქვენი ფეხი.
სქელი კოჭი - გამხდარი და მაღალი გოგონებიც კი ემდურიან სქელ კოჭს. ამიტომ ეს პრობლემა რომ მოიხსნას თქვენ უნდა აარჩიოთ ფეხსაცმელი თხელი თასმით.
სავსე თეძოები - ამ პრობლემისაგან გაგათავისუფლებთ შლაქსი ჯინსები, რომლებიც ფეხებს უფრო გამხდარს და ლამაზს გამოგიჩენთ.
უფორმო გვერდები - ბევრი ჩვენგანის პრობლემას უფორმო გვერდები წარმოადგენს, თუმცა ამის მოგვარებაში დაგვეხმარება ქვედაბოლოები კონტრასტული ჩანარტებით „პრობლემურ" ადგილებში, რომლებიც ტანს იდეალურ ფორმას მიანიჭებს.
by:♥AniBelieber♥