თუ გგონიათ, რომ დრო, როცა დასაძინებლად წვებით, თქვენს ხასიათზე არ მოქმედებს, ძალიან ცდებით.
ამერიკელმა სოციოლოგებმა გამოიკვლიეს დამოკიდებულება ადამიანის ხასიათსა და დაძინების დროს შორის. სოციოლოგი ჯეკი ბოულსი ამტკიცებს, რომ ის, ვინც დასაძინებლად სხვადასხვა დროს წვება, სხვებთან შედარებით უკეთესად მუშაობს.
მას შეიძლება საპასუხისმგებლო საქმეც დააკისროთ. ასეთ ხალხს დღეში 4-საათიანი ძილიც ჰყოფნის. მათი ენერგიულობისა და სიმტკიცის შეიძლება შეგშურდეთ.
ოპტიმისტებიც ყოველთვის სხვადასხვა დროს წვებიან დასაძინებლად. ისინი ამას, უბრალოდ, ყურადღებას არ აქცევენ. ეს იმპულსური და აზარტული ხალხია, რომლებიც უბრალო რამეზე ფარ-ხმალს არ ჰყრიან.
ის, ვინც დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს წვება, მეტად დისციპლინირებულია და პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს განვითარებული. ასეთი ადამიანის ნდობა შეიძლება - არ მოგატყუებთ, ტყუილად არაფერს შეგპირდებათ და დაპირებას ყოველთვის შეასრულებს.
გარშემო მყოფების მიმართ მაქსიმალურად მომთხოვნნი არიან. მათთან ურთიერთობა ნამდვილად არაა იოლი.
ემოციური და ადვილად აგზნებადი ადამიანები, როგორც წესი, ადრე წვებიან დასაძინებლად. ასეთები, პირველ რიგში, აფასებენ კეთილდღეობას ოჯახში, ოდნავ გულუბრყვილონი და ბავშვებივით მომხიბვლელები არიან.
ისინი, ვინც 22-იდან 23 საათამდე ინტერვალში იძინებენ, გამოირჩევიან ორგანიზებულობით, კონცენტრაციით, საკუთარი თავის კონტროლის უნარით და საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობით. როგორც წესი, ასეთი ადამიანები ფინანსურ საკითხებში ავტორიტეტები არიან.
ადამიანი, რომელიც ღამის 11-იდან 12 საათამდე იძინებს, მეტად ემოციური, რომანტიკული ბუნებისაა, ცოტა ცრუმორწმუნეც, ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს. თუ ასეთ ადამიანს ვინმე უყვარს, მისთვის ყველაფერს გაიღებს.
მარტოობის მოყვარული ხალხი კი ღამის 1 საათამდე დასაძინებლად არ წვება. ისინი დამოუკიდებლები არიან. არ უყვართ დახმარების თხოვნა. ცხოვრებაში ყველაფერს თავისით აღწევენ. აქვთ განვითარებული გონება და მეტად დაკვირვებულები არიან.