ეს არის სტატია მსოფლიოს პირველ ლეგენდაზე რომელზეც უამრავი კინო-ფილმია გადაღებული, ლეგენდას რამდენიმე ვარიანტი აქვს. სამივე მათგანი მოგვითხრობს სულზე, რომელსაც სისხლიან მერის უწოდებენ.
მსოფლიოში უამრავი ლეგენდიდან, ყველაზე გამორჩეული და თითქმის დაზუსტებული არის ლეგენდა რომელსაც ეწოდა ,,Bloody Mary'' იგივე ,,სისხლიანი მერი''
პირველი ვარიანტის თანახმად მერი ერთი უალამაზესი გოგონა იყო, რომელსაც მთელი ქალაქი იცნობდა მისი გარეგნობის გამო, ის ბევრ ბიჭს მოსწონდა, მაგრამ თვითონ არ უყვარდა ბიჭები, როცა მერი გაიზარდა მან დაიწყო ურთიერთობა ქირურგთან, ქირურგი ცუდი ადამიანი იყო, მაგრამ მერის ის შეუყვარდა, ლეგენდის თანახმად ქირურგმა მერი დაასახიჩრა და თვალები ამოუღო, რის შემდეგაც მერიმ შური იძია, მისი სული გაბოროტდა და ცოტა ხნის შემდეგ ქირურგს ის სარკეში გამოეცხადა და ამოთხარა თვალები მას. ამის შემდეგ მერი ადამიანებს სარკეში ეცხადება.
ლეგენდის მეორე ვარიანტი გაცოცხლებულია ცნობილ, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე ცუდ საშინელებათა ფილმს ქალაქურ ლეგენდები 3-ში.
მეორე ლეგენდის თანახმად წვეულებაზე დაპატიჟებულ მერის ორი ბიჭი აეკიდა, რომლებმაც მერი ბანერის ,,შებმა'' მოინდომეს. ბიჭებმა მერი და მისი მეგობარი გოგონა დაიჭირეს, მეგობარი გოგონა გაიქცა ხოლო მერი ბანერი კი გაიყვანეს სხვა ოთახში, წვეულება სკოლის დარბაზში ტარდებოდა. როცა ბიჭიმ მერი დაიჭირა, ამასობასი გამოჩნდა სკოლის დაცვა, ამ დროს ბიჭმა მერის მაგრა მოუჭირა კისერში ხელი, კისერი მოუგრიხა და სკივრში ჩატენა. ლეგენდის მიხედვით, სკივრი ისევ არსებობსდა მერის სული იცოცხლებს იქამდე სანამ ეს სკივრი არ გაიღება. თუ ლეგენდას დავუჯერებთ ის ბიჭი და მისი მეგობარი იმ დღესვე გაუჩინარდნენ, ხოლო მერის მეგობარი გოგონა კი ტელეპატიური ნიჭით დაჯილდოვდა და ყოველდღე ელაპარაკებოდა მერის აჩრდილს.
მესამე ნაწილი კი გვეუბნება, რომ მერი ბანერი მოკლული იქნა მისი მტრების მიერ, მერის სილამაზე ბევრს გულზე არ ეხატებოდა, ასე რომ მერის ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა, ლეგენდის მესამე ვარიანტის თანახმად, მოხდა ისე, რომ მერის შეუყვარდა ის ბიჭი რომელიც სხვა გოგონას მოსწონდა, მერის ბიჭი უყვარდა, ხოლო მისი მოპირისპირე გოგონა კი ცდილობდა, რომ მათი ურთიერთობა ჩაეშალა. ერთხელ მერი ბიჭთან იყო სახლში, დაბრუნებისას კი მერის სახლში მისი მტერი გოგონა დახვდა, გოგონამ სარკე დაამსხვრია და ამ ნაწილებით მერის სახე დაუსერა და დაასახიჩრა ის, რის შემდეგაც მერი ბანერის სულმა გოგონა და გოგონას მეგობრები სიცოცხლეს გამოასალმა.
ლეგენდის თანახმად ყველა ადამიანს შეუძლია დაინახოს მერი, მერი ხშირად გამოძახებით ჩნდება , ხშირადაც კი მისით მოდის. თუ მერის ნახვა გინდა, უნდა დადგე სარკის წინ, უნდა აავსო აბაზანა და ხელში სანთლით უნდა იძახო: სისხლიანი მერი, სისხლიანი მერი. და მას სარკეში დაინახავ.
მერი უამრავ ადამიანს ჰყავს ნანახი, ახლა კი ინებეთ კომენტარი, რომელიც ერთ-ერთმა ამერიკელმა გოგონა ნატალიმ დადო საშიშ-ბლოგზე.
ნატალი პრესკოტი წერს:
-გამარჯობათ, მე ნატალი ვარ. ამ თემასთან დაკავშირეებით (იქაც საუბარი იყო მერიზე) მინდა რაღაც მოვყვე, რაც სისხლიან მერიზე დაგარწმუნებთ. სამი წლის წინ მე, კლეო და სემი სემთან ვიყავით სტუმრად, ღამე იყო და სახლში უცნაური ქარი ქროდა, ჯერ ვითამაშეთ კარტი შემდეგ კი ცოტა წავიძინეთ, საღამოს სემმა ჩვენი შეშინება გადაწყვიტა და მოგვიყვა ამბები მეთევზეზე და სისხლიან მერიზე, თან იცინოდა, ნამდვილად არ სჯეროდა ამ ყველაფრის, შემდეგ შემოგვთავაზე მერის რიტუალის ჩატარება, მე კატეგორიული უარი განვაცხადე, მაგრამ სემიმ დაგვაძალა. ჩვენ აბაზანაში დავდექით სანთლით ხელში და დავიძახეთ: სისხლიანი მერი, სისხლიანი მერი. არაფერიც არ მოხდა, სემმა სიცილი დაიწყო. უცებ შეუქი ჩაქვრა და სარკეში დასახიჩრებული და ბინძური ქალბატონის აჩრდილი გამოჩნდა, ეს წამიერი იყო, ამის შემდეგ სემი დამუნჯდა და ვეღარ ლაპარაკობს, მას შიშები დღემდე აქვს... კინოები სადაც სისხლიანი მერის პერსონაჟი გამოიყენეს:
Urban Legends 3: Bloody Mary
Candyman
Dead Mary
Bloody Mary
Supernatural (TV Show)
თუ დაგაინტერესათ და მოგეწონათ შემიძლია სხვა საშიში ლეგენდები დაბვდო (წასაკითხიაა!!)