პაპიე-მაშე papier-mâché
პაპიე-მაშე მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან papier-mâché რაც ქართულად „დაღეჭილ ქაღალდს" ნიშნავს. ის არის პლასტიკური ნივთიერება, რომელიც მიიღება ქაღალდის მასაში წებოს, სახამებლის, თაბაშირის, ცარცის და სხვათა შერევით; იყენებენ ნაირ-ნაირი ნივთების დასამზადებლად.
პაპიე-მაშე გამოიგონეს XVI საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში და მას თავდაპირველად გამოიყენებდნენ თოჯინების დასამზადებლად. იმპორტულმა ჩინურმა და იაპონურმა ლაქირებულმა ნაკეთობებმა დიდი ინტერესი გამოიწვიეს XVII საუკუნის 70-იან წლებში და ბიძგი მისცეს ევროპაში პაპიე-მაშეს განვითარებას. მისგან აკეთებდნენ სხვადასხვა ნაკეთობებს: ბუტაფორიებს, ნიღბებს, სათამაშოებს, ზარდახშებს და განსაკუთრებულ შემთხვევებში ავეჯსაც კი რომელთაც ნამდვილისაგან რთულად განასხვავებდი. პაპიემაშეთი აკეთებდნენ ტრადიციულ ლაქირებულ მარიონეტებს.
არსებობს პაპიე-მაშეს დამზადების 3 ტექნოლოგია
1. წინასწარ გამზადებული მოდელი იფარება სველი ქაღალდის პატარ-პატარა ფენებით კლასიკური მეთოდით დაიტანება რამოდენიმედან 100 ფენამდე ქაღალდი. დღეისათვის ხშირად გამოიყენებენ პოლივინილაცეტატის წებოს ხოლო ადრე წებოს სახით გამოიყენებდნენ სახამებელს.
2. მეთოდით ნაკეთობა ფორმას იღებს სველი ქაღალდის მასით. ქაღალდი დაჭრილია პატარა ნაწილებად, ესხმება ცხელი წყალი და 24 საათის განმავლობაში ვაჩერებთ თბილ ადგილას შემდეგ მას მივიყვანთ დუღილამდე რის შემდეგაც გაფხვიერდებამიღებულ მასაში ნელ-ნელა შევურევთ ცარცის ფხვნილს ამ მასას გამუდმებით ვურევთ და თანდათან ვუმატებთ სახამებელს და სადურგლო წებოს მიღებულ მასას ასხამენ გამზადებულ ფორმაში და შემდეგ აშრობენ.
3. მეთოდით ნაკეთობა ეწებაბა ფიცარის მსგავსად მაგარი მუყაოს ფირფიტას წნევის ქვეშ. მიღებული ნაკეთობა იგრუნტება და იღებება.
პაპიე-მაშეს დასამზადებლად ხშირად იყენებენ გაზეთის ფურცლებს და პევეას წებოს მათთვის ფორმის მისაცემად ხშირად იყენებენ თაბაშირის ფიგურებს ხოლო ნაკეთობისათვის სფერული ფორმის მისაცემად ხშირად იყენებენ გასაბერ ბუშტებს. ხშირად ქაღალდის ფენებს შორის აფენენ ქსოვილს მაგალითად მარლას რაც მას მეტ სიმტკიცეს აძლევს.
მძივები პაპიე-მაშე მეთოდით
მძივების დასამზადებლად დაგვჭირდება: ქაღალდი, წებო პევეა, ფუნჯი, კბილის ჩხირები, აკრილის საღებავები, ლაქი.
1.გაზეთის ფურცლებს ვხევთ პატარ-პატარა ნაწილებად, ვყრით ქვაბში ვასხამთ მდუღარე წყალს, შემდეგ ამ მასას ვდგამთ ქურაზე მივიყვანთ ადუღებამდე შემდეგ გადმოვდგამთ და ერთი დღე ვტოვებთ ასე. მთავარია, რომ ქარალდის ბოჭკოები დაიშალოს წყლის ზემოქმედების შედეგად, იმისათვის რომ კარგად დაიშალოს ხელითაც დავანაწევროთ ასევე შეიძლება ბლენდერის გამოყენებაც, შემდეგ საწურით ვაშორებთ ზედმეტ წყალს და რამდენადაც შესაძებელია ხელით ვკუმშავთ მიღებული ქაღალდის მასას
2. თუ ქაღალდის მასა ზედმეტი მოგივიდათ მორჩენილი მასა სასწრაფოდ მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში ჰერმეტულად და შედეთ მაცივარში, რადგან ეს მასა ძალიან სწრაფად შრება.
მიღებული ქაღალდის მასას ვამატებთ პევეას (PVA მისი შეძენა შესაძლებელია სამშენებლო მაღაზიებში) წებოს. ერთი საშუალო ვაშლის ზომა ქაღალდზე დაახლოებით 4 სუფრის კოვზს. შემდეგ მოზილეთ მასა, როგორც ცომი სანამ მთლიანი მასა არ გახდება ელასტიური და ერთგვაროვანი.
3. ვიწყებთ მძივების ძერწვას, აიღეთ პაპიე-მაშეს მცირე ნაჭერი და მისგან დაამზდეთ დაახლოებით 1 სმ დიამეტრის ბურთულა (გააჩნია როგორი წარმოსახვა გაქვთ ფორმაც და ზომაც თქვენს გემოვნებაზეა). კოვზით შეიძლება მისი ზედაპირის გაპრიალება შემდეგ კბილის ჩხირით გავხვრიტოთ რომ გაშრობის შემდეგ შევძლოთ ძაფზე აკინძვა ჩხირზე აცმული ბურთულები დავტოვოთ ერთი დღის განმავლობაში ბურთულიანი ჩხირები დაარჭე რაიმე ზედაპირზე მაგალითად ღრუბელზე ან რაიმე კოლოფზე რომ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გაშრეს და დეფორმაცია არ მიიღოს შრობა შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე დღეს.
რადგან მძივები გაზეთებით არის გაკეთებული მათ აქვთ მუქი ფერი შეღებვამდე დავფაროთ თეთრი საღებავით საღებავის გაშრობის შემდეგ დავფაროთ ლაქით, შეიძლება ფრჩხილის გამჭვირვალე ლაქის გამოყენებაც.
5. და ბოლოს შეგიძლიათ ააწყოთ მძივები, ასაწყობად შეიძლება გამოიყენოთ: ნეილონის ძაფი, ლენტი, სპციალური მავთულები, თოკები და ა.შ. აი პაპიემაშეს ექსკლუზიური მძივები მზად არის!
ნიღბები პაპიე-მაშე მეთოდით
ნიღბების გაკეთება დიდ დროს მოითხოვს, სახეზე დაფენილი მასა უნდა გაიჩეროთ 2 საათ ნახევარი რომ გაშრეს და ფორმა მიიღოს ეს ყველაზე რთულია იმიტომ რომ არ უნდა გაიცინო, არ უნდა მოიფხანო. შემდეგ მათ იხსნით ნელნელა და დებთ ისეთ ადგილას სადაც სწრაფად გაშრება ან ფეჩთან ან მზეზე, გაშრობის შემდეგ გადაიღებება თეთრი აკრილის საღებავით, შემდეგ ზედაპირზე ვაწებებთ მაქმანებს რაც საკმაოდ მარტივია, ასევე მაქმანებზე შეიძლება ბისერების, მძივების, ბუმბულების, ყვავილების, ლენტების და ა.შ. დამაგრება
სახეზე ვისვამთ მაზის სქელ ფენას მაგალითად ვაზელინს, შემდეგ ფენა ფენა ვიწებებთ პევეას საშუალებით გაზეთის ნაკუწებს, თუ საჭიროა ვასველებთ, 2 ფენა გაზეთის ფურჩლების შემდეგ ჩავანაცვლებთ ხელსახოცით რომელიც პევეას წებოთი არის დასველებული, დაახლოებით უნდა დავიფინოთ 5 ფენა ქაღალდი.
როდესაც ნიღაბი გახდება საგრძნობლად ძლიერი ვაშრობთ ფენით შემდეგ ვიხსნით და ვდებთ გასაშრობად სასურველია ცხვირით ზემოთ რომ არ დეფორმირდეს გაშრობის შემდეგ ვღებავთ აკრილით შიგნიდან და გარედან შემდეგ თუ გვინდა მოვხატავთ თუ გვინდა გავაფორმებთ სხვადასხვა მასალებით
by:♥AniBelieber♥