და მაშინ იწყება -სიცრუეში ცხოვრება ანუ _ "ილუზია"
ოცნება სულის მდგომარეობაა,ის მდგომარეობა როცა სულს რამე ძალიან უნდა,ოცნებობს და თავის ოცნებებში იფანტება,ზოგი ოცნებობს მარტოობაზე,ზოგი სიყვარულზე,ზოგი მეგობარზე,ფულზე… ოცნებები ყველანაირია როგორც ცისარტყელის ფერები,ზოგჯერ ადამიანი ოცნებებს უღრმავდება და რეალობაში ურევს,გონია რომ რეალობა ოცნებასავით ტკბილი და საამურია”
ოცნების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია … უბრალოდ ადამიანი ვერ გაძლებს ოცნების გარეშე… ოცნება უსაქმურობის დევიზია ?! … განა ეს ასეაა ? არამგონია … რადგან ბევრი საქმიანი ადამიანიც ოცნებობს, ოცნებობს მაშინ როცა ცუდ ხასიათზეა, ან უბრალოდ რაღაცის ქონის სურვილი უჩნდება… როცა ოცნებობს ფიქრობს იმაზე რაც გინდა რომ იყოს… ოცნების დროს შენ უფრო თავდაჯერებული ხარ, მაშინ შენ განაგებ იმ სამყაროს რომელშიც ხარ, შენ წყვეტ ყველაფერს, შენ ქმნი მას… ამ სამყაროში შენ ხარ უფალი ! ღმერთი ! ეს შენთვის შვებაა…
ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ნათქვამია და ვეთანხმები კიდეც! ოცნება არსებობს რელური და არარეალური, ანუ ოცნება რომელიც შეიძლება ახდეს და ოცნება რომელიც ფანტაზიასთან უფრო ახლოსაა ვიდრე რეალობასთან, თუმცა არსებობს მესამე ვარიანტიც, ესაა ოცნება რომელიც ცხოვრების მიზნად იქცევა და შემდეგ მისი მიმართულებით იწყებ მოძრაობას. როდესაც ადამიანი ოცნებას იწყებს, ამით ახდენს რეალობის გადატანას ფანტაზიაში და ამ ორი რამის შერწყმის შედეგათ იბადება ოცნება… შეიძლება ითქვას რომ ოცნება ფანტაზიისა და რეალობის საზღვარია რომელიც გაძლევს საშუალებას რეალური ცხოვრებიდან შენს მიერ შექმნილ ცხოვრებაში გადანაცვლებას, იყო სხვა ადამიანი გქონდეს სხვა შესაძლებლობები და ა.შ.
ადამიანს ელანდება ყველაფერი,ფიქრობს ყველაფერზე და გონია რომ ადამიანები და ცხოვრება ისე ითამაშებს როგორც მის ოცნებებში..ზოგს ოცნებებში ელანდება ადამიანი,რომელსაც არც კი იცნობს და ცდილობს ოცნებებით გაიცნოს,ოცნებებში ის მას უყვარდება ისეთი როგორ ადამიანზეც მუდამ ოცნებობდა,ოცნებობდა და ეგონა რომ რეალობაც ისეთივე საამური იქნებოდა როგორც ეს ტკბილი ოცნება…
მიუხედავად იმისა , რომ ყველა ადამიანს აქვს ოცნება , მის ასასრულებლად ძალიან ცოტა თუ იბრძვის .
რატომ ხდება ასე ? იმიტომ, რომ ისინი ვერ ანალიზებენ რადგან მხოლოდ ერთი სიტყვის ,მიშვნელობიდან გამოდიან და ფიქრობენ მხოლოდ
მის სილამაზეზე და რომანტიულობაზე ავიწყდებათ ისე რომ ოცნებიდან ყალიბდება დიდი მიზანი. რასაც თან მოჰყვებ მიზნის განხორციელების უდიდესი სურვილი.
. ადამიანს ეშინია ცხოვრებაში დამრაცხების.. მაგრამ არც კი იციან რომ " დამარცხება ეს უბრალოდ შესაძლებლობაა , იმისა , რომ ყველაფერი თავიდან დაიწყო "
ხშირად ჩვენ იმდენად ბევრს ვფიქრობთ, რომ გვავიწყდება დრო მიდის და ოცნებები და მიზნები ჯერ კიდევ არ მოგვიყვანია სისრულეში.. რატომ ხდება ასე ?
ეს ყველაფერი იმის შედეგია , რომ ჩვენ გვიან ვიწყებთ მოქმედებას და როდესაც ვმარცხდებით ფეხზე წამოდგომა აღარ შეგვიძლია და ვნებდებით კიდეც.
შეიძლება ადამიანმა ერთ წამში აღმოაჩინოს რომ ის ოცნება რომელზედაც მუდამ ფიქრობდა საკუთარი თავი ყოფილა და თვითონ შექმნა.
მერე გაივლიან წუთები,წამები,დღეები , გაივლიან როგორც ღრუბლები,მიმოფანტულ მზის გარშემო გამომწყვდეულ ტუსაღებივით და აღმოჩნდები მარტო,შენს ოცნებებთან და რეალობასთან რომელიც ესეთი ამაო და დამაფიქრებელია..
რეალობა ხომ ერთ დიდ,იდუმალებით მოცულ სიბნელეს გავს რომელსაც თითქოს ბოლო არ ააქვს,,
თუ შენ ოცნებები ვერ აიხდინე ნუ დამწუხრდები რადგან ყველაფერს ააქვს დასასრული ოცნებასაც და რეალობასაც კი..
ყველაფერი დაიწყო დასასრულით და დამთავრდა დასაწყისით.
კარგ ოცნებას კარგი ფანტაზიის უნარი ჭირდება… თუ გაქვს კარგი ფანტაზია და რეალობის ზუსტი აღქმის უნარი, შეგიძლია თამამად შექმნა შენი ოცნება, თანაც საკმაოდ რეალური.
ოცნებას თუ შევხედავთ ფსიქოლოგიური კუთხით მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ ის ადამიანს აძლევს იმის საშუალებას რაც რეალურ ცხოვრებაში ვერ შეძლო, მეორე ვერსიის თანახმად ადამიანი იმას, რასაც ცხოვრებაში ვერ აკეთბს, სიზმრის საშუალებით ახერხებს და ამით თავიდან ირიდებს ჩაკეტილობას, სიგიჟეს და ა.შ.
მოკლედ ოცნება კი არ კლავს, არამედ გაძლევს უამრავ საშუალებას, რათა თავი იგრძნო ბედნიერ ადამიანათ. ტრადიცულად ყველაფერს აქვს თავის დოზა და მათ შორის ოცნებასაც, არარის აუცილებელი იმდენი იოცნებო რომ მერე ილუზიებით დაიწყო ცხოვრება
თუ არ შეიყვარებ შენს ოცნებას , მაშინ მისი ასრულების შანსი მინიმალურია. გასაკვირია და ბევრს იმის შიში რჩება, რომ როცა ოცნებას აისრულებენ აღარაფერი დაჩებათ იმისთვის , რომ ცხოვრება გააგრძელონ. ეს სრულიად არ შეესაბამება რეალობას. ვინაიდან ჩვენი ოცნებები არასოდეს გვასვენებენ და არასოდეს გვტოვებენ მარტო ...
და ბოლოს..არ ვიცი რატომ? საიდან ? როგორ ? მაგრამ ოცნება ყოველთვის ახდება!! თუ გულით გინდა! თუ დროს იქ დახვდები სადაც შენი ოცნება გელოდება!!
შეასწორა eElL♥BeliEbeR™-მა