-რატომ გაქვს ისევ ცრემლი...? ისევ ტირი..სუსტო, უბრდრუკო არსებავ!!
-არ გინდა გთხოვ...
-მთხოვ? ჰაჰ..მთხოვს!..რას მთხოვ, რა უფლებით რა პირით მთხოვ რამეს..
სიჩუმე..კიდევ ერთი ტანჯვით გაჯერებული ცრემლი ჩამოგორდა მუდამ ფერმკრთალ ლოყაზე.
-მიდი, მიდი იტირე..კიდევ, კიდევ.. შენ მეტი არც არაფრის ღირსი ხარ და არც არაფრის მაქნისი..მკვლელო..
-გაჩერდიიი!!!!
-მკვლელი ხარ..უგულო, საზიზღარი..არსება..უკვე ადამიანიც კი არ გქვია..
-ტყუილია..ტყუილი..მე არ მომიკლავს..მე არა..მე არა..
ათრთოლებული ტუჩებიდან ძლივს გასაგონად ისმოდა ბუტბუტი..
-არა, მართალი ხარ. ჯერ არ მოგიკლავს მაგრამ რაღა გაშორებს? ეს ერთი კარი?
გაბედე და შეაღე..შემდეგ არხეინად დაწექი და ორ წამში მკვლელის სტატუსიც გექნება
-არა..არა..ყველამ გამკიცხა, ყვლამ უარმყო..ნუ, ნუ იზამ ამას..ნუ მაწამებ
-წამება.? შენ აწამებ შენ თავს, შენ მალაპარაკებ, შენ შემმქმენი და ეხლა ვერ გამაჩუმებ. სუსტი ხარ და ამისი ბრალია ყველაფერი, ცხოვრების მოვლენილ განსაცდელს ძლიერები ას ე არ ხვდებიან ისინი ღირსეულად აგებენ პასუხს თავიათ შეცდომებზე..
აკანკალებული ხელები მუცელზე ფრთხილად მიიტანა, მოწიწებით შეახო გაყინული თითები მაგრამ მაშინვე მოიშორა...
-მე არ შემიძლია.. ამდენს ვერ გავუძლებ.. ჩემი ბრალი არ არის...
-უსუსური გამართლებაა..
-მან მიმატოვა, მისი ბრალია...მისი..მიმატოვა..მ..ი..გ..ვ..ა..
ყელზე მოწოლილმა ცრემლმა ამოხეთქა და ნიაღვრად გადმოვიდა, მთელი სახე დაასველა, შემდეგ კისერზეც ჩამოვიდა წურწურით..ყელი გაიარა და მაისურში ჩაიღვარა..შემდეგ მკერდსაც მიწვდა. Iმ მკერდს რომლის შიგნითან მალე დედის გული უნდა აჩქროლებულიყო. იმ მკერდს რომელსაც სულ მალე..სულ სულ მალე პატარა ანგელოზი უნდა გამოეკვება..მარგამ..ეს მხოლოდ უ ნ დ ა...
-შენს მუცელსი იზრდება ახალი ადამიანი, და არა მის...მან წაგართვა ერთი სიცოცხლე მაგრამ დაგიტოვა მეორე..და შენ ამ მეორეს მოსპობაც გინდა..
-ეს შეცდომა იყო..
-ხოდა გააკეთე ისე რომ ეს შეცდობა შენთვის ცხოვრების აზრად გადაიქცეს.
-არ შემიძლია..
-არა, ეს შენ არ შეგიძლია..მე კი. არადა მეც ხომ შენ ვარ, მაგრამ შენ ჩემზე ბევრად სუსტი ხარ და მიკვირს როგორ მჯობნი. მე უნდა ვიმარჯვებდე შენს გონებაზეც და სულზეც..სხეულზეც და შეგნებაზეც. მაშინ შემეძლოდა იმის გააზრება რა დონის ცოდვას ჩავდივარ, საკუთარ თავსაც ვღალატობ და უფალსაც..აი ამის შეგნებას შევძლებდი.
უცებ კარი გაიღო..გოგონას სხეული შეკრთა, შეშინებულმა და დასიებულმა თვალებმა მზერა "ჯოჯოხეთის” კარისკენ მიმართეს..რომლიდანაც გამოვიდა "ლუციფერის” მოციქული და ბოხი ხმით ამოიკითხა გვარი..ეხლაღა მიხვდა რომ ხელები მაინც მუცელზე ჰქონდა სეჭდობილი და უცებ..უცებ იგრძნო დარტყმა..ერთი ციდა და უზლიერესი დარტყმა..შიგნიდან, მისგან..
გვარი განმეორდა. ისევ გამყინავი ბოროტი უგრძნობი ხმით..
ამას მოყვა წამიერი გათიშვა..თვალთ დაბნელება..გვარი კიდევ რამდენჯერმა ჩაესმა ყურს..
კიდევ წამიც დაFფეხები თავისით წამოდგა..შიშით აზიდული წარბები შეიკრა, ფერმკრთალი ლოყები წითელმა დაფარა ხოლო შიში სიბრაზემ და საშინელმა სიძულვილმა შეცვალა. სიძულვილმა ამ ადგილის მიმართ, ამ ქალის მიმართ და ყველას მიმართ ვინც საერთოდ ფიქრობდა აქ ოდესმა ფეხის შემოდგმასაც კი..
-შემობრძანდით ქალბატონო..
-არც ვიფიქრებბ!!! Gგაისმა გულგამგმირავი ყვირილი-მე არ მოვკლავ ჩემს შვილს! Aარ შევიყვარნ ამ ბოროტების ბუნაგსი..იმიტომ რომ ჩემია! ჩემია. მხოლიდ ჩემი!! სიცოცხლეა ცხოვრების აზრიი..გაიგეთ?..ვერასდროს მომისპობთ...
Gგაკვირვებული თვალების მზერა..ყველას უკვირდა..უცებ ერთერთმა გარკვევით ჩაილაპარაკა..
-ახალბედა. ჰჰმმ..საცოდავი
-საცოდავი ტქვენ ხართ!!! Iმიტომ რომ არ გესმით..გული არ გაქვთ რომ იგრძნოთ..და..მე..მე თქვენნაირი არ ვარ...
ხელი ისევ მუცელს მოხვია
შებრუნდა და წავიდა...
********************************************
-დედი..დე..გაიღვიძე რაა..დეე..
-რაა? რა იყო ჩემი კარგო? ხომ კარგად ხარ? რამე გტკივა?
-არა..დე..მაგრამ იცი შემაშინა
-ვინ დედა? დაფეთებული წამოხტა და 4წლის გოგონა გულში მაგრად ჩაიკრა
-ვინ და დიდმა, კბილებიანმა დათვმა..აი ასეთიმა
გოგონა სასაცილოდ დაიმანჭა
-დათვი სად ნახე დედიი..
-სიზმარში..აი ასე მითხრა მიმის შეგიჭამო. პატარა ანანოს ხმაში კიდევ ისმოდა შიში, თან ოქროსფერთმიანი პატარა თოჯინა ყავდა მკერდზე მიკრული
-ასე გითხრა დათვმა? არაუშავს…ვერ მოვა, მე არ მოვუშვებ არც შენთან არც მიმისთან..
-მერე არ შეგეშინდება?
-მე რა შემაშინებს? აი ნახე რა ძლიერი დედიკო გყავს?
-ყველაზე..ყველაზე..აღფრთოვანებით დაიკრიჩა პატარა..თან გამოაჩინა წინ ამოღებული ერთი "კიჭი”
-მოდი დედიკოს ჩაუწექი და ჩაეხუტე..
-მაგრად?
-ხო მაგრად..
გაეღიმა..
პატარა, ანცი, ლოგინზე შეხტა და მალევე დედის მკლავებში ისევ დაუბრუნდა სიზმრებს..ოღონდ ამ ჯერად მშვიდს..შეიძლება დათვის მაგივრად ფერიები ესიზმრა ან ანგელოზები..მისნაირი პატარა და ლამაზი ანგელოზები..დედა ერთ ხელს, მის წაბლისფერ ტალღოვან თმებში აცურებდა. მეორეთი კი თბილ, სიხარულით ჩამოდენილ ცრემლს იწმენნდა..
ის ხომ დაჰყურებდა
ცოცხალ...
სიცოცხლეს...