ნიკი მინაჟი Allure აპრილის ნომრის ყდაზე
29 წლის რეპერი ქალი, ეპატაჟური და ექსტრავაგანტული ნიკი მინაჟია ჟურანლ Allure აპრილის ნომრის ყდაზე. ნიკიმ ჟურნალთან ინტერვიუში ისაუბრა ფერადი თმის სიყვარულზე, მის სტილზე და მიღწევებზე მუსიკაში.
ნიკიმ საკუთარი სტილი სწორედ ფერადი თმებით დაიმკვიდრა. როგორც თავად ნიკი ამბობს, სიყვარული ფერადი თმისადმი მას ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაეწყო, კერძოდ კი 9 წლის ასაკიდან, როდესაც მან პირველად ჩაიტარა თმაზე ექსპერიმენტი.
აი რა განუცხადა ნიკიმ ჟურნალს: "ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო, ვიხვევდი, ვიღებავდი სხვადასხვა ფერებად, როდესაც დავამტავრე, მივხვდი რომ ეს იყო ძალიან, ძალიან, ძალიან ლამაზი. მეზობელის რეაქცია ასეთი იყო: "რატომ ჩაიდინე ეს?" მე არასოდეს დამავიწყდება თუ რა ვუპასუხე: "მე ვიღაც ახალი ვარ ასეთ თმებში"
ნიკი მუსიკაზე: "მე მუსიკას ვუყურებ როგორც ბიზნეს, და მე უნდა შევქმნა ახალი იმპერია.ახლა მეორე ალბომის გამოცემაზე ვფიქრობ. მე მქონდე საუბარი ჯეი-ზისთან ვიქტორია სიქრეთის შოუზე და მან მითხრა: "მიხარია შენი წარმატებები" მე ვუპასუხე: " მე მოვდივარ შენთვის, მე მოვდივარ შენი ადგილისთვის "
by:♥AniBelieber♥