მჯდომარე ანასტასია
ალბათ გსმენიათ მე-20 საუკუნის სასწაულ მოქმედზე ანასტასიაზე. მიუხედავად იმისა რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას ის ჯერ წმინდანად არ შეურაცხავს, მაგრამ ხალხი მის საფლავზე ლოცულობს სასწაულის იმედით, მიდიან და სასწაულებიც ხდება. ანასტასია 1886 წელს დაიბადა. დედა პატარას გარდაეცვალა და დედინაცვალი ზრდიდა. იგი ეკლესიურად ცხოვრობდა და ნაძალადევის ღვთისმშობლის ეკლესიაში გალობდა. ამბობენ, რომ ძალიან ლამაზი იყო და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მისი რჩეული კი სამხედრო ოფიცერი გახდა. ანასტასიას დედინაცვალი არ მოსწონდა და არც მისი ეკლესიური ცხოვრების სჯეროდა. ამიტომ ერთ დღესაც როცა ოფიცერმა ანასტასიას სახლში მიაკითხა, დედინაცვალმა უთხრა რომ ანასტასია გაგიჟდა და ფსიქიატრიულში წაიყვანეს. სასოწარკვეთილმა ოფიცერმა იარაღი აიღო და თავი მოიკლა. როდესაც ანასტასია დაბრუნდა და ეს შემზარავი სურათი ნახა, მუხლებზე დაეცა და ლოცულად დადგა. ის მაშინ 18 წლის იყო. ანასტასია 65 წელი იმ ადგილიდან არ ამდგარა. ამბობენ რომ მას საოცარი მადლი ჰქონდა და სასწაულებს სიცოცხლეშივე ახდენდა. ის 1970 წელს გარდაიცვალა. 2 წელია უკვე ანასტასიას საფლავი სასწაულმოქმედი გახდა. ის დაკრძალულია კუკიას სასაფლაოზე. ანასტასია სიყვარულის მფარველად ითვლება და ძირითადად მას სიყვარულს ავედრებენ. მის საფლავზე სამჯერ მოსული ხეიბარიც განიკურნა და მესამეჯერ თავისი ფეხით წავიდა სახლში. მის საფლავზე აუცილებელია თავსაფრით შესვლა და იკრძალება შარვლით შესვლა. იქ მისულებს სანთლები და წითელი ვაშლები მოაქვთ. ვაშლებს ჯვრის ფორმაზე ალაგებენ და ლოცვას იწყებენ. იქ მიდიან ყოველ დღე და ისინი ამბობენ რომ იქ მისვლის შემდეგ ისინი დიდ სიმშვიდეს გრძნობენ..
By: eElL♥BeliEbeR™