Los-Angeles
ქალაქი ლოს-ანჯელესი, შემოკლებით ელ-ეი (LA), ანგელოზთა ქალაქი, კალიფორნია, მოსახლეობით აშშ-ის სიდიდით მეორე ქალაქია ნიუ-იორკის შემდეგ. ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1850 წლის 4 აპრილს და ამავე სახელწოდების ქაუნთის ადმ. ცენტრია. 2000 წლის ცენზის მიხედვით მისი მოსახლეობა შეადგენდა 3,69 მილიონს, თუმცა 2004 წლის 1 ივლისის აღწერით ქალაქის მოსახლეობამ 3,85 მილიონს მიაღწია, ქაუნთის საერთო 10 მილიონი მცხოვრებიდან. ქალაქი სამხრეთ კალიფორნიის ურბანული აგლომერაციების ცენტრი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი ფართობია 1200 კვ.კმ, რითაც ის ნიუ-იორკს და ჩიკაგოს აღემატება.
ლოს-ანჯელესი ქვეყნის ერთ-ერთი კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო და გართობის ცენტრია. ქალაქი ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტი ადგილია, ისევე როგორც შემოქმედების ავანგარდი, სადაც თავს იყრის დედამიწის ფაქტიურად ყველა ერის წარმომადგენელი. აქ ჩამოსულ ადამიანებს ყოველთვის ხიბლავდა ქალაქის საამური კლიმატი, ცხოვრების ცოცხალი ცხოვრების რიტმი, უდიდესი ენერგია, წყნარ ოკეანეზე მთავარი გასასვლელის სტატუსი და ”ამერიკული ოცნების” განხორციელების შესაძლებლობანი. 1932 და 1984 წლებში ლოს-ანჯელესი ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობდა. ლოს-ანჯელესის ყველაზე კრიმინალური უბნებია Compton-ი Watts-ი და Inglewood-ი და ყველაზე კრიმინალური დაჯგუფებები - კი Bloods, CripsSureños, Mara Salvatrucha და 18th Street.
ქვეყანა აშშ
შტატი კალიფორნია
ოლქი ლოს-ანჯელესი
კოორდ. 34°03′00″ ჩ. გ. 118°15′00″ დ. გ.
შიდა დაყოფა 15 უბანი
ქალაქის მერი ანტონიო ვილარაიგოსა
დაარსდა 1781
ქალაქი 1850 წლიდან
ფართობი 1,290.6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 71 მ
მოსახლეობა 3,849,378 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 3,168 კაცი/კმ²
აგლომერაცია 17.545.623
დროის სარტყელი UTC-8, ზაფხულში UTC-7
ტელ. კოდი 213, 310, 323, 424, 661, 818
საფოსტო ინდექსი 90001-90068, 90070-90084,
90086-90089, 90091, 90093-90097,
90099, 90101-90103,
90174, 90185, 90189
გერბი:
დროშა: