|
ჩემი საყვარელი მომღერალია სელენა გომეზი მიყვარს მისი ყველა სიმღერა მათგან გამოვარჩევდი 2ს მაგ: Love You Like A Love Song და Who Says სელეს ბიოგრაფია სელენა მარია გომეზი - ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და გაეროს ბავშვთა ფონდის ყველაზე ახალგაზრდა ელჩი.სელენას მამა წარმოშობით მექსიკიდანაა, დედას კი იტალიური ძირი აქვს. სელენას დედა – მენდი ტიფი – წარმატებული მექსიკელი მსახიობია,როდესაც მან სელენა გააჩინა 16 წლის იყო.მისი მამა კი რიკარდო გომეზია, თუმცა სელენა ძალიან პატარა იყო როცა მისი მშობლები გაშორდნენ. შემდეგ კი მენდი დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღესაც სელენას მამინაცვალ ია.დედამისთან თეატრში რეპეტიციებისთვის თვალის დევნის შემდეგ, სელენამ თქვა, რომ მსახიობობა სურდა და არანაირი სხვა პროფესია არ უნდოდა სამსახიობო კარიერა უკვე ექვსი წლის ასაკში სელენა გომეზმა თავისი პირველი კასტინგი გაიარა, შვიდი წლისას კი დაიწყო მუშაობა შოუში «ბერნი და მისი მეგობრები»,სელენა აქ გომოჩნდა მეშვიდე და მერვე სეზონში, მას შემდეგ რაც კასტინგი მოუგო 1400 პრეტენდენტს. უნდა ავღნიშნოთ, რომ აქ მნიშვნელოვანი როლი მენდიმ ითამაშა.ამის შემდეგ ის სარეკლამო აგენტებმა შენიშნეს.სელენა სათამაშოებს,მაღაზიებს და საოჯახო რესტორნებს უკეთებდა რეკლამას.2004 წელს, როდესაც სელენა 12 წლის იყო, მან გაიარა კასტინგი უოლტ დისნეის სტუდიაში , რის შემდეგაც გამოჩნდა წარმატებულ Disney Channel-ის პროექტებში, მაგალითად ტელესერიალში «ჰანა მონტანა», როგორ გაიარა ამ საბედისწერო სელენასთვის კასტინგმა, ისტორიას არ ყვება, მაგრამ როგორც ჩანს, დედის განათლებამ და გამოცდილებამ ხელი შეუწყო. ყველანაირად, საოცარია, რომ მორცხვმა გოგონამ, გადაღებების პატარა გამოცდილებით გაიმარჯვა კონკურში ბევრად გამოცდილ და წარმატებულ კონკურენტზე.«ჩვენ მოგვიყვანეს კალიფორნიაში, – იხსენებს სელენა გომეზი. – მე ვიყავი ძალიან მორიდებული და შებოჭილი. შემოვედი ოთახში, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი იყო – რეჟისორები და პროდიუსერები. მე ვხდებოდი, რომ ვეჯიბრები გოგონებს, რომლებიც ჩემზე გამოცდილები და საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ. მე ვერ ვხდები, როგორ გავიარე ის კასტინგი.»გამოცდილმა მსახიობმა, მოაწყო მთელი შოუ მოედანზე, სადაც კასტინგი ტარდებოდა. სელენას მაშინ შეუსრულდა 7 წელი და დედამ მოუწყო მას გრანდიოზული დღესასწაული.სელენა მონტე კარლოს გადაღებებზე პარიზში2008 წელს სელენამ ითმაშა ფილმში «კიდევ ერთი ისტორია კონკიაზე».2009 წელს «პრინცესას დაცვის პროგრამაში»,სადაც ასევე დემი ლოვატოსთან ერთად მონაწილეობდა.2007-2010 წლებში სერილში «ჯადოქრები უივერლიდან»,რომელმაც ერთ დროს «ჰანა მონტანას» რეიტინგსაც კი გადაუსწრო.2010 წელს «რამონა&ბიზუსი».ასევე სელენას მალე ვიხილავთ ფილმში «მონტე კარლო».Teen Choice Awards 2009-ზე სელენამ ფილმისთვის «პრინცესას დაცვის პროგრამაში» საუკეთესო ქალი ტელევარსკვლავის პრიზი მოიგო,ხოლო Alma Award 2009-ზე კი სერიალისთვის «ჯადოქრები უივერლიდან» საუკეთესო კომედიური მსახიობის პრიზი მოიპოვა და ა.შ
Selena Gomez & the Scene ეს ჯგუფი შეიქმნა 2009 წელს,ვოკალისტი არის სელენა გომეზი,ისენ რობერტსი უკრავს გიტარაზე,ჯოი კლემენტი - ბასზე,გრეგ გარმენი - დასარტყამი ინსტრუმენტებზე ,ხოლო დეინ ფორესთი - კლავიშებიან ინსტრუმენტებზე.მათი პირველი სადებიუტო სტუდიური ალბომი იყო Kiss & Tell,რომელიც გამოვიდა 2009 წლის 29 სექტემბერს.2010 წლის 5 მარტს ეს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ,ხოლო სინგლი Naturally 15 ივლისს პლატინის ხარისხით.მეორე ალბომი A Year Without Rain გამოვიდა 2010 წლის 17 სექტემბერს,ამ ალბომის დებიუტი ბილბორდ 200–ში მე–4 ადგილით შედგა,პირველ კვირაში ალბომის 66,000 ასლი გაიყიდა
სურათები
სელენას ანიმაციები სელეს კლიპები სელენას ლაივ შესრულებები
|
|
|
სულ კომენტარები: 5 | |
| |
| |