მსოფლიოშ ასობით ათასი, სხვადასხვა ზომის, ფორმის და დანიშნულების ხიდია. მათი უმეტესობა არ აღძრავს არანაირ ემოციას, რადგან ან ზედმეტად უხეში და პრაგმატული არქიტექტურული დიზანი აქვს, ანდა სულაც ხიდიდან გადაშლილი ხედი არ ვარგა არაფრად. ასეა თუ ისე, ხიდების უმეტესობა, მიუხედავად პომპეზურობის და საინჟინრო შედევრობისა, არ ხვდება ტურისტებისთვის „აუცილებლად სანახავ" ობიექტთა რიცხვში.
თუმცა, აქაც არსებობს გამონაკლისები. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ხიდების ათეულის, რომლებიც არქიტექტურული გენიის და გარემოსთან იდეალური შეხამების კლასიკური ნიმუშებია
1.Øresund – 2000 წელს არის აგებული და 2 სკანდინავიურ ქვეყანას, დანიას და შვედეთს აკავშირებს ერთმანეთთან. ეს არის ამ დროისთვის ყველაზე გრძელი საავტომობილო ხიდი მსოფლიოში