ვიღაცამ
მკლავზე ხელი მაგრად მომიჭირა, მე გავიხედე და ჩემი დაქალი იყო ანი.
- ანი
რა გჭირს, ხელი მეტკინა. ოოხ რაა ძალაა გაქ :დდ
- სალი
მისმინე! გაკვეთილი როცა დამთავრდება სკოლის ეზოში ჩამოდი რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი.
-რა მოხდა, ხო მშვიდობაა??
- მოკლედ ჩამოდი და ყველაფერს გეტყვი.
- კარგი
როგორც გინდა, ჩამოვალ აუცილებლად..
მე გაკვეთილზე შევედი, მასწავლებელმა საყვედური მითხრა რატომ დააგვიანეო? მაგრამ როგორც ყველა ბავშვი გავატარეე ეს ნათქვამი.. დავჯექი. სულ იმაზე ვფიქრობდი რა უნდა ეთქვა ანის, სულ საათს ვუყურებდი და ეს 45 წუთი
არა და არ გადიოდა.. როგორც იქნა გაკვეთილი გამოვიდა და სულ ფრენით ჩავედი სკოლის ეზოში. ანიც იქვე სკოლის ეზოში დიდ ხესთან იდგა.
- ანი
მიდი მითხაარიი რაა ხდება ვკვდები ინტერესით.
- რა ხდება დაა, შენ რომ მომიყევი ვიღაცამ დარეკა ტელეფონზეო და მე მიკითხაოო, ასე მოხდა ჩემთანაც, დღეს დილას 7 საათზე ჩემთანაც დარეკეს. და ზუსტად ისეთივე საუბარი დაიწყო, როგორც შენთან...
- მე უცებ შევაწყვეტინე, ანი ვიღაც მაგრად გვეხუმრება და მოდი ჩვენ კლასელ გოგოებს ვკითხოთ მათთანაც ხომ არ რეკავდნენ..
- კარგი
ვკითხოთ გაკვეთილების მერე..
- აუუ ისეე ეს ამბავი რაღაცნაირად არ მინდა რო გამჟღავნდეს. არ დაიწყონ მერე ჭორაობა.
- აბა
მითხარი რა ვქნათ??
- არ ვიცი რაა აზრზე არ ვარ. ისეე თიკოსაც ვკითხოთ მაინც დაქალიიაა და ეგ არავის ეტყვის ხო იცი..
- კაიი
მასეე ჯოობია. რო გამოვა გაკვეთილები შენ და თიკო ჩამოდით ქვემოთ და უნდა გავარკვიოთ ვინ ხუმრობს ასე.
შესვენება
დამთავრდა და მე ისევ კლასში ავედი. მოკლედ დამთავრდა გაკვეთილები და მე და თიკო ჩავედით ქვემოთ ვუთხარი რო მე და ანის საქმე გვქონდა. ვუთხარით ეს ამბები და თიკომ თქვა:
- არა ასეთი ნამდვილად არაფერი არ მომხდარა.
- აბა
მარტო მე და ანის გვქონია ასეთი ამბებიი? (( კარგი
ბავშვებო მე წავალ ახლა სახლში და ვნახოთ კიდე თუ დარეკავს ეგ ვიღაც. აიი ჩემი დაც მოვიდა და აბა ხვალამდე. ანი თუ რამე დამირეკე...
მე და ჩემი და სახლისკენ წავედით.
- სალი
მე ნინისთან ავალ რა. ვიმეცადინებთ და საღამოს მოვალ სახლში, დედას უთხარი.
- კაიი მიიდიი და მალე მოდი სახლში..
მე გზა გავაგრძელე, ცუდი ამინდი იყო და ქუჩაში ბევრი არავინ დადიოდა. უცებ შევამჩნიე რომ ვიღაც შავებში ჩაცმული ბიჭი, რომელსაც სახე არ უჩანდა უკან მომდევს. სადარბაზოში შევედი და შემომყვა, უკვე ძალიან მეშინოდა. ჩქარ-ჩქარა ავდიოდი კიბეზე. უცებ უკან მოვიხედე და ის...
ბავშვებო იმედია მოგეწონათ და მინიმუმ 5 კომენტარი
თუ არ იქნება მოთხრობას არ გავაგრძელებ
<3