- აიიიღეე დეე.. (ჩემი და: მარიამი)
- თქვეენ არ გაინძრეთ. ზარმაცებოო. (დედაჩემი: ეკა) -გისმენთ!
- გამარჯობათ, მე თქვენს ქალიშვილს სალის მინდა ვესაუბრო! (უცნობი)
- სალის სძინავს. რომელი ხარ? (დედა)
და ტელეფონი გაითიშა.. მე მაინც ცნობისმოყვარეობამ მძლია და ვკითხე დედაჩემს: - ვინ იყო დეე?
- ეგ შენ უნდა მითხრა ვინ იყო.. ჯერ 15 წლის ხარ და ბიჭები უკვე სახლის ტელეფონზე რეკავენ დილის 7 საათზე.. და დედა გვერდით მომიჯდა..
- მე არ ვიცი ვინ უნდა ყოფილიყო, არცერთმა მეგობარმა ბიჭმა სახლის ტელეფონი არ იცის.. კაარგიი ალბაათ ვინმეს ნომერი შეეშალა..
- თქვენს ქალიშვილს სალის სთხოვეთო. ესეც შეცდომით თქვა? ან საიდან მიცნო რომ დედაშენი ვიყავი?
- კარგიი რაა დედაა დაივიწყეე ალბათ ვიღაცამ იხუმრა..
- კარგი დროებით დავივიწყებ მაგრამ მაინც გავარკვევ ვინ არის, რადგან შენ არ ამბობ.
დედა სამზარეულოში გავიდა და მეე გაშტერებული ვიყურებოდი, ვფიქრობდი ვინ უნდა ყოფილიყო. უკვე სკოლაში წასვლის დროც დადგა.
მე ჩემი და როგორც ყოველთვის ზედ დავახტი და ისე გავაღვიძე :დ ორივემ ავდექით მოვემზადეთ სკოლაში წასასვლელად.. სკოლაში როცა მივედი ყველა მეგობარ ბიჭს დავაფიცე რომ თქვენ ხომ არ იხუმრეთთქო, მაგრამ ყველამ უარყო. ძალიან მაინტერესებდა ვინ იყო ის უცნობი. ზარიც დაირეკა, გაკვეთილზე უნდა შევსულიყავი და ვიღაცამ მკლავზე ხელი მაგრად მომიჭირა, მე გავიხედე და. .. ...