Louis Vuitton: "Monogram Idylle"
ფრანგულმა ბრენდმა ლუი ვიტონმა გამოუშვა სამკაულების ახალი კოლექცია. კოლექციის სახელი Monogram Idylle. ლეგენდარული ფრანგული მოდის სახლის სიმბოლო სამ ვარიანტშია წარმოდგენილი. ყოველ მათგანს თავისი ტიპის ოქრო მიეკუთვნება - თეთრი, ყვითელი და ვარდისფერი. რამოდენიმე სამკაული გაფორმებულია ბრჭყვიალა ბრილიანტებით. ასორტიმენტში შედის სამაჯურები და კულონები, რომელთა ერთმანეთთან შეხამება სავსებით შესაძლებელია.
ეს კოლექცია დახვეწილი და ელეგანტური სტილის მქონე გოგონებისათვის ზედგამოჭრილია. სამკაულები ძალიან მოუხდებათ საღამოს კაბებს.
by:
♥AniBelieber♥