myteen



საიტი გაუქმებულია!




ქურდობები


ჰოლივუდის ვარსკვლავები ხშირად ხვდებიან ბულვარული პრესის ფურცლებზე, როგორც ჩვეულებრივი ქურდები. პოპულარული ბრენდების სახეები და მილიონიანი ჰონორარების პატრონები ხშირად იპარავენ არა მარტო ფულს, არამედ ძვირფას ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და სამკაულებს. ხშირად ქირით აღებულ ძვირფას ნივთებსაც არ აბრუნებენ. ზოგიერთი ვარსკვლავი იმდენად მიეჩვია ძვირფას საჩუქრებს, რომ მათთვის ცნებები – გაქირავება ან სხვისი ნივთი არ არსებობს. ასეთ პოპულარულ ადამიანებს ჰოლივუდში კლეპტომანებს ეძახიან, პოლიციაში კი – ქურდებს. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს.

ლედი გაგა


ეპატაჟური მომღერალი იმ ვარსკვლავების სიაშია, რომელთაც ნაქირავები ნივთების უკან დაბრუნება არ უყვართ. 2011 წელს ფრანგულ ტელეარხზე ლედი გაგაზე გადაღებული ფილმის პრემიერა გავიდა, რომლის გადაღებებზეც დიზაინერმა ჟან პოლ გოტიემ მას ხუთი კოსტიუმი ათხოვა. დადებული ხელშეკრულების თანახმად, ვარსკვლავს კოსტიუმები მუშაობის დასრულებისთანავე უნდა დაებრუნებინა. ამის სანაცვლოდ კი ლედი გაგამ ჟურნალ "ფიფლთან” ინტერვიუში განაცხადა: "გოტიეს კოსტიუმები დავკარგე”.
რამდენიმე თვის შემდეგ ლედი გაგამ ერთ–ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მას კლეპტომანიური გადახრები აქვს. ის ნიუ იორკის სასტუმროში დაცვამ მაშინ შენიშნა, როდესაც ვუპი გოლდბერგის სურათს იპარავდა. თავისი საქციელი კი იმით ახსნა, რომ ვუპის ფანია. "ეს ძალიან სასაცილო ისტორია იყო. სასტუმროს შესასვლელში ვუპის სურათი იყო ჩამოკიდებული და დაქალებთან ერთად გადავწყვიტე, ოცნება ამესრულებინა და მისი სურათი ჩემს ოთახში ჩამომეკიდა. როგორც კი ეს განვახორციელე, დაცვის თანამშრომელი დამადგა და მთხოვა, ვუპი უკან დააბრუნეთო”.

                                                                                 

 ლინდსეი ლოჰანი



25 წლის ჰოლივუდელი ხულიგანი ლინდსეი ლოჰანი ვარსკვლავებს შორის ყველაზე ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. 2011 წელს ლოს ანჯელესის საიუველირო მაღაზიიდან მან 2500 დოლარად ღირებული ოქროს კოლიე მოიპარა. მისი ეს საქციელი დაცვისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, პოლიციამ დააპატიმრა და 35 დღიანი შინაპატიმრობა და 360 საათი საზოგადოებრივი მუშაობა დაეკისრა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ეს პერიოდი მორგში დამლაგებლად იმუშავა.
მსახიობის ცხოვრებაში ეს პირველი შემთხვევა არ არის. 2009 წელს ჟურნალ "ელისათვის” გამართულ ფოტოსესიაზე, სადაც ლინდსეი პოზირებდა, გადასაღები მოედნიდან 24 ათას ფუნტ სტერლინგად ღირებული "დიორის” საყურეები დაიკარგა. მარკ ჯეიკობსმა კი ერთ–ერთი ფოტოსესიის შემდეგ"ლუის ვუიტონის” რამდენიმე კაბა დაკარგა. თავად ლინდსეი ამბობს, რომ ის არაფერშია დამნაშავე, სამკაული და კაბები მისმა სტილისტებმა იქირავეს და დაბრუნება დაავიწყდათ.
2008 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტმა, წარმოშობით რუსმა მარია მარკოვამ განაცხადა, რომ 12 ათას დოლარად ღირებული ქურქი დაკარგა, როდესაც ლოჰანთან ერთად მანჰეტენის ერთ–ერთ კლუბში ერთობოდნენ. ლინდსეის თავხედობა ეყო და მორიგ წვეულებაზე სწორედ ამ ქურქით მივიდა, სადაც ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს. როგორც კი ეს ფოტოები პრესაში დაიბეჭდა, ქურქი

 რობერტ პატინსონი


25 წლის რობერტ პატინსონი უდაოდ გემოვნებიანი მამაკაცია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მისი გარდერობის დიდი ნაწილი ნაყიდი კი არა, ვამპირული საგის მეოთხე ნაწილის, "განთიადის” გადასაღები მოედნიდან არის მოპარული.
ვამპირული საგის პირველი ნაწილის გადაღებებისას პატინსონი ყველაზე ხშირად კოსტიუმების მხატვარს ეჩხუბებოდა. ის უფრო თანამედროვე, მოდურ და ძვირფას ტანსაცმელს ითხოვდა. გადაღებების დასრულების შემდეგ კი ყველა კოსტიუმი საგრიმიოროდან თავის გარდერობში გადაიტანა. მას შემდეგ მხატვრებმა ჭკუა ისწავლეს – როდესაც რობერტმა ითამაშა ფილმში "საყვარელი მეგობარი”, მე–19 საუკუნის სტილის კოსტიუმები სახლში არ გაატანეს.

 ბრიტნი სპირსი




ტოპპრინცესა ბრიტნი სპირსიც სერიოზული კლეპტომანია, თუმცა, სხვებთან შედარებით, ნაკლებად აზარალებს გარშემომყოფებს. მას არ ხიბლავს ძვირფასი სამკაულები და ფეხსაცმელები, ის ავტოგასამართი სადგურებიდან სანთებელებს იპარავს, სექსშოპებიდან – პარიკებს.

ასეთი წვრილმანი ხულიგნობის გამო ბრიტნისთვის არავის უჩივლია. "დიახ, ბრიტნიმ ჩვენთან ორი სანთებელა მოიპარა. თითოეულის ღირებულება დოლარნახევარია. იმედი მაქვს, რომ შემდეგ მოსვლაზე ის გადაიხდის. ჩვენ ამის გამო პოლიციაში არ ვუჩივლებთ”, – თქვა ერთ–ერთი ავტოგასამართი სადგურის გამყიდველმა.
და მაინც, არსებობს ბრალდება, რომლის თანახმადაც, ლოს ანჯელესის ერთ–ერთი წვეულებიდან ვარსკვლავმა 28 ათას დოლარიანი ქურქი გააყოლა ხელს.

                                                                             

        პერის ჰილტონი




ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ პერის ჰილტონის ცხოვრებაშიც იყო პერიოდი, როდესაც 2007 წელს ის 60 მილიონიან მემკვიდრეობას ჩამოაშორეს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ბაბუამისმა, როდესაც გაიგო, რომ შვილიშვილი ძალიან ცუდად იქცეოდა – საჭესთან მთვრალი იჯდა და საზოგადოებას სკანდალებით კვებავდა.

გამოსწორების ნაცვლად, მემკვიდრეობის გარეშე დარჩენილმა პერისმა გადაწყვიტა, ბაბუის მილიონების გარეშე გაეტანა თავი და სხვის მილიონებზე დაიწყო ნადირობა. 2008 წელს მან ცნობილი იტალიური ფირმის, "დამიანის” 60 ათას დოლარად ღირებული სამკაულები იქირავა. ეს სამკაულები სამი წლის წინ მოიპარეს ქურდებმა, როდესაც მისი სახლი გაძარცვეს, მაგრამ მათი გაყიდვა ვეღარ შეძლეს.
პერის ჰილტონი არა მარტო ძვირფასეულობის ქურდობაშია შემჩნეული, არამედ – იდეებისაც. 2010 წელს ფირმა "გვინეტ შუზმა” პერისს პრეტენზიები წაუყენა იმასთან დაკავშირებით, რომ მან ფეხსაცმლის გულის ფორმის ჩასაფენების იდეა მოიპარა, რომელიც 2007 წელს დააპატენტეს.

         ჯონი დეპი




2001 წელს ოსკარების ცერემონიალის შემდეგ ნამდვილი სკანდალი აგორდა. "ჯონი დეპმა ჰარისონ ფორდს ლიმუზინი მოპარა”, – ასეთი სათაურებით აჭრელდა გაზეთები. აღმოჩნდა, რომ ოსკარების შემდგომი წვეულებიდან გამოსულ ჯონი დეპს მანქანა აერია და ჰარისონ ფორდის ლიმუზინში ჩაჯდა. ფორდმა დაკარგული მანქანის შესახებ მაშინვე პოლიციაში განაცხადა, თუმცა დეპმა ის იმავე საღამოს მიუყვანა.

                           სარა ჯესიკა პარკერი



სარა ჯესიკა პარკერმა ფილმის "სექსი დიდ ქალაქში 2″ რეკვიზიტები და ძვირფასეულობა, რომლის საერთო ღირებულება 15 ათასი დოლარი იყო, სახლში წაიღო. ერთწლიანი მოხმარების შემდეგ კი სინდისმა შეაწუხა და უკან დააბრუნა.
კიმ კარდაშიანი მობილურების მანიაკია. ძალიან უყვარს აიფონი და ბლექბერი. გარშემომყოფებს ხშირად სთხოვს, რომ დაარეკვინონ და მერე ტელეფონს თავის ჩანთაში დებს.



სულ კომენტარები: 4
naniko_@@@   (2012-06-23.შაბათი - 12:59 PM)                   
0  
tongue tongue tongue tongue tongue love love love love love

-Nini♥   (2012-06-19.სამშაბათი - 1:35 PM)                   
0  
მადლობა :*

♥AniBelieber♥   (2012-06-19.სამშაბათი - 12:42 PM)                   
0  
კაარგიი სიიააახლე ამომეწოონა biggrin biggrin

BeliEber   (2012-06-18.ორშაბათი - 11:15 PM)                   
0  
კარგი სიახლეაა <333

კომენტარის დამატება გათიშულია!


მენიუ

რეკლამა

ძებნა

გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 134

Top სიახლეები
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 6575
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • სასკოლო ჩანთებ...
  • ნანახია: 5896
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-05
  • RIHHANA PICS
  • ნანახია: 3901
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-08
  • ♥Dogs♥
  • ნანახია: 3878
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-24
  • Tom And Jerry ...
  • ნანახია: 3736
  • კომენტარები: 3
  • ავტორი: tamuna
  • თარიღი: 2012-05-30
  • ჩემი საყვარელი...
  • ნანახია: 3552
  • კომენტარები: 8
  • ავტორი: SooFo♥
  • თარიღი: 2012-07-14
  • I Carly / აი ქ...
  • ნანახია: 3262
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-06-22
  • FaceBook Cover...
  • ნანახია: 3090
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-10-27
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 3016
  • კომენტარები: 6
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 2896
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: TeoNa♥
  • თარიღი: 2012-09-02

  • Top მომხმარებლები
  • ლოგინი: BeliEber
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 1145
  • ლოგინი: ♥AniBelieber♥
  • სიახლეები: 315
  • კომენტარები: 1320
  • ლოგინი: SooFo♥
  • სიახლეები: 202
  • კომენტარები: 367
  • ლოგინი: Mari♥
  • სიახლეები: 190
  • კომენტარები: 240
  • ლოგინი: eElL♥BeliEbeR™
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 210
  • ლოგინი: marikuna1
  • სიახლეები: 59
  • კომენტარები: 114
  • ლოგინი: tamta
  • სიახლეები: 55
  • კომენტარები: 53
  • ლოგინი: tamuna
  • სიახლეები: 48
  • კომენტარები: 216
  • ლოგინი: TeoNa♥
  • სიახლეები: 39
  • კომენტარები: 323
  • ლოგინი: ann-miley
  • სიახლეები: 32
  • კომენტარები: 64

  • ონლაინშია :
    Total online: 1
    Guests: 1
    Users: 0

    საიტზეა :
      არავინ

    დღეს შემოვიდნენ :
    მთვლელები :
     
    www.wsa.ge






    საავტორო უფლება დაცულია
    © 2012