თუ ყველა ამბობს, რომ ამაღამ ნიჭიერს უნდა ჩაუჯდეს, ე.ი. დღეს
ორშაბათია
და მაინც, თუ წუხელ ნიჭიერისთვის არ გიყურებია, მაგრამ ყველაფერი დეტალებში იცი (იმიტომ, რომ ირგვლივ ყველა ამაზე ლაპარაკობს), ე.ი.დღეს
სამშაბათია
თუ დღეს მესამე დღეა, რაც მაღვიძარა გაღვიძებს და სკოლაში/უნივერსიტეტში/სამსახურში წასვლა გეზარება, ე.ი. დღეს
ოთხშაბათია
თუ ერთი სული გაქვს როდის გათენდება ხვალინდელი დღე რომ საქმეების დამთავრების შემდეგ უშფოთველად დაისვენო, ე.ი. დღეს
ხუთშაბათია
თუ ერთი სული გაქვს როდის ჩამთავრდება დღევანდელი დღე, რომ გემოზე გამოიძინო, ე.ი.დღეს
პარასკევია
თუ დილით ოჯახის რომელიმე წევრი გაღვიძებს და გეუბნება-კარგი ამბავი მაქვს, დღეს შაბათია და შეგიძლია მთელი დღე იძინოო, ე.ი. მართლა
შაბათია
`
თუ არ გინდა დღევანდელი დღის დამთავრება იმიტომ, რომ ხვალინდელი დღე საშინლად გეზარება, ე.ი. დღეს
კვირაა