♥ცნობილი მომღერალი, კრისტინა აგილერა დიდ ეკრანზე დაბრუნებას გეგმავს. ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ისევ სურს ფილმებში თამაში, თუმცა როლი დრამატული უნდა იყოს.♥
♥"დიახ, ნამდვილად მინდა კინოს დავუბრუნდე. მინდა, რომ საკუთარი თავი გამოვიწვიო და მართლაც დრამატული როლი შევასრულო", - განაცხადა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში.♥
♥კითხვაზე, თუ რომელი როლის შესრულებას ისურვებდა, კრისტინამ უპასუხა, რომ დიდი სიამოვნებით განასახიერებდა ნარკომანს ან ავადმყოფს.♥
♥კრისტინამ 2010 წელს მუზიკლ "ბურლესკში" პროვინციელი მომღერლის როლი შეასრულა.♥