კოკო როშა (Coco Rocha; დ. 10 სექტემბერი, 1988, ტორონტო) — ირლანდიურ-რუსული წარმოშობის კანადელი სუპერმოდელი.
კოკო არის ერთ-ერთი პირველი მოდელი, რომელმაც ომი "ომი გამოუცხადა" ანორექსიას სამოდელო ბიზნესში. როშას კარიერა დაიწყო 2002 წელს, როდესაც ირლანდიურ საცეკვაო კონკურსზე მაინ გაიცნო ჩარლზ სტიუარტი, რომელმაც კოკოს შესთავაზა სამოდელო სააგენტოში მუშობა.
2006 წელს კოკო როშა გადაიღეს ვოგის ყდისთვის, რის შემდეგაც ის ნახა უამრავმა დიზაინერმა. როშა პოზირებდა ასეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორებიცაა Americana Manhasset, Balenciaga, Chanel, Dior, Dolce & Gabbana, Lanvin, The Gap, Tommy Hilfiger, Yves Saint Laurent, Rimmel და ა.შ.