ალბათ ყველას გვახსოვს ცხოვრების ყველაზე ლამაზი დრო-ბავშვობა, ჩვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ნაწილი, დრო როდესაც არაფერი გვადარდებდა მულტფილმების ყურების გარდა, ვაჭმევდით საჭმელს ჩვენს სათამაშოებს და მიგვყავდა ისინი ექიმებთან, ყველაზე საყვარელი ტრანსპორტი ველოსიპედი იყო და მულტფილმის ერთნაირი სერიების განმეორებას ინტერესით ვუყურებდით. გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობა.
ჩვენი ბავშვობა
ბავშვეობაში დედა ჩიფსის ჭამას გვიკრძალავდა, მაგრამ ჩვენ ჩიფსებს ახლაც ვჭამთ.
ბავშვობაში მაკდონალდში მხოლოდ იმიტომ დავდიოდით, რომ იქედან ახალი კოლექციის სათამაშო წამოგვეღო.
ბავშვეობაში ყოველ უაზრო ხუმრობაზე გულიანად გვეცინებოდა.
ბავშვობაში ბაღი გვძულდა, მაგრამ სკოლაში შესვლისას ბაღში დაბრუნება ვინატრეთ.
როცა ბავშვობაში დედა გვიყვიროდა ჩვენ კუთხეში ვჯდებოდით, ახლანდელი ბავშვები კი კომპიუტერს მიუსხდებიან და თამაშებს რთავენ.
ჩვენ ბავშვეობაში პოკემონეით და ტამაგოჩებით ვთამაშობდით, ახლანდელი ბავშვები კი აიპოდით და ტელეფონებით თამაშობენ.
როცა გვეუბნებოდნენ რომ ბიჭი ან გოგო მოგვწონდა ჩვენ ვბრაზდებოდით და ტირილს ვიწყებდით.
ოთახში მარტო დარჩენა გვეშინოდა.
დედები და მამები გუდიანებით და აუებით გვაშინებდნენ.
დედას ქვემოდან ერთი საათი მხოლოდ იმისთვის ვეძახდით, რომ 20 თეთრი გადმოეგდო ჟელიბონის ან მზესუმზირის საყიდლათ.
ქვემოდან ამოსულებს დედა ხელების დაბანას გვთხოვდა, ჩვენ კი გვეზარებოდა.
პატარაობაში კომპიუტერთან, მხოლოდ ხატვის ჩასართავად ვჯდებოდით.
10 წელი ძალიან დიდი ასაკი გვეგონა.
ჩვენ ის გვინდოდა, რაც დედას არ სურდა. სულ ფეხშიშველი დავდიოდით და დედა სულ გვიყვიროდა.
სულ გვინდოდა მოკლე მკლავიანი მაისურის ჩაცმა.
პატარაობაში მულტფილმის გმირების სახელებს ვირქმევდით.
პატარაობაში მშობლებს ვემალებოდით.
დაძინებისას დედას ვატყუებდით, რომ გვეძინა, მაგრამ ნელ-ნელა გვეცინებოდა.
მამაჩვენც სნიკერსებს, კინდერებს, მარსებს, კანფეტებს და უამრავ სხვა რამეებს ვავალებდით.
სათამაშოებს არ ვუვლიდით და ბაღში ვტოვებდით.
ცუდ საჭმელებს და ცუდ სასმელებს წამლები ან ფიები ერქვათ.
პატარაობაში ჩვენი ნადღაბნი ლამაზი გვეგონა, და გოგონას თავს დიდ ლოდს ვამსგავსებდით.
დედაჩვენის ხშირი ძახილი : ბეჭებში გაიმართე! გასწორდი! კუზიანივით ნუ დადიხარ!
ჩვენს თავებში რეინჯერებს ვპოულობდით და იმაზე ვჩხუბობდით რომელი იყო ყვითელი და რომელი ვარდისფერი რეინჯერი.
ლოგინის ქვეშ შეხედვა გვეშინოდა, და საწოლზე ჩქარა ვხტებოდით, რომ ლოგინის ქვეშ შემთხვევით არ შეგვეჭყიტა.
თუ მოვიტყუებოდით, გვეგონა, რომ ცხვირი გაგვეზრდებოდა.
ალბათ ბავშვობაში ყველას გყავდათ დათუნია, რომელთანაც ერთად იძინებდით და იღვიძებდით, მის გარეშე თქვენი თავი არ წარმოგედგინათ, ახლა კი გაიზარდეთ, არც იცით სად არის თქვენი სათამაშო, შეილება სხვა ბავშვის ხელშია, შეიძლება ნაგავსაყრელზეა, მას უნდოდა თქვენ მუდამ ბავშვი ყოფილიყავით, მაგრამ სათამაშოებსაც უცრუვდებათ იმედები. მათ თავიანთი მისია შეასრულეს, რადგან მათი მისია ბავშვებისთვის ბედნიერების მოტანაა...