ჩემი საყვარელი დღესასწაული არის აღდგომა.
მე აღდგომის დღესასწაული იმიტომ მიყვარს რომ... კვერცხები წითლად იღებება და პასკა ცხვება
სიმართლე გითხრათ კვერცხძე ძალიან პასკა მიყვარს :D მიყვარს რომ საქართველოს ყველა ოჯახო აღდგომისთვის ემზადება... ყველა ერთ დღეშია :D ყველა უჭახუნებს წითელ კვერცხებს ერთმანეთს უცხოებიც კი მე ეს ძალინ მომწონს... კიდე ის მომწონს რომ ერთმანეთისთვის უცხო ხალხი აღდგომას ულოცავს ერთმანეთს და წითელი კვერცხების გატეხვაში ეჯიბრებიან :D ძალიან მიყვარს როცა მე და ჩემი და ვეჯიბრებით კვერცხების გატეხვაში თუ ვისი უფრო მაგარი კვერცხია
:D :D მომწონს ის განწყობა ხალხში რაც აღსგომის დღესასწაულს მოაქვს :))
მოკლეთ ძალაინ მიყვარს აღდგომა.. კიდერ იცით რა მიყვარს??? როდესაც აღდგომის მეორე დღეს ჩემი ოჯახი სასაფლაოზე გადის მე და ჩემი და ყოველთვის ვათვალიერებთ სასაპლაოებს და კვერცხებს ვაგროვებთ
ახლა კი შემოგთავაზებთ მცორეოდენ ინფორმაციას აღდგომაზე
აღდგომა, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც
სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ მე–4 საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. ამიტომ განეკუთვნება აღდგომა მოძრავ დღესასწაულებს.
ქსე-ს თანახმად, აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაულია, რომელიც უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უნდა უკავშირდებოდეს, სადაც ის ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს.
ახლა კი აღდგომის სურათები