პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან გამიხარდა შემდეგ ტურში გადასვლა)) <3
ახლა გადავალ ჩემთვის საუკეთესო ფილმების ტოპ ათეულზე)) :**
ზოგადად მე ძალიან მიყვარს სათავგადასავლო ჟანრის ფილმები, კომედიები, საშინელებათა ფილმები, მაგრამ საშინელებათა ფილმებს მაშინ ვუყურებ როცა ვინმე სხვა უყურებს ჩემთან ერთად თორე მეშინია ისე :დდ
ჩემი Top 10 Films-ის ჩამონათვალში მე-10 ადგილას დგას ფილმი სახელწოდებით ,,იქ სადაც მონსტრები ცხოვრობენ".
ეს ფილმი დიდად არ მომწონს მაგრამ რაღაც სიმპატია გამოიწვია ჩემში, არის პატარა ბიჭი მაქსი რომელიც მოხვდება მისთვის უცნობ სანაპიროზე სადაც მონსტრები ცხოვრობენ. ის მონსტრებს გაიცნობს და ამ სანაპიროზე დაიწყებენ სამეფოს აშენებას. მაგრამ როცა ბიჭს სახლში დაბრუნება მოუნდება უკვე ყველაფერი წყალში ჩაეყარათ. ბიჭი დაბრუნდა სახლში და ასე სევდიანად დამთავრდა ეს ფილმი. დიდად არ მომეწონა უკეთესი დასასრულიც შეიძლებოდა.
9 ადგილს კი იკავებს ძალიან სახალისო მულტფილმი ,,ლორაქსი''. ამ მულტფილმმა მასწავლა რომ არ შეიძლება ხეს უდიერად მოეპყრა და ის მოჭრა. მაგრამ აქ მაინც ყველაფერი კარგად მთავრდება.
8 ადგილზე არის ფილმი ,,ექიმი დულიტლი''. ეს ფილმი არის ერთ ექიმზე რომელსაც ესმის ცხოველების და ფრინველების საუბარი. მაგრამ არავინ უჯერებს და მას გიჟად თვლიან. მაგრამ ბოლოს ექიმი ამ ყველაფერს დაამტკიცებს ბებერი ვეფხვის გადარჩენით.
7 ადგილზე არის საშინელებათა ფილმი ,,დამალობანას თამაში''. ამ ფილმს ვუყურებდი ჩემს დასთან ერთად და ძალიან მეშინოდა. გრძელი ისტორია იქნება ამის შესახებ რომ მოვყვე და ვიტყვი რომ საბედნიეროდ ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდა. კარგი ფილმია და შეგიძლიათ უყუროთ.
6 ადგილზე არის ძალიან მაგარი ფილმი ,,ნარნიის ქრონიკები''. უმაგრესია და თვეში ერთხელ მაინც ვუყურებ. ყველა ნაწილს არ მიყურებია მაგრამ მესამე ნაწილი მართლაც მაგარია.
5 ადგილზე არის ფილმი ,,ალისა საოცრებათა ქვეყანაში". ალბათ ყველას გაქვთ ნაყურები და შინაარსის მოყოლას არ დავიწყებ. მოკლედ ძალიიაან მაგარიაა..
4 ადგილზე არის ფილმი რომელსაც დიდი სიამოვნებით ვუყურე და უმაგრესი იყო. ემოციები ვერ გამოვხატე როცა ვუყურე. ეს არის ,,ციდან სამ მეტრზე". ძალიან მაგარი ფილმია და ვისაც არ გაქვთ ნაყურები უყურეთ არ ინანებთ. და თუ ნახავთ სადმე მეორე ნაწილს ქართულად დამილინკეთ რაა.. <3
3 ადგილზე არის ძალიან სახალისო და ძალიან მაგარი მულტფილმი ,,რაპუნცელი". ყველამ იცის ამ მულტფილმის შესახებ.. უუმააგრეესიაა დაა ამის ყურების შემდეგ ძალიან მაგარ ხასიათზე ვდგები ხოლმე)) :** ძალიან მიყვარს
მეორე და პირველ ადგილზე არის ,,ჩემი საშინელი ძიძა"-ს ორივე ნაწილი. მინდა გითხრათ რომ ამ ფილმმა დამშოკა. უმაგრესია აიი არ ვიცი.. თან კომედიაცაა და თან თავიდა საშიში. არის ერთი ძიძა რომელიც ბავშვებს რომლებიც ერთმანეთს ექცევიან ძალიან ცუდად, მათ უტარებს 5 გაკვეთილს. ძალიან მიყვარს ეს ფრაზა რომელსაც ამბობს ძიძა: ,,მე მანამდე ვიქნები თქვენთან სანამ დაგჭირდებით, მაგრამ არ გენდომებით, წავალ მაშინ როცა გენდომებით, მაგრამაღარ დაგჭირდებით." უმაგრეესი ფრაზაა. ეს ძიძა ქალი შეუხედავი და უშნოა. მაგრამ როცა ბავშვები გამოსწორდებიან ის გალამაზდება და ისე წავა)) აუცილებლად ნახეთ და მოგეწოონეებაათ.
მე დავაწესე გრანპრი :DD :D და გრანპრი გადაეცემაა. პაარაამ პაარაამ.. ჯიმ ქერის ყველა ფილმს. ეს ადამიანი არის კომედიური სამყაროს მეფე. არ ვიცი რა ვთქვა ეს ფილმები ბევრ რამეს მასწავლის, მახალისებს და აიი მართლა ძალიან მიყვარს ჯიმ ქერი.
აი სულ ეს იყო იმედია მოგეწონებათ )) ჩემი ნაშრომი.. <3
By: eElL♥BeliEbeR™