ბერა ივანშვილის ფეისბუქ გვერდი ბერას ახალ სიმღერას ავრცელებს სახელმწოდებით "ჩვენ ვართ საქართველო". სიმღერის შესავალში "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს ბერას. მისი სიტყვებით, თუ გინდა რეალურად გაიგო რა არის სამშობლო, აუცილებელია რეალურად განიცადო საფრთხე მისი დაკარგვისა. "ზუსტად ეს განვიცადე მე და ამან გადამაწყვეტინა და შემეცვალა ჩემი ცხოვრების ფილოსოფია. მე, 56 წლის კაცმა მთლიანად დავანგრიე და უარი ვთქვი ჩემი ცხოვრების წესზე, მოვედი და დავდექი იქ, სადაც ჩემს სამშობლოს, ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა," - ამბობს ივანიშვილის სიმღერის შესავალში. სიმღერის ტექსტში კი, ბერა ივანიშვილი მოუწოდებს ხალხს ერთად დგომისკენ, რათა აირჩიონ "41 ერთხმად". "დამთავრდა შიშის დრო, ერადერთი მიშისტიღა დარჩა თვითონ მიშიკო".