ბარბარა
პალვინი 18 წლის უნგრელი მოდელია. ის დაიბადა 1993 წლის 8 ოქტომბერს
ბუდაპეშტში. ბავშვობიდან იზიდავდა ფეხბურთი და სიმღერა, მაგრამ ერთმა დღემ
მთელი მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
სულ
13 წლის იყო როდესაც სახლში მიმავალი ქუჩაში უცხო მამაკაცმა გააჩერა და
ჰკითხა მოდელობა ხომ არ სურდა? პასუხი დადებითი იყო და მას შემდეგ ბარბარა
მოდის სამყაროში იკვალავს გზას. ამავე წელს მიიღო მონაწილეობა თავის პირველ
ფოტოსესიაში. ბარბარა საცხოვრებლად გადავიდა აზიაში, რათა გაადვილებოდა
წარმატების მიღწევა, რაც ნამდვილად გამოუვიდა.
ბარბარამ
მიიღო მონაწილეობა ბევრი ისეთი ცნობილი დიზაინერის ჩვენებებში,
როგორებიცაა : Louis Vuitton, Miu Miu, Nina Ricci, Emanuel Ungaro,
Christopher Kane, Julien MacDonald, Jeremy Scott, Vivienne Westwood,
Etro და ა.შ.
ბარბარა პალვინი შეყვანილია 50 საუკეთელო მოდელთა სიაში.
მას ხშირად ადარებენ ნატალია ვოდიანოვასა
და ბრუკ შილდის ახალგაზრდობას. მისი საყვარელი მოდელი ქეით მოსია.
სიმაღლე: 1.75 სმ
თმის ფერი: ღია ყავისფერი