1 წლის შემდეგ გამოვიდა ავრილის სადებიუტო ალბომიLet Go (2002). მისი გაყიდვების ტირაჟმა 8.000.000-ს მიაღწია. 17 წლის ასაკში ავრილი ჩარტების სათავეში მოექცა. 8 კვირის განმავლობაში მისი სიმღერა Complicated ჩარტების პირველ ათეულებში იმყოფებოდა. 2 კვირის განმავლობაში ავრილმა შექმნა 12 სიმღერა, რითაც ყველა გააოცა. ეს კომპოზიციები მოხვდა მის შემდეგ სტუდიურ ალბომშიUnder My Skin. მისი გამოცემა დაემთხვა ავრილის ცხოვრებაში რთულ ეტაპს, როდესაც იგი იმედგაცრუებული იყო უიღბლო სიყვარულის გამო.
ამჟამად ლავინი არა მხოლოდ მუსიკოსია. იგი არის ტანსაცმლის ხაზის Abbey Dawn ავტორი, გამოშვებული აქვს სუნამოები Black Star და Forbidden Rose. 2009 წელს ავრილის ინიციატივით ნიუ-იორკში მოეწყო მოდის კვირეული.