1. ყოველთვის თან გქონდეთ მზის სათვალეები და ხელთათმანები.
▪ მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ზაფხული არა რის.
▪ გადიხართ გარეთ სულ რაღაც 15 წუთით
▪ არ ააქვს მნიშვნელობა იმას , რომ თქვენ ზიხართ მანქანაში. ულტრაიისფერი სხივები ყველგან აღწევენ და ჩაბურული მინები მათგან არ გიცავთ.
აირჩიეთ ფართო სათვალეები, ის უფრო კარგად ფარავს სახის კანის ყველაზე მგძნობიარე ნაწილს, თვალების ირგვლივ.
ხელთათმანები – ესეც ერთგვარი დაცვაა მზისგან და ქარისაგან. მათ გარეშე სიარული ეს ნიშნავს ნაოჭებს და პიგმენტურ ლაქებს თქვენს ხელებზე.
2. ნუ ეწევით და არ დალიოთ კოქტეილები და წვენები ეგრეთწოდებული "ტრუბკებით”.
როცა თვენ სიგარეტიდან ნაფაზს "არტყამთ” და წრუპავთ კოკტეილს, ამ დროს თქვენ იღებთ ისეთ მიმიკას, რომლის დროსაც პირის ირგვლივ ჩნდება ღარები, ნაოჭები. ასეთი ნაოჭები ადვილი შესამჩვევია და ძნელად ექვემდებარებიან კორექციას.
3. თქვენ შირად გიწითლდებათ ლოყები. ამას ჩვენ ხშირად ამას ყურადღებას არ ვაქცევთ, თუმცა ეს არის სიგნალი იმისა , რომ თქვენი კანი მოშვებულია . ეს ხშირად არის შედეგი სტრესის და მზის სხივების გავლენის. შემდგომში მდგომარეობა გართულდება -გაჩნდება ნაოჭები და წვრილი გამონაყარი.
როგორც კი შეატყობთ, კანის სიწითლეს მოერიდეთ ყველაფერს, რაც იწვევს სახეზე სისხლის მოჭარბებას -ესენია მზე, ცხარე საკვები, ალკოჰოლი, ყავა. ეცადეთ დალიოთ უფრო მეტი გრილი წყალი.
4. თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე კანი, მოერიდეთ ისე საკვებს, რომელშიც შედის ხილის მჟავა. (ლიმონი, ფორთოხალი, მოცვი
)
5. ლაპარაკისას ნუ აკეთებთ მკვეთრ მიმიკებს. ნუ გამოხატავთ ემოციებს წარბების შეკვრით, ტუჩების გამობერვით და ასე შემდეგ.
6. ნუ აწვალებთ ცხვირს მაშინაც კი თუ ის არ გექავებათ. ამის შედეგია ცხვირის სიწითლე, ნაოჭები და გამონაყარი.
თუ თქვენ სურდო გაქვთ შეეცადეთ რაც შეიძლება ნაზი ცხვირსახოცი და სალფეთქი იხმაროთ.
7. ხშირი თვალების ფშვნეტა – ამის შედეგია სიშავე , ნაოჭები და მოშვებული კანი თვალების ირგვლივ. დაიმახსოვრეთ კანი თვალების ირგვლივ ყველაზე უფრო ნაზია და მგძნობიარე.