წვრილი თვალები…
წვრილი თვალების ეფექტი რა თქმა უნდა ერთი შეხედვით იგრძნობა. მსგავსი ეფექტის მიღწევაში მაკიაჟი, კერძოდ კი თვალის შავი ფანქარი იდეალურად დაგეხმარებათ. მსგავსი ტენდენცია მიმდინარე სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია. იგი საშუალებას მოგცემთ გამოიყურებოდეთ ერთნაირად ელეგანტურად, სექსუალურად და შთამაგონებლად. ამიტომ, დროა ისწავლოთ თვალის შავი ფანქრის სწორად გამოყენება.
„ცხენის კუდი"…
ამ ყოველივემ თავდაპირველად განსაკუთრებული პოპულარობა მარკ ჯეიკობსისათვის და კაროლინა ჰერერასთვის მოიპოვა და ავტომატურად 2012 წლის მოდურ ტენდენციადაც იქცა. „ცხენის კუდის" განსაკუთრებული მიმზიდველობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ფაქტობრივად ყველა სტილს ერგება. ასევე უსვამს ხაზს ქალბატონის მკაცრ ნაკვთებს და შესწევს ძალა სახე იდეალურად წარმოაჩინოს.
მსუბუქი მაკიაჟი…
რა თქმა უნდა ქალბატონები ყოვედღიური ცხოვრებისთვის მსუბუქ მაკიაჟს ანიჭებენ უპირატესობას. მიუხედავად ამისა, გავრცელებული ფაქტი, რომ მაკიაჟი საერთოდ არ უნდა იგრძნობოდეს სიცრუეა. კარგი იქნება თუ ღაწვების შეფაკვლას განსაკუთრებულ ყურადრებას მიაპყრობთ, მაგრამ რა თქმა უდნა ეს ყოველივე საერთო ჩარჩოდან ამოვარდნილი არ უნდა იყოს.
წარბები…
წვრილი წარბები ალბათ ძალიან დიდი ხნით ჩაბარდა წარსულს. ამჯერად აქტუალური „გაბედული" სქელი წარბებია. დონა კარანმა და ვიქტორია ბექჰემმა ყოველივე საკუთარი მოდის კვირეულებით დაამტკიცეს. ამიტომ, ეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოთ წარბის ფორმა.
ოვალური ფორმის მქონე ფრჩხილები…
წვრილ წარბებს გრძელი, ოთხკუთხედი ფრჩხილებიც მიჰყვა. ახლა პოპულარული საშუალო ზომის ოვალური ფრჩხილებია. რაც შეეხება ფრჩხილის ლაქს, განსაკუთრებული ყურადღება ნათელ, აქტუალურ ფერებს მიანიჭეთ.
BY -Nini
♥
♥