ვახოია სა მიხვალ?
- რა ვიცი მე! საცხა!
- წამუალ მეც!
- ჩქარა ქენი მერე, თვარა დავაგვიანეთ!
– დედიკო, ძალიან გიყვარვარ?
– რა თქმა უნდა, შვილო, რატომ მეკითხები?
– მაშინ მამიკოს გაშორდი და იმ ბიძიას გაჰყევი, ქუჩის კუთხეში ნაყინს რომ ყიდის.
სახლში მისულ გურულს ძაღლი შეხვდა გაავებული ყეფით.
- რა უთხარი, ქალო, ამისთანა, გოუმხილე ხომ, ქუჩიდან აყვანილი რო მყავს!
გოგოს სვანი ბიჭი მოეწონება და ეტყვის:
- გენდობი, რაც გინდა, ის მიყავი.
სვანი მივარდება და ხელს მოტეხს.
პეტკა და ჩაპაევი უდაბნოში მიდიან. შეხვდათ ჭა.
- არის აქ ვინმე?
- არის აქ ვინმე… არის აქ ვინმე… – ამოსძახა ექომ.
- იქნებ აქ არავინ არის?
- არავინ არის… არავინ არის…
- ბომბი ხომ არ ჩავაგდოთ?
- აქ არავინ არის… არავინ არის…
გერმანულის მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს:
- როგორ არის წიგნი გერმანულად?
- ბუხ! – პასუხობს ბავშვი.
- ორი?
- ბუხ, ბუხ!
- სამი?
- ბუხ, ბუხ, ბუხ!
- მასწავლებელო, ბიბლიოთეკა არ ჰკითხოთ, თორემ აგვაფეტქებს, – ურჩია მეორე მოსწავლემ.
სვანი ეკითხება კაცს
– ”I don’t know”–რას ნიშნავს?
–არ ვიცი.
–ვააა, რა არავინ არ იცის…
სვანს ეკითხებიან:
– მთვარეზე ხალხი ცხოვრობს?
– რავი, აბა, სინათლე კი სულ უნთიათ
სვანი ჩაივლის ფოსტა–ტელეგრაფის შენობასთან და „საქართველოს ტელეკომს" რეკლამა 8-10-ს დაინახავს.
– ვაა, ცხრის ათი წუთია
სვანმა ძროხა შტეპცელში შეაერთა , ცხელი რძე მინდაო….
სვანს ეკითხებიან
-თაგვს რა ქვია რუსულადო?
-მიშკაო.
-ვირთხასო?
-მიხეილიო.
BY Belieber