myteen



საიტი გაუქმებულია!




Queen


შემადგენლობა:

ფრედი მერკური – ვოკალი, ფორტეპიანო
ბრაიან მეი – გიტარა, არფა, საორკესტრო ინსტრუმენტები, ვოკალი
ჯონ დიკონი – ბას-გიტარა, გიტარა, ფორტეპიანო
როჯერ ტეილორი დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსიო, ვოკალი

ყველაფერი 1968 წელს დიდ ბრიტანეთში დაიწყო… როდესაც სტუდენტებმა - ბრაიან მეიმ და ტიმ სტაფელმა, ჯგუფი „Smile" შექმნეს. ისინი დასარტამ ინსტრუმენტზე დაკვრის მცოდნე ბიჭს ეძებდნენ და ამის შესახებ, კოლეჯში განცხადება გამოაკრეს. უამრავი მსურველიდან საბოლოოდ სტუდენტი – დანტისტი როჯერ ტეილორი შეირჩა. ჯგუფმა ასეთი შემადგენლობით 1970 წლის შემოდგომამდე (ტიმ სტაფელის ჯგუფიდან წასვლამდე) იარსება. მეიმ და ტეილორმა ტიმი, მისი კლასელით, ფრედი ბულსარით ჩაანაცვლეს. სწორედ მან მოიფიქრა ჯგუფის ახალი სახელწოდება „Queen". თავად კი სასცენო სახელი ფრედი მერკური დაირქვა. თავდაპირველად ჯგუფის ბას–გიტარისტი მაიკ გროუზი იყო, რომელიც მალე ბარი მიტჩელმა შეცვალა. 1971 წელს ლონდონში დისკოტეკაზე ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა გამოცდილი ბას–გიტარისტი ჯონ დიკონი გაიცნეს, რომელიც მაშინვე ჯგუფში მიიწვიეს. ის 21 წლის მანძილზე მისი შეუცვლელი წევრი იყო.

1973 წელს ჯგუფის სადებიუტო ალბომი „Queen" გამოვიდა, რომელიც ორი წლის განმავლობაში იწერებოდა (მაშინ როდესაც ხმისჩამწერი სტუდია თავისუფალი იყო). პრობლემას აგრეთვე ბრაიანის ავადმყოფობაც (ჰეპატიტი) ქმნიდა. ამიტომაც დისკი არც ისე წარმატებული გამოდგა. მიუხედავად ამისა, ჯგუფმა კონცერტები გერმანიაში, ლუქსემბურგში და დიდ ბრიტანეთში გამართა. ერთი წლის შემდეგ კი ბიჭებმა ორი ალბომი „Queen II" და „Sheer Heart Attack" ჩაწერეს. ორივე ნაკრები ბრიტანეთის ჩარტების ათეულში მოხვდა და, კრიტიკოსების ცივი შეფასების მიუხედავად, მსმენელმა საკმაოდ თბილად მიიღო.

1975 წელს როკ–მუსიკის ისტორიაში საუკეთესო ალბომი „A Night At The Opera" გამოვიდა. ალბომიდან ყველაზე ცნობილი სიმღერის „Bohemian Rhapsody" ხუთწუთიანი კომპოზიციის ვიდეორგოლი მსოფლიოში საუკეთესო კლიპად არის აღიარებული. იმავე წელს ალბომის მხარდასაჭერად ჯგუფი ამერიკაში, კანადაში, იაპონიასა და, რა თქმა უნდა, საკუთარ სამშობლოში დაუვიწყარ კონცერტებს მართავს.

1976 წელს ბიჭებმა მსმენელს ახალი ალბომი „A Day at the Races" წარუდგენეს, რომელიც ბრიტანულ ჰიტ–აღლუმების ათეულში სათავო პოზიციებს დიდხანს არ თმობდა. მალე სიმღერებზე „Somebody To Love" და „Good Old Fashioned Lover Boy" ვიდეორგოლი გადაიღეს, ჰაიდ პარკში 170 ათასი ადამიანისთვის უფასო კონცერტი და შოტლანდიაში, იაპონიასა და ავსტრალიაში საკონცერტო ტურნე გამართეს.

1977 წელს ჩაწერილი ალბომი „News of the World" სტილისტურად, აბსოლიტურად განსხვავდებოდა წინამორბედისგან. მასში ჰარდ–როკის ელემენტები დიდი დოზით იყო შესული. ჰიტები: „We Will Rock You" და „We Are The Champions" სწორედ ამ ნაკრებში შედიოდა. ამის შემდეგ ჯგუფი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში საგასტროლო ტურნეში მიემგზავრება.

1978 წელს კი ყველაზე სკანდალური ალბომი „Jazz" გამოდის. სიმღერაზე „Bicycle Race" გადაღებული ვიდეორგოლი პორნოგრაფიად იქნა აღიარებული და ამერიკაში მისი ჩვენება აიკრძალა. ამ ფაქტის გამო, ბიჭებმა თაყვანისმცემელთა აუდიტორიის შესამჩნევად დიდი ნაწილი დაკარგა. მიუხედავად კრიტიკისა, ალბომმა „Jazz" ბრიტანეთის ჩარტებში – მეორე, ამერიკაში კი მეექვსე პოზიცია დაიკავა.

1978 წელს ჯგუფის საკონცერტო ნომრების ნაკრები „Live Killers" გამოვიდა. 1980 წლიდან კი „Queen"–ის შემოქმედებაში და ამასთანავე როკ–მუსიკის ისტორიაში ახალი ერა იწყება. იმავე წელს მორიგი ალბომი „The Game" გამოდის, რომელშიც ბიჭებმა სინთეზატორი პირველად გამოიყენეს.

მათ დაწერეს მუსიკა ფილმისთვის „Flash Gordon", რომელიც კარგად მიიღეს დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ამერიკის კინო–გაქირავებისთვის წარუმატებელი გამოდგა. 1981 წელს მსმენელს ნაკრები „Greatest Hits" და დევიდ ბოუისთან ერთად ჩაწერილი სინგლი „Under Pressure" წარუდგინეს. მომავალ წელს კი ჯგუფი გრანდიოზულ საკონცერტო ტურნესა „Queen" (ჩრდილოეთ ევროპაში, ამერიკაში, კანადაში და იაპონიაში, დაახლოებით 70 კონცერტი გამართეს) და ახალი ალბომის „Hot Space „ პრეზენტაციას მართავს.

1984 წელს გამოსული ალბომი „The Works" ბრიტანეთის ჰიტ–აღლუმებში მეორე ადგილს იკავებს. სიმღერა „Radio Ga Ga" კი, მსოფლიოს 19 ქვეყნის ჰიტ–აღლუმების ლიდერი ხდება. იმავე წელს ჯგუფი ფესტივალზე „Golden Rose", 1985–ში „Rock In Rio" და 14 ივლისს მსხვილმაშტაბიან საქველმოქმედო კონცერტში „Live Aid" იღებს მონაწილეობას. 1986 წელს ბიჭებმა ევროპაში საკონცერტო სერიის „Magic Tour" მოწყობა გადაწყვიტეს. სამი ყველაზე გრანდიოზული კონცერტი გაიმართა ლონდონში, ნებუორტსა და ბუდაპეშტში, რომლებსაც 400.000 ადამიანი ესწრებოდა... ეს საკონცერტო ტური საბოლოო აღმოჩნდა ჯგუფისთვის, რადგან ფრედის ავადმყოფობამ სწორედ ამ წლიდან იჩინა თავი...

1990 წელს მერკური სიგარეტს ანებებს თავს... ერთი წლის შემდეგ ჯგუფი „Brit Awards"–ის პრემიის ლაურეატი ხდება. ფრედის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ალბომი „Innuendo" გამოდის. სიმღერის „Bohemian Rhapsody" მთლიან შემოსავალს ფრედი შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს ურიცხავს.

1991 წლის 24 ნოემბერს, ფრედი მერკური გარდაიცვალა... ერთი წლის შემდეგ, 20 აპრილს, ჯგუფის წევრების ორგანიზებით, ლონდონის სტადიონზე „Wembley", ფრედის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

სამი წლის შემდეგ ჯგუფის ბოლო სტუდიური ალბომი „Made in Heaven" გამოვიდა, რომელიც 1991 წლის შემოდგომაზე ჩაწერილი სიმღერებით იყო დაკომპლექტებული. ამ მძიმე პერიოდზე ჯონ დიკონმა განაცხადა, რომ „გაგრძელებას აზრი არ აქვს, ფრედის შეცვლა შეუძლებელია". მან შეწყვიტა თავისი მუსიკალური კარიერა და მხოლოდ ერთხელ, 1997 წელს გამოვიდა სცენაზე... ბრაიანი და როჯერსი სხვა შემსრულებლებთან ერთად გამოსვლებს აგრძელებენ.

2006 წელს ბრაიან მეიმ განაცხადა, რომ პოლ პროჯერსთან ერთად ახალ სტუდიურ ალბომს წერს. აგრეთვე ცნობილია, რომ ჯგუფი ახალ საკონცერტო ტურნეს გეგმავს...

პერსონალური ვებ–გვერდი: http://www.queenonline.com



სულ კომენტარები: 2
♥AniBelieber♥   (2012-10-21.კვირა - 10:09 PM)                   
0  
ვააიმმე როგორ არ მიყყვარსს ესს ჯჯგუუფიი angry angry იისე კარგგი სიახლეეეაააა wink

BeliEber   (2012-10-21.კვირა - 9:53 PM)                   
0  
clap clap clap clap

კომენტარის დამატება გათიშულია!


მენიუ

რეკლამა

ძებნა

გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 134

Top სიახლეები
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 6559
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • სასკოლო ჩანთებ...
  • ნანახია: 5878
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-05
  • RIHHANA PICS
  • ნანახია: 3881
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-08
  • ♥Dogs♥
  • ნანახია: 3761
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-24
  • Tom And Jerry ...
  • ნანახია: 3717
  • კომენტარები: 3
  • ავტორი: tamuna
  • თარიღი: 2012-05-30
  • ჩემი საყვარელი...
  • ნანახია: 3534
  • კომენტარები: 8
  • ავტორი: SooFo♥
  • თარიღი: 2012-07-14
  • I Carly / აი ქ...
  • ნანახია: 3163
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-06-22
  • FaceBook Cover...
  • ნანახია: 3076
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-10-27
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 2998
  • კომენტარები: 6
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 2874
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: TeoNa♥
  • თარიღი: 2012-09-02

  • Top მომხმარებლები
  • ლოგინი: BeliEber
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 1145
  • ლოგინი: ♥AniBelieber♥
  • სიახლეები: 315
  • კომენტარები: 1320
  • ლოგინი: SooFo♥
  • სიახლეები: 202
  • კომენტარები: 367
  • ლოგინი: Mari♥
  • სიახლეები: 190
  • კომენტარები: 240
  • ლოგინი: eElL♥BeliEbeR™
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 210
  • ლოგინი: marikuna1
  • სიახლეები: 59
  • კომენტარები: 114
  • ლოგინი: tamta
  • სიახლეები: 55
  • კომენტარები: 53
  • ლოგინი: tamuna
  • სიახლეები: 48
  • კომენტარები: 216
  • ლოგინი: TeoNa♥
  • სიახლეები: 39
  • კომენტარები: 323
  • ლოგინი: ann-miley
  • სიახლეები: 32
  • კომენტარები: 64

  • ონლაინშია :
    Total online: 1
    Guests: 1
    Users: 0

    საიტზეა :
      არავინ

    დღეს შემოვიდნენ :
    მთვლელები :
     
    www.wsa.ge






    საავტორო უფლება დაცულია
    © 2012