myteen



საიტი გაუქმებულია!




ნუმეროლოგია


ეს 1-იანისა და 5-ის შეხამებაა. რიცხვი 1 - ამბიციურია, ლიდერი, ჭკვიანი და მტკიცე ხასიათის, ხოლო 5 - პლანეტა მერკურის მფარველობის ქვეშ იმყოფება და ბიზნესსა და ფინანსებს განაგებს. ამ ორი რიცხვის ჯამი - 6-ია, ძალიან რომანტიკული რიცხვი, რომელსაც ვენერა მფარველობს და სიყვარულსა და ორი სქესის ურთიერთობას განაგებს.


ის მაგნიტური პიროვნებაა და ანდამატივით იზიდავს საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს. საერთო ჯამში 15 - ლიდერია, მერკანტილური, საქმიანი და ამავე დროს, რომანტიკული. ამ სინთეზში მერკანტილურობას 6-იანის რომანტიკულობა ანეიტრალებს.

15 - ძალიან ჯიუტი რიცხვია და მიღებულ გადაწყვეტილებას არასოდეს ცვლის, კარგი იქნება ეს თუ ცუდი. მისი ეს სიჯიუტე საქმეშიც გამოიხატება: 15 არასოდეს მიატოვებს საქმეს შუა გზაზე.

ემოციური თავისებურებები

ამ რიცხვის მთავარი თვისება რომანტიკულობაა, რომელიც მას 6-იანისგან ერგო. მასში მატერიალიზმიც მრავლადაა, მაგრამ სხვა თვისებებით არის განეიტრალებული. 15 პარტნიორად რომანტიკულ პიროვნებას ირჩევს. თუ მის პარტნიორს ფულიც აქვს, ეს მთლად უკეთესი იქნება.

ის ადვილად აღგზნებადია, მისი გაბრაზებაც ძალიან მარტივია. თუმცა ისევე მალე ცხრება, როგორც ინთება. 15 - გამოუსწორებელი რომანტიკოსია. მას უყვარს ფული, თუმცა მის გარეშეც არ გრძნობს ცუდად თავს. მისი ქორწინება ხშირ შემთხვევაში წარმატებულია, თუ, რა თქმა უნდა, თანამგზავრი მის რომანტიკულობას იგივე გრძნობით უპასუხებს.

ბედნიერი რიცხვები - 6, 15, 24, 8, 14, 23.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 8, 17.

ბედნიერი თარიღები - 6, 15, 24.

ბედნიერი დღეები - ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი.

ნეგატიური თვეები - მაისი, ივნისი, ოქტომბერი.

ფერები - ვარდისფერი.

ქვა - ფირუზი, ზურმუხტი.

ავადმყოფობები - ყელ-ყურ-ცხვირი.

უარყოფითი მხარეები

15 ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ და შესაძლებელია, მოხვდეს ცუდ კომპანიაში ან რაიმე დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლი გახდეს. ფულისადმი სიყვარულმა შესაძლოა, მოთამაშე გახადოს, რასაც ხშირ შემთხვევაში წაგებამდე მიჰყავს ადამიანი ან ჩაადენინოს უკანონო ქმედება. ის ადვილად ფეთქებადია.

რეკომენდაციები

ეს მშვიდობიანი რიცხვია და ხშირ შემთხვევაში, მატერიალურად უზრუნველყოფილი. მაგრამ მანამ რაიმე საქმეს წამოიწყებდეს, კარგი იქნება, თუ თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს და არ მიენდობა სხვას. უმჯობესია, თუ მეტად მომთმენი იქნება და არ გაერთობა წვრილმანებით. მას სულ ადვილად შეუძლია, დიდ წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებაში.

ეს რიცხვი შედგება 1-იანისა და 6-ისგან. როგორც იცით, 1 - ლიდერია, ამბიციური და წარმატებული. ცხოვრებაში გეგმებს აქტიურად ახორციელებს. ეს არის ხელმძღვანელი, რომელსაც უსიტყვოდ ემორჩილებიან ქვეშევრდომები.

6-იანის თვისებებიდან აღსანიშნავია რომანტიკულობა და სენტიმენტალიზმი, ბუნების მიმართ მგრძნობიარობა. 16 რიცხვში დაბადებულები კარგი მხატვრები და მწერლები გამოდიან, თუ, რა თქმა უნდა, შეძლებენ დიდხანს ერთი საქმის კეთებას.

1-იანისა და 6-ის ჯამი 7 ცვალებადია, უყვარს მოგზაურობა და ხეტიალი. ეს ადამიანები საინტერესონი და ენერგიულები არიან, მუდამ თავგადასავლების მაძიებლები. ძალიან მომხიბვლელები არიან საწინააღმდეგო სქესისთვის და ამ რიცხვში დაბადებულ ქალებს მოსვენება არ აქვთ თაყვანისმცემლებისგან. ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან, თუმცა ამავე დროს, ძალიან დამოუკიდებლებიც.

ემოციური თავისებურებები

16 რიცხვში დაბადებულებს ახასიათებთ ძლიერი მიჯაჭვულობა, მაგრამ ამავე დროს, არ შეუძლიათ დიდხანს ერთ ადამიანთან ყოფნა, ცვლილებების გარეშე ცხოვრება. გრძნობებში ისინი ერთგულებას ინარჩუნებენ, მაგრამ დროებით რაღაც სხვაზე გადართვა აუცილებლად სჭირდებათ.

სექსუალურად ისინი ძლიერები და აგრესიულები არიან. ეს ადამიანები - კარგი საყვარლები არიან, ხოლო მათი ვნების ობიექტები ძალიან ბედნიერები.

მეგობრობაში ერთგულები არიან და მათი პიროვნებისგან გამომდინარე, უამრავ მეგობარს იძენენ. ისინი დიპლომატიურები არიან და სულგრძელები. ეს მათ საზოგადოების სულად და გულად აქცევს.

ჰარმონიული ურთიერთობები

16-ში დაბადებულები ბედნიერები იქნებიან იმ ადამიანებთან, ვინც დააფასებს მათ დამოუკიდებლობას და არ შეზღუდავს მათ. 16-ის პარტნიორმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს მისი ხასიათი და იყოს ასეთივე აქტიური სექსში, იგივე ენთუზიაზმით ეკიდებოდეს ამ საქმეს და აკრძალვების გარეშე მოქმედებდეს.
ეს თავისუფლად მოაზროვნე ხალხია და მათ თითქმის არაფერი აკვირვებთ. ამასვე მოითხოვენ ისინი სხვისგანაც.

ბედნიერი რიცხვები - 1, 10, 19, 6, 15, 24, 7, 16, 25.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 3, 12, 21, 30, 5, 14, 23.

ბედნიერი თარიღები - 6, 15, 24, 7, 16, 25.

ბედნიერი დღეები - ორშაბათი და ხუთშაბათი.

ნეგატიური თვეები - ივნისი, ივლისი, სექტემბერი.

ფერები - მწვანე და ღია ყვითელი.

ქვები - მარგალიტი, მთვარის ქვა.

ავადმყოფობები - ფილტვები, საჭმლის მომნელებელი სისტემა.

უარყოფითი მხარეები

16-ში დაბადებულებს ხეტიალი უყვართ და ეს თვისება მათ 7-იანისგან ერგოთ. ვერ ძლებენ დიდხანს ერთ ადამიანთან და ვერ აკეთებენ ერთი და იგივე საქმეს. თუ მათ ვერ გაუგეს, იზოლაციაში ექცევიან. ისინი იწყებენ ფრენას ერთი სამუშაოდან მეორეზე, ან ერთი ადამიანისგან მეორისკენ.

რეკომენდაციები

ამ ადამიანებს მართებთ საკუთარ თავში ნებისყოფის სიმტკიცის გამომუშავება, თორემ დაიკარგებიან. თუ მაინცდამაინც ხეტიალი უნდათ, დასაბრუნებელი ადგილი აუცილებლად უნდა დაიტოვონ.

17 შედგება 1-ისა და 7-ისგან, ჯამი კი 8-ს უდრის. საინტერესოა, რას წარმოადგენს ეს რიცხვი მთლიანობაში?
აქაც ერთიანის ამბიცია, ენერგია და დამოუკიდებლობა, შემოქმედებითი ხასიათი და გეგმების ზედმიწევნით განხორციელება დომინირებს. რიცხვ 7-ს შეაქვს ცვლილებები, ხეტიალის სიყვარული, მოუსვენრობა. 1-თან შეხამებით კი ამ ადამიანებისგან გამოდის კარგი მწერალი ან მხატვარი.

ამასთან, ეს ადამიანები პრაქტიკულები, ჭკვიანები არიან და პრობლემის მიმართ ლოგიკური მიდგომით გამოირჩევიან.

8 გაორებული პიროვნების თვისებას სძენს 17-ს. შედეგად, გამოიყოფა სამი ძირითადი თვისება: ამბიცია და ენერგია, ცვალებადი ხასიათი და 8-იანის გაორება.

ემოციური თავისებურებები

7-ის გავლენით ემოციურად ეს ადამიანები ცვალებადები არიან, მაგრამ 1-იანი მათ ერთგულებად აქცევს და მუდმივ კავშირში ისინი მყარები არიან, თუ არ ჩავთვლით მსუბუქ ფლირტებს. მათ პარტნიორებს ვურჩევდით, რომ ამაზე დიდი რეაქცია არ იქონიონ, რადგან თუ მას შეზღუდავთ, ისინი ვერ აიტანენ და რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამენ.

შეუძლიათ არაერთხელ დაქორწინდნენ და მათი ყოველი შემდეგი ქორწინება უკეთესია, ვიდრე წინა.

სექსუალურად ეს ძალიან ძლიერი რიცხვია. 17-ში დაბადებულებს უყვართ ექსპერიმენტები და არ აქვთ აკრძალვები, ძლიერები არიან და ცოტათი უხეშებიც.

უარყოფითი მხარეები

ცვალებადი ხასიათი 17-ს საინტერესოს ხდის გარშემომყოფების მიმართ, თუმცა ხშირად უბედურება მოაქვს პარტნიორისთვის. მას არ შეუძლია იყოს სტაბილური როგორც საქმეში, ასევე ურთიერთობებში, თუ ეს მოგზაურობას ან რაიმე ცვლილებას არ ეხება. ამიტომაც მათი კარიერა იშვიათად არის წარმატებული. კარგი იქნება, თუ გამოუჩნდებათ საქმე, რომელიც დროსა და სივრცეში არ შეზღუდავს მათ.

ჰარმონიული ურთიერთობები

17-ის ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს 7 თამაშობს. ამიტომაც ისინი ბედნიერები იქნებიან მასთან, ვინც მისცემს საშუალებას, რომ იყვნენ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან და არ ჩაერევიან მათ ხელმძღვანელ ფუნქციებში. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი თავისუფლების შეზღუდვა.

ბედნიერი რიცხვები - 1, 7, 8, 10, 28, 26, 17, 25.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 5, 14, 23, 2, 11, 20, 29.

ბედნიერი თარიღები - 1, 7, 8.

ბედნიერი დღეები - კვირა, ორშაბათი.

ნეგატიური თვეები - დეკემბერი, იანვარი.

ფერები - ფირუზისფერი.

ქვები - შავი მარგალიტი და შავი ალმასი.

ავადმყოფობები - თირკმელი და საჭმლის მომნელებელი სისტემა.

რეკომენდაციები

ეს ადამიანები საინტერესონი, ჭკვიანები და ენერგიულები არიან. თუმცა უკეთესი იქნება, თუ გამოიმუშავებენ დამთმობ ხასიათს და საკუთარ თავში დათრგუნავენ გამუდმებული ცვლილებების მანიაკალურ სურვილს.

1-ისა და 8-ის ჯამია – 9. სამივე რიცხვი - 1, 8, 9 კარგად გაწონასწორებულია, მაგრამ 18-ში 8-ისა და 9-ის გავლენა მეტია, ვიდრე 1-ის. საბოლოო ჯამში კი ვიღებთ უჩვეულო შერწყმას ამბიციური, ძლიერი და ენერგიული ერთიანისა, არტისტულ, ტალანტურ და მგრძნობიარე 8-სთან.

ამიტომაც 18-ში დაბადებულები ხშირად გამოჩენილი ადამიანები ხდებიან. 1-ისა და 8-ის შეხამებით შესაძლოა მივიღოთ ფეთქებადი ადამიანი, მაგრამ 9-იანი ამ უარყოფით თვისებას ანეიტრალებს. რადგანაც 9 - პლანეტა მარსის გავლენის ქვეშ იმყოფება, ის 18-ს მებრძოლ ხასიათსაც სძენს.

ემოციური თავისებურებები

რიცხვი 18-ის ემოციურ ხასიათსა და სექსუალურობას, ძირითადად, 9 განსაზღვრავს. ეს ადამიანები ძალიან სექსუალურები არიან, მაგრამ არ შეუძლიათ თავიანთი სურვილის გამოხატვა, რის გამოც ხშირად კარგავენ პარტნიორს. სურვილის გამოხატვა მათთვის სამარცხვინოდ და სისუსტის გამოხატულებად ითვლება...

თუმცა, აქვე თავს იჩენს 8-იანის თბილი და მოსიყვარულე ხასიათი, რაც მეტ მომხიბვლელობას სძენს 18-ს. კონფლიქტი თითქმის არ ხდება მათთან, რადგან 8-იანს არ შეუძლია საყვარელი ადამიანისგან რაიმეს დამალვა. 9-იანის გავლენით, 18 სიყვარულში ძალაუფლების მოყვარეა. ამიტომაც მისი პარტნიორი დამთმობი და რბილი ხასიათის უნდა იყოს.

მეგობრობაში ეს რიცხვი ერთგულია, თუმცა მასთან მეგობრობა ადვილი არ არის. აქვე ჩნდება ისევ 8 და 18-ის დომინანტ ბუნებას შედარებით არბილებს - არ აძლევს უფლებას, ძალით მოახვიოს საკუთარი აზრი გარშემომყოფებს. მიუხედავად იმისა, რომ 18-თან მეგობრობა ძნელია, ეს ადამიანები საინტერესო კომპანიონები არიან. მოკლედ რომ ვთქვათ, 18-ის პარტნიორი თუ მეგობარი დამთმობი, რბილი ხასიათით უნდა გამოირჩეოდეს და მასთან ერთად ბევრს მიაღწევთ.

ჰარმონიული ურთიერთობები

18-ის მეგობარი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც იგივე სულიერ თვისებებსა და ამბიციას ფლობს, რასაც 18 რიცხვი. ამბიცია ხომ 18-ის მთავარი ძალაა. ამიტომაც ვერ წარმოუდგენიათ ურთიერთობა ადამიანთან, ვისაც ეს თვისება არ გააჩნია.

მიუხედავად დომინირებული ბუნებისა, 18-ს შეუძლია იყოს კარგი მეგობარი, რადგან 8 მას თავშეკავებულობას სძენს. თუმცა, თუ თქვენთვის ძვირფასია 18 რიცხვში დაბადებული ადამიანი და არ ისურვებდით მის დაკარგვას, არ ღირს მასთან წინააღმდეგობაში ყოფნა.

ბედნიერი რიცხვები - 1, 10, 28, 8, 17, 26, 9, 18, 27.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 7, 16, 25.

ბედნიერი თარიღები - 1, 8, 9.

ბედნიერი დღეები - ორშაბათი და განსაკუთრებით, სამშაბათი.

ნეგატიური თვეები - აპრილი, ივლისი.

ფერები - წითელი, ლურჯი.

ქვები - ძოწი.

ავადმყოფობები - ციებ-ცხელება

უარყოფითი მხარეები

ეს არის რიცხვი, რომელსაც ყველგან და ყველაფერში უყვარს ხელმძღვანელობა. ამ თვისებას ცოტათი არბილებს 8.

რეკომენდაციები

18 რიცხვში დაბადებული ადამიანები უფრო რბილები უნდა იყვნენ გარშემომყოფების მიმართ. სხვაგვარად დაკარგავენ მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს. მათ გააჩნიათ ხელმძღვანელობის შესანიშნავი უნარი, ჭკუა, შრომისმოყვარეობა, მაგრამ როცა ისინი სხვებს უცერემონიოდ ექცევიან, უარყოფით ემოციებს იწვევენ გარშემომყოფებში.

ყველას არ შეუძლია 18-ის გაგება, ეს მხოლოდ ძალიან ახლობლების პრეროგატივაა. არ უნდა იყვნენ მოუთმენელნი მათ მიმართ, ვინც რაღაცაში არ ეთანხმება. თუ 18 დაძლევს ამ უარყოფით თვისებებს, შესაძლოა, მისგან დადგეს გამოჩენილი პიროვნება და მიაღწიოს ცხოვრებისეულ მწვერვალებს.

ისინი - დიქტატორები არიან. ჯამში 1-იანი და 9-იანი ათია, ანუ 1. ეს კი მის ძლევამოსილ ხასიათზე მეტყველებს. ამასთან, 19-ში ერთიანი ორჯერ ფიგურირებს, თავად რიცხვში და ჯამში.

ამიტომაც 19-ში დაბადებულები არასოდეს არავის დაემორჩილებიან. 1-იანის თვითდაჯერებულობა 19 რიცხვში პატივმოყვარეობამდეა დასული. ისინი ყველაფერში პირველობენ და არასოდეს აღიარებენ, რომ ვინმე მათზე უკეთ შეძლებს რაიმე სამუშაოს შესრულებას.

სამყარო მათ ირგვლივ ბრუნავს. არასოდეს არიან კმაყოფილნი იმით, რაც აქვთ და მეტისთვის დაუნდობლად იბრძვიან. ყველაფერს გაანადგურებენ, რაც ამბიციის გზაზე გადაეღობებათ. ხასიათის სიმტკიცე და ენერგია - 1-ისა და 9-ის ძირითადი თვისებებია და 19-ს ეს სამმაგი დოზით აქვს.

ემოციური თავისებურებები

იგივეს თქმა შეიძლება 19-ის ემოციურ და სექსუალურ ცხოვრებაზე, სადაც ისინი ასევე ლიდერები არიან. მათ აზრადაც არ მოსდით, რომ სხვასაც შეიძლება ჰქონდეს გრძნობა, რადგან მათ ეს გრძნობა არ გააჩნიათ. გარშემომყოფები მათთვის - მხოლოდ ინსტრუმენტები არიან, რომლებიც მათ მიზანს ემსახურებიან.

საშინლად ეგოისტები არიან და შეუძლიათ პარტნიორი უემოციოდ მოიშორონ, როცა მიხვდებიან, რომ ის აღარაფერში სჭირდებათ. ემოციები მათ ცხოვრებაში მეორეხარისხოვან როლს ასრულებს და მხოლოდ ადრეულ ასაკში უჩნდებათ გრძნობა ვინმეს მიმართ.

ვინც უნდა შეხვდეთ ცხოვრების გზაზე და როგორი გრძნობითაც არ უნდა განიმსჭვალონ მის მიმართ, საბოლოოდ 19 მაინც მარტო რჩება. სექსუალურად მათი დაკმაყოფილება თითქმის შეუძლებელია, რადგან მათ გამუდმებით რაღაც არ ჰყოფნით. 9-ის გავლენით მათ არ შეუძლიათ ხმამაღლა ისაუბრონ საკუთარ სურვილებზე.

ყველა შემთხვევაში - ეს ძალიან საშიში რიცხვია. 19-ში დაბადებულებს მოჭარბებული სექსუალური მოთხოვნები აქვთ და როცა აქ რაიმე დაბრკოლება ჩნდება მათთვის, ისინი ყველაფერზე მიდიან, მათ შორის ძალადობაზეც...

ჰარმონიული ურთიერთობები

როგორც რიცხვი 5, 19-იც თავის მსგავსთან ცხოვრობს ჰარმონიაში. დანარჩენები მასთან შიშითა და კრძალვით იცხოვრებენ. მეორე მხრივ, ვისთვისაც ის ძვირფასია, დაემორჩილება კიდეც მას და ყველაფერში ანგარიშს გაუწევს. ერთი სიტყვით, 19-ის მეუღლე ან მისი ტოლი და სწორი უნდა იყოს ან მისი მონა.

ბედნიერი რიცხვები - 1, 10, 28, 9, 18, 27, 5, 14, 23.

ყველა დანარჩენი რიცხვი 19-ისთვის მტრულად განწყობილია.

ბედნიერი თარიღები - 19 და 5.

ბედნიერი დღეები - სამშაბათი და შაბათი.

ფერები - წითელი.

ქვა - ტოპაზი.

ავადმყოფობები - არტერიული წნევა და ინფექციები

უარყოფითი მხარეები

საშინელ ამბიციასა და ძალაუფლების გადაჭარბებულ სიყვარულს შეუძლია დამღუპველად იმოქმედოს 19-ზე. ეს ადამიანები გზას დაუნდობლად იკვალავენ, იშორებენ რა მათ წინ აღმოჩენილ მტერსა თუ მოყვარეს, იქამდე, სანამ ირგვლივ არცერთი მეგობარი აღარ დარჩებათ. ძალაუფლების დაუშრეტელი წყურვილი შესაძლოა მათი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების კრახით დასასრულის მიზეზი გახდეს.

რეკომენდაციები

ძალიან რთულია, ამ რიცხვს რაღაც ურჩიო, რადგან ისინი ამას მაინც არ მიიღებენ, მაგრამ მაინც ვეტყოდით, შეძლებისდაგვარად მოთოკონ ფეთქებადი ხასიათი და ამბიციები. 19-ს რომ შეეძლოს იმით დაკმაყოფილება, რასაც ის აუცილებლად მიაღწევს, მას სახალხო აღიარება ელის არა მარტო ამ დროში, არამედ ისტორიაშიც. თუკი ვინმე ამ რიცხვში დაბადებული ისტორიაში მოხვედრილა, მხოლოდ დიქტატორი.

როგორც 2-იანი, 20-იც კეთილშობილი და რომანტიკული რიცხვია. ის რბილი, დამთმობი და მოსიყვარულეა. შედგება 2-იანისა და ნულისგან. ნული - წყნარი რიცხვია და მხოლოდ 2-იანის შესარბილებლად არსებობს. 20-ში დაბადებულები ძალიან გონიერები, შემოქმედებითი ადამიანები არიან და აქვთ ცოცხალი და ძალიან მდიდარი წარმოსახვის უნარი.

20-ში დაბადებულები სულიერებისკენ უფრო ისწრაფვიან, ვიდრე მიწიერისკენ. ფიზიკურად სიძლიერით არ გამოირჩევიან. მეოცნებენი არიან და მუდამ ღრუბლებში დაფრინავენ. არ შეუძლიათ რეალობას თვალი გაუსწორონ და სირთულეების დროს საკუთარი ოცნების მიკროსამყაროში იმალებიან. მათ ოცნებას რეალობასთან ძალიან ცოტა აქვს საერთო და თუ გააღვიძებთ, მიხვდებიან, რომ ამ ცხოვრებას თავს ვერ ართმევენ, რაც სასოწარკვეთილებამდე მიიყვანს.

მეოცენებე ხასიათი თანდაყოლილ შემოქმედებით ნიჭსა და მდიდარი წარმოსახვის უნართან ერთად, 20-ში დაბადებულებს არაჩვეულებრივ პოეტებად, მხატვრებად ან ხელოვნების სხვა დარგის მიმდევრებად ხდის. თუმცა მათ არ ჰყოფნით იმის ენერგია, რომ მატერიალურად უზრუნველყონ საკუთარი ყოფა. მათთვის მძიმეა ყველანაირი ფიზიკური დატვირთვა.

ემოციური თავისებურებები

ისინი სულიერ სამყაროში ცხოვრობენ, ამიტომაც უნდა ჰქონდეთ სულიერი კავშირი ახლობლებთან. სექსუალურად სიძლიერით არ გამოირჩევიან და ნებისმიერ შემთხვევაში მათი ფიზიკური რეაქციები ტვინში იბადება და შინაგანი სიახლოვის გარეშე მათ ფიზიკური სიახლოვის სურვილი არ უჩნდებათ. სექსი მათთვის - გრძნობის კულმინაციაა, რომელიც მათ ტვინში იბადება. 20-ისთვის მთავარია, პარტნიორთან საკმარისი სულიერი სიახლოვე ჰქონდეს, ფიზიკური სიახლოვე მისთვის მეორეხარისხოვანია. ქორწინებაში ისინი ისეთ ადამიანს ეძებენ, რომელიც იგივე სულიერ თვისებებს ფლობს და თუ მისი მეუღლე ფიზიკურად უფრო ძლიერი აღმოჩნდება, ვიდრე სულიერად, ქორწინება წარუმატებელი იქნება, თავად 20 კი სასოწარკვეთილი დარჩება.

ჰარმონიული ურთიერთობები

მთავარი 20-ისთვის - ისეთ ადამიანთან ცხოვრებაა, ვინც მასსავით მაღალსულიერებით გამოირჩევა. მისი ძალა გონებაშია და ირგვლივ ისეთი ადამიანებით უნდა იყოს გარშემორტყმული, ვისთანაც სულიერ სიმშვიდესა და სიახლოვეს ჰპოვებს. 20 იშვიათად აღწევს წარმატებას კარიერაში და ამიტომაც საკუთარი თავის რწმენას მოკლებულია. მას სჭირდება პარტნიორი, რომელიც შემატებას რწმენას და გააძლიერებს მას. ძალიან მგრძნობიარეა და გარშემომყოფები უნდა მოერიდონ მის წყენინებას. 20-ის პარტნიორი არ უნდა იყოს ზედმეტად სექსუალური, რადგან ტემპერამენტის არათანხვედრამ შესაძლოა, დეპრესიამდე მიიყვანოს ის.

ბედნიერი რიცხვები - 2, 20, 7, 16, 25, 9, 18, 27.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 1, 10, 19, 28.

ბედნიერი თარიღები - 2, 20, 7, 9.

ფერები - მწვანე, თეთრი.

ქვები - მარგალიტი, მთვარის ქვა, ზურმუხტი.

ავადმყოფობები - ღვიძლი, საჭმლის მომნელებელი სისტემა.

რეკომენდაციები

ამ ადამიანებს ტაქტიკურად და ფრთხილად უნდა მოეპყროთ. ისინი ძალიან მგრძნობიარეები და პესიმისტურად განწყობილნი არიან. შეუძლიათ საკუთარი თავი ღრმა დეპრესიამდე მიიყვანონ, თუ გამუდმებით არ გაამხნევებთ მათ. 20-ში დაბადებულებს მართებთ საკუთარ თავში ლოგიკის განვითარება, რათა საღად აზროვნება შეძლონ და არ დაინახონ ცხოვრების მხოლოდ ბნელი მხარეები. უნდა დაკავდნენ ხელოვნებით, რომ არ დარჩეთ დრო ზედმეტი ფიქრისა და დარდისთვის. თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, ღრმა დეპრესიაში ჩავარდნა ელით.

ამ რიცხვის შემადგენელ ციფრებს მთვარე და მზე მფარველობს. მთვარე - ქალია, მზე კი - მამაკაცი. მთვარე - რომანტიკა, ემოცია და მგრძნობელობაა, მზე კი - ამბიციები და წარმატება. ამ ციფრების ჯამი - 3-ია, რაც თავისთავად კიდევ მეტ დიქტატორულ ხასიათს გულისხმობს, ვიდრე - 1. ამიტომაც ერთი მხრივ, 21 - მეოცნებეა, მდიდარი წარმოსახვის უნარით, სიფაქიზითა და არტისტიზმით გამორჩეული, მეორე მხრივ - ლიდერი, ამბიციური და ძლიერია.

ყველა შემთხვევაში, კარგი შეთანხმებაა. 2-იანის სუსტ მხარეს, 1-ს დადებითი თვისებები არეგულირებს, ხოლო 3-ის დიქტატორული ხასიათი 2-ით რბილდება. ეს ადამიანები, ძირითადად, წარმატებულები არიან ცხოვრებაში, რადგანაც აზროვნების სიძლიერით, წარმოსახვის უნარითა და დაგეგმვის საოცარი ნიჭით გამოირჩევიან. 2-ისა და 20-ისგან განსხვავებით, შეუძლიათ საკუთარი იდეების ცხოვრებაში განხორციელება.

ემოციური თავისებურებები

21-ის ემოციური ცხოვრება დატვირთულია, რადგან ის ფლობს 2-ისა და 1-ის ენერგიას. მისთვის აუცილებელია როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური სიახლოვე. სექსუალურ ასპექტში 21 საშუალო სიძლიერით გამოირჩევა. ის უფრო რომანტიზმისკენ იხრება, რაც მას კარგ საყვარლად აქცევს.

ჰარმონიული ურთიერთობები

21 თითქმის ყველანაირ ადამიანს ეგუება. 1-იანის ენერგიის, მაგნიტიზმისა და 2-იანის სიფაქიზის წყალობით უამრავ ადამიანს იზიდავს. 21-ში დაბადებულები ტაქტიანები არიან და ცდილობენ, არ აწყენინონ არავის, თუმცა ხანდახან მათი პესიმიზმი იმდენად გამაღიზიანებელია, რომ მეგობრებსა და ახლობელ ადამიანებსაც კი კარგავენ. მეორე მხრივ, ისინი დიქტატორის თვისებით გამოირჩევიან და ითხოვენ, რომ ყველაფერი ისე შესრულდეს, როგორც მათ სურთ.

ეს თავისთავად ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამიტომაც 21-ის პარტნიორმა უნდა იგრძნოს მისი ხასიათი და რეაქცია შესაბამისად მოახდინოს ყველაფერზე. 21-ისგან ბევრ სექსს ნუ მოითხოვთ.

ბედნიერი რიცხვები - 2, 11, 20, 29, 1, 10, 28, 3, 12, 21, 30.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 4, 13, 31, 5, 14, 23.

ბედნიერი თარიღები - 2, 11, 20, 3, 12, 21, 30.

ნეგატიური თვეები - თებერვალი, ივნისი, სექტემბერი.

ფერები - რუხი და ჭუჭყიანი თეთრი.

ქვები - მარგალიტი.

ავადმყოფობები - კუჭ-ნაწლავი.

უარყოფითი მხარეები

21-ს ორი უკიდურესობა აქვს: პესიმიზმი და დიქტატორობა.
ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თვისება მას ხშირად პესიმიზმსა და სასოწარკვეთილებაში აგდებს. ის ხშირად ფეთქებადია და ამის გამო ბევრ მტერს იჩენს ირგვლივ. მეოცნებეობის გამო კი ცხოვრებაში ბევრ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან.

დიქტატორი 21 ითხოვს, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც მას სურს. ყველაფერს თვითნებურად აკეთებს და უკუაგდებს ნებისმიერ რჩევას.

რეკომენდაციები
ეს ადამიანები, ძირითადად, წარმატებულები არიან, რადგან ბედნიერ რიცხვში არიან დაბადებულები. კარგი იქნება, თუ მოერიდებიან ნეგატიურ აზროვნებას და საკუთარ აზრს სხვას არ მოახვევენ თავს. თუ ამას შეძლებენ, დიდ წარმატებას მიაღწევენ ცხოვრებაში, რადგან საოცარ ნიჭსა და ენერგიას ფლობენ. ერთადერთი, რაც მათ სჭირდებათ - ნებისყოფის სიმტკიცე და საკუთარი თავის რწმენაა.




სულ კომენტარები: 3
♥AniBelieber♥   (2012-11-08.ხუთშაბათი - 4:39 PM)                   
0  
საიიინტტერეესოა მომეოწნაააა :**

BeliEber   (2012-11-04.კვირა - 9:52 PM)                   
0  
კარგიაა საინტერესოაა ძალიანნ :))

-TrixieOfficial   (2012-11-04.კვირა - 9:10 PM)                   
0  
მაგარიია

კომენტარის დამატება გათიშულია!


მენიუ

რეკლამა

ძებნა

გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 134

Top სიახლეები
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 6559
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • სასკოლო ჩანთებ...
  • ნანახია: 5878
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-05
  • RIHHANA PICS
  • ნანახია: 3881
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-08
  • ♥Dogs♥
  • ნანახია: 3761
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-24
  • Tom And Jerry ...
  • ნანახია: 3717
  • კომენტარები: 3
  • ავტორი: tamuna
  • თარიღი: 2012-05-30
  • ჩემი საყვარელი...
  • ნანახია: 3534
  • კომენტარები: 8
  • ავტორი: SooFo♥
  • თარიღი: 2012-07-14
  • I Carly / აი ქ...
  • ნანახია: 3163
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-06-22
  • FaceBook Cover...
  • ნანახია: 3076
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-10-27
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 2998
  • კომენტარები: 6
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 2874
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: TeoNa♥
  • თარიღი: 2012-09-02

  • Top მომხმარებლები
  • ლოგინი: BeliEber
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 1145
  • ლოგინი: ♥AniBelieber♥
  • სიახლეები: 315
  • კომენტარები: 1320
  • ლოგინი: SooFo♥
  • სიახლეები: 202
  • კომენტარები: 367
  • ლოგინი: Mari♥
  • სიახლეები: 190
  • კომენტარები: 240
  • ლოგინი: eElL♥BeliEbeR™
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 210
  • ლოგინი: marikuna1
  • სიახლეები: 59
  • კომენტარები: 114
  • ლოგინი: tamta
  • სიახლეები: 55
  • კომენტარები: 53
  • ლოგინი: tamuna
  • სიახლეები: 48
  • კომენტარები: 216
  • ლოგინი: TeoNa♥
  • სიახლეები: 39
  • კომენტარები: 323
  • ლოგინი: ann-miley
  • სიახლეები: 32
  • კომენტარები: 64

  • ონლაინშია :
    Total online: 1
    Guests: 1
    Users: 0

    საიტზეა :
      არავინ

    დღეს შემოვიდნენ :
    მთვლელები :
     
    www.wsa.ge






    საავტორო უფლება დაცულია
    © 2012